კრეატივისაკითხავი

8 მარტის მეორე დღე (ქალთა პახმელია)

df755e4fdde7
მთელმა ერმა ბუკსა და ნაღარას დაჰკრა და აღნიშნა 8 მარტი, ანუ ქალთა დღე. რა თქმა უნდა ზოგიერთმა მუდამ მოწუწუნე მამაკაცმა კვლავ გაიხსენა, რომ მამაკაცების დღეც არსებობს, მაგრამ არსებობდეს, მაინც არავინ აღნიშნავს (ვერ დაიმსახურეს ეტყობა). თუმცა გული არ გაიტეხოთ, ჩვენი დღესასწაული ხომ თქვენი დღესასწაულიცაა, მთლიანად თქვენი თუ არა, ჩვენში ერთი რაღაც მაინც არის თქვენი, (აი ის სულ რომ გვამადლით ხოლმე, იგულისხმება ნეკნი). ბარემ ეს ნეკნი გავიხსენე და ერთ ამბავსაც გეტყვით. იცით რა გაიფიქრა ღმერთმა, როდესაც შექმნა ადამი? არა, ამაზე უკეთესი რამ უნდა შევქმნაო და რითიც დაგვირგვინდა ეს პროცესი უკვე სახეზეა : )

ის, რაც უნდა გვახსოვდეს:
1. წარმატებული კაცი არის ის, ვინც აკეთებს იმდენ ფულს, რამდენის დახარჯვაც შეუძლია მის ცოლს.
2. წარმატებული ქალი არის ის, ვინც ასეთ მამაკაცს იპოვნის.
3. კაცთან რომ ბედნიერი იყო, შენ მას ყველაფერში უნდა უგებდე და ცოტა სიყვარულიც გეყოფათ.
4. ქალთან რომ ბედნიერი იყო, შენ ის ძალიან უნდა გიყვარდეს და არც შეეცადო რომ მისი რამე გაიგო.
5. ცნობილია, რომ დაქორწინებული მამაკაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მარტოხელები. მაგრამ ვეჭვობ დაქორწინებულები გაცილებით უფრო განწყობილნი და მომზადებულნი არიან სიკვდილისთვის :(
6. ქალი ქორწინდება კაცზე და უმეტეს შემთხვევაში ელის, რომ აწ უკვე ქმარი შეიცვლება,(უკეთესობისკენ) მაგრამ რათ გინდა, ის არ იცვლება.
7. კაცი კი ქორწინდება ქალზე იმ იმედით, რომ ის არ შეიცვლება, მაგრამ ამათაც არ უმართლებთ, ქალები იცვლებიან.
8. არსებობს დროის მხოლოდ ორი მონაკვეთი, როცა მამაკაცი ვერ უგებს ქალს, ეს არის ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ :(

10 წესი ბედნიერი ქორწინებისთვის:
1. ყოველთვის ქალი აწესებს წესებს.
2. ეს წესები შეიძლება შეიცვალოს შეტყობინების გარეშე (შეტყობინების ადრესატად კაცი იგულისხმება).
3. კაცმა რა თქმა უნდა ყველა წესი ზეპირად უნდა იცოდეს.
4. ქალი ყველაფერში მართალია (ეს ოქროს წესია :ukanali: )
5. თუ ისე ჩანს, რომ ქალი რამეში მცდარია, ეს იქნება რაიმე გაუგებრობის ბრალი, რომელშიც დამნაშავე უეჭველი კაცის ქმედება ან სიტყვაა.
6. ამ უადგილო გაუგებრობისთვის კაცმა დაუყოვნებლივ უნდა მოიბოდიშოს.
7. ქალს შეუძლია შეცვალოს თავისი აზრი ყოველთვის. (ეს ბრინჯაოს წესია :D )
8. კაცს არასდროს არ შეუძლია შეცვალოს თავისი აზრი შეთანხმების გარეშე.
9. კაცი ვალდებულია კითხულობდეს ქალის აზრებს ყოველთვის.
10. ყოველთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რას გულისხმობს ქალი და არა რას ამბობს. (ეს ვერცხლის წესია)

რა სურთ ქალებს
ეს კითხვა ბევრი ადამიანის ინტერესს იწვევს და დღემდე უმეტესობისთვის ამოუცნობად რჩება პასუხი. ეს პატარა მოთხრობა კი იმედია დაგაფიქრებთ.
ახალგაზრდა მეფე არტური მეზობელი სამეფოს მონარქმა დაატყვევა. მონარქს შეეძლო მოეკლა ტყვე, მაგრამ ასე არ მოიქცა, მან არტურს გარიგება შესთავაზა. თავისუფლების სანაცვლოდ ყმაწვილს ერთ რთულ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი, მოსაფიქრებლად დრო მხოლოდ 1 წელი ჰქონდა. ეს კითხვა კი იყო შემდეგი: რა სურთ ქალებს?
არტურს სხვა რა გზა ჰქონდა, პირობის შესრულებაზე თანხმობა განაცხადა და თავის სამშობლოში დაბრუნდა. იგი მაშინვე სწორი პასუხის ძიებაში ჩაეფლო. გამოკითხა მოსახლეობა, ყველა მხარეში დააგზავნა ხალხი, გაესაუბრა ბრძენებს, მაგრამ კითხვაზე დაზუსტებულ პასუხს ვერავინ აძლევდა. ბევრმა ურჩია არტურს წასულიყო ბებერ გრძნეულთან, მხოლოდ მას შესწევდა ძალა პასუხი გაეცა ყველაფერზე, მაგრამ მეფე ჭოჭმანობდა და ფეხს ითრევდა ვიდრე წლის უკანასკნელი დღე არ დადგა.
ახლა კი ყოველმხრივ გზამოჭრილი არტური გაემართა გრძნეულისაკენ. ქალმა ყურადღებით მოუსმინა მას და უთხრა, რომ უპასუხებდა მის შეკითხვას მხოლოდ ერთი პირობით, თუკი არტურის საუკეთესო მეგობარი და სამეფოს ე.წ. პირველი სასიძო სერ ლანჩელოტი მისი ქმარი გახდებოდა.
10c24cbdb73b
არტურს ელდა ეცა გრძნეული საშინლად მახინჯი იყო, კუზიანი, უკბილო, საზიზღარი შესახედაობის, მაგრამ სასწორზე ხომ თავისი სიცოცხლე იდო, ხოდა არტური წაჩანჩალდა სერ ლანჩელოტთან. მეგობარმა მოისმინა გრძნეულის პირობა და დაამშვიდა აღელვებული არტური, რომელიც ძალიან განიცდიდა თავის მდგომარეობას, იმას, რომ ლანჩელოტს ასეთი თხოვნით მიმართა. თუმცა მეგობარი რის მეგობარი იქნებოდა, თუ გაჭირვებაში არ დაეხმარებოდა არტურს, ლანჩელოტმა თანხმობა განუცხადა და ქორწილიც იმ დღესვე დაინიშნა. არტურმა ქალს პასუხი მოსთხოვა და მიიღო კიდეც, გრძნეულმა უპასუხა: ქალს სურს, რომ ის იყოს მთელი შენი ცხოვრების ტვირთი.
ყველა ვინც კი გრძნეულს უსმენდა, მიხვდა, რომ ის მართალი იყო, არტურისთვის ხომ უკვე ტვირთი იყო ეს ქალი, მან ხომ თავისი სიცოცხლის გამოსახსნელად დააქორწინა საუკეთესო მეგობარი ამ მახინჯზე.
მონარქმა პასუხის გაგების შემდეგ თავისუფლებით დააჯილდოვა არტური.
ლანჩელოტის და გრძნეულის ქორწილი მშვენივრად ჩატარდა, თუმცა საბრალო კაცი მუხლების კანკალით ელოდა პირველ ღამეს. მაგრამ იცოდა ბედს ვერ გაექცეოდა და შეაღო ოთახის კარი, და იქ უმშვენიერესი ქალი დაინახა
7632ce2c7af9
ეს ქალი კი სწორედ გრძნეული იყო, მან აუხსნა ქმარს, რომ შეეძლო დღის ნახევარი ყოფილიყო მახინჯი და ნახევარი ასეთი ლამაზი, შემდეგ კი ჰკითხა: ,,შენ როგორ გადაწყვეტ, დღე ვიყო ლამაზი, თუ ღამე?”
ლანჩელოტი ჩაფიქრდა, მას შეეძლო ჰყოლოდა ლამაზო ცოლი დღისით, სხვების დასანახად, ამ შემთხვევაში ხომ ყველა შურით შეხედავდა კაცს, მაგრამ სამაგიეროდ ღამე მახინჯ ქალთან მოუწევდა სარეცელის გაყოფა. ასევე შეეძლო ღამე ჰყოლოდა ლამაზი ქალი, მაგრამ დღისით ხალხთან ცოლს სირცხვილით ვერ გამოაჩენდა. მოკლედ ვერც ერთ ვარიანტში და ვერც მეორეში ლანჩელოტი კმაყოფილი ვერ რჩებოდა.
უცებ მან დუმილი დაარღვია და უთხრა ცოლს : ,, შენი ბედი თავადვე გადაწყვიტე”.
ეს რომ მოისმინა ქალმა, ნასიამოვნებმა გაიღიმა და უთხრა : მე ვიქნები ყოველთვის ასეთი ლამაზი, მთელი დღე, რადგანაც შენ მე პატივი მეცი იმდენად, რომ მე თვითონვე გადამეწყვიტა საკუთარი ცხოვრების ბედი.

დედააზრი: თუ თქვენ ქალს არ მიცემთ საშუალებას იაროს თავისი გზით, ვერც თქვენ დარჩებით კმაყოფილი და ვერც ქალი.

რატომ ტყუიან ქალები?
ეს კითხვაც ბევრს აწუხებს და გადავწყვიტე დავაკმაყოფილო ეს ინტერესი. ერთხელ ერთი მკერავი იჯდა მდინარესთან და რაღაცას კემსავდა, ამ დროს უცებ სათითე ხელიდან გაუსხლტა და მდინარეში გაუჩინარდა, გოგონა ატირდა. ხმა კი წყლის ჯადოქარს მოესმა, ამოყო თავი წყლიდან და ტირილის მიზეზი ჰკითხა გოგონას, მკერავმაც აუხსნა თავისი მდგომარეობა, წყლის ჯადოქარმა ჩაყვინთა და ამოიტანა ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სათითე,
e12d623673dc
-,, ეს ალბათ შენია ხომ? – ჰკითხა მან გოგონას.
მაგრამ მკერავმა იუარა. ჯადოქარმა მეორედ ჩაყვინთა და უფრო ძვირფასი სათითე მოიტანა,
b92d5ff77ed1
– მაშ ეს იქნება შენი,- უთხრა გოგოს,
მაგრამ მკერავმა ამჯერადაც უარი განაცხადა. ჯადოქარმა მესამედ ჩაყვინთა და უკან მკერავის ჩვეულებრივი სათითით დაბრუნდა.
17456966b6cc
გოგონამ გამოართვა თავისი ნივთი და მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, ჯადოქარი კი აღფრთოვანებული დარჩა მკერავის პატიოსნებით და სამივე სათითე აჩუქა მას, უბრალოც და ძვირფასებიც.

რამდენიმე წლის შემდეგ მკერავი ქმართან ერთად მისეირნობდა, ამ დროს ქმარმა ფეხი რაღაცას წამოკრა და ხიდიდან გადავარდა, მდინარის წყალში გაუჩინარდა. გოგონამ დაიწყო ტირილი და კვლავ გამოეცხადა წყლის ჯადოქარი, ტირილის მიზეზის შეტყობის შემდეგ ჩაყვინთა და ჯორჯ კლუნთან ერთად ამოყვინთა
c73b47b80b03
თან ქალს ჰკითხა: ,,შენი ქმარია ხომ? ”
გოგონამ კი უთხრა: ,,დიახ დიახ, სწორედ ეგაა”.
ჯადოქარი კი განრისხდა, შენ მატყუარა ხარ, ყვიროდა ის. და გოგონამ ტირილით უთხრა:
,,ოჰ, მაპატიეთ დიდო ჯადოქარო, ეს ყველაფერი თქვენ არასწორად გამიგეთ, მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, თუ გეტყოდით რომ ჯორჯ კლუნი ჩემი ქმარი არაა, თქვენ ჩაყვინთავდით და უკან ბრედ პიტთან ერთად დაბრუნდებოდით
79d1d0214b5d
ამაზეც რომ უარს გეტყოდით, თქვენ ამოიყვანდით ჩემს ქმარს, მეც გამიხარდებოდა და გეტყოდით რომ ის ჩემი ქმარია, თქვენ კი ჩემი პატიოსნებით კმაყოფილი სამივე კაცს მაჩუქებდით მე (როგორც სათითე მაჩუქეთ ადრე). და სად მაქვს მე სამი ქმრის თავი? (ერთიც ზედმეტია ლამის). ჯადოქარი მიხვდა ყველაფერს და თავისი ქმარი გაატანა სახლში
დედააზრი: როცა ქალი იტყუება, მას ამოძრავებს მხოლოდ კარგი და კეთილი სურვილები, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვისაც.

დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც ზემოთაა ნათქვამი და კმაყოფილი დარჩებით : )

მსგავსი ამბები

Back to top button