როგორც ცნობილია, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ FIFA (ფიფამ) მიანიჭა უფლება რუსეთს, რომ 2018 წელს უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში . ქვეყნის ხელისუფლებას აღნიშნული ჩემპიონატის მომზადება და ჩატარება, 600 მილიარდ რუბლზე მეტი დაუჯდება. სწორედ ეს თანხა გამოიყო ფედერაციის ბიუჯეტიდან ჩემპიონატის ჩასატარებლად. აღნიშნული თანხები ორას ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მეტის რეკონსტრუქციასა და აშენებას მოხმარდება, მათ შორის, სამოც სასტუმროს. ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, „FIFA“-ს მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში 12 თანამედროვე სტადიონი მაინც უნდა იყოს. მოსკოვში განმარტავენ, რომ რუსეთში, ამ დროისათვის მხოლოდ ერთი სტადიონია მზად, რომელიც ყაზანში მდებარეობს და ჩემპიონატებს უკვე მასპინძლობს.
გთავაზობთ, იმ სტადიონების პროექტების მიმოხილვას, სადაც ჩატარდება ჩემპიონატის მატჩები…
1. „რეგიონული სტადიონი“ – (Regional Stadium) მოსკოვში.
2. დონის როსტოვი – (Rostov-on-Don)
3. კრასნოდარი – (Krasnodar), ტევადობა 50 ათასი.
4. სამარა – (Samara), ტევადობა 45 ათასი.
5. სტადიონი „სპარტაკი“ – (Spartak), ტევადობა 42 ათასი; მოსკოვი.
6. სტადიონი „დინამო“ – (Dynamo), ტევადობა 44 ათასი; მოსკოვი.
7. სანქტ-პეტერბურგი – (St. Petersburg), ტევადობა 60 ათასი.
8. ეკატერინებურგი – (Ekaterinburg), ტევადობა 44 ათასი.
9. კაზანი – (Kazan), ტევადობა 45 ათასი;
10. ვოლგოგრადი – (Volgograd), ტევადობა 45 ათასი;
11. იაროსლავი – (Yaroslavl), ტევადობა 44 ათასი.
12. სოჭი – (Sochi), ტევადობა 47,5 ათასი.
13. კალინინგრადის ოლქი – (Kaliningrad), ტევადობა 45 ათასი.
14. ნიჟნი ნოვგოროდი – (Nizhny Novgorod), ტევადობა 45 ათასი.
15. სტადიონი „ლუჟნიკები“ – (“Luzhniki”), ტავადობა 89 ათასი.
16. სარანსკი – (Saransk), ტევადდობა 45 ათასი.
მსოფლიო ჩემპიონატს 2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს. ნახეთ სტადიონების ვიდეო- პრეზენტაცია:
საინტერესოა ერთი ინფორმაცია: გაზონის ბალახის- „პუტინკაიას“ თესლის ფოტოებს აქვეყნებს მოსკოვის ჟურნალი “Ровесник” – , რომლის შეფუთვაზეც პპუტინი მომღიმარი სახითაა გამოსახული ;