ერთგული ძაღლი
მინდა მოგითხროთ ერთი ერტგული ძარლის ისტორია…
არგენტინელი მიგელ გუზმანი (Miguel Guzman), რომელიც იყო გერმანული ნაგაზის (სახელად კაპიტანი) მეპატრონე, 2006 წელს გარდაიცვალა. მისი დაპვისთანავე ძაღლი სახლიდან გაიქცა და აგერ უკვე მეექვსე წელია პატრონის საფლავზე ცხოვრობს.
მიგელმა ძაღლი იყიდა შვილისათვის, დამიანისათვის, თუმცა მალევე ძაღლა პატრონად მიგელი სცნო. კაპიტანის ყიდვიდან ერთი წლის შემდეგ მიგელი გარდაიცვალა და როდესაც ოჯახი დასაფლავებიდან დაბრუნდა ძაღლი სახლში აღარ დახვდათ. ოჯახმა ძაღლი რამდენიმე ხნის შემდგეგ აღმოაჩინა მიგელის საფლავზე. მათი სიტყვებით ძაღლი ძალზედ მოწყენილი იყო, თითქოს ტიროდა. ძაღლი მხოლოდ იაშვიატად ტოვებს საფლავს.
ოჯახის წევრების თქმით, ძაღლი არასდროს ყოფილა საფლავზე და გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ როგორ მოახერხა და მიაგნო მან პატრონის საფლავს. მას სემდგე რაც ის სახლში დააბრუნეს, მალავე გაიქცა პატრონის საფლავზე.
როგორც საფლავის მეპატრონე ჰექტორ ბასეგი (Hector Baccega) აცხადებს, ძაღლი დღის განმავლობაში ან საფლავზეა ან იქვე დასეირნობს, ხოლო ღამე ყოველთვის პატრონის საფლავზე ძინავს. მას საფლავზე მომუშავე მუშები კვებავენ. ჰექტორის თქმით მანაც ცადა რამდენჯერმე წაეყვანა ის სახლში, თუმცა მუდამ გამორბოდა და შემდეგ ისევ საფლავზე ნახულობდა.