არქივი

სიცილი და ტირილი

8de3e84891fa
ეს ორი, სრულიად საპირისპირო მნიშვნელობის მქონე ემოციური გამოვლინება,მკურნალობის უწამლო საშუალებას წარმოადგენს? რატომ?..
მეცნიერები და ექიმები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სიცილი, ისევე, როგორც ტირილი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

a195faf33b65

სიცილი, არა მარტო, ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე ზრუნავს, არამედ – ჩვენს ჯანმრთელობაზეც. უსაფუძვლოდ ნამდვილად არ ამბობენ, სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო. ის ავარჯიშებს გულ-მკერდის კუნთს, ხელს უწყობს გულის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტის, მაღალ-წნევიანობის, ათეროსკლეროზის რისკს; სიცილი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც, ასუსტებს ალერგიას, ხსნის სპაზმებს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. :shock:
საყოველთაოდ ცნობილია სიცილის ერთ-ერთი უცნაური სამკურნალო ეფექტის შესახებ – ის მკუნალობს დიაბეტს.

თავდაპირველად, ეს მხოლოდ მეცნიერთა ვარაუდი იყო, ხოლო მოგვიანებით, ამერიკელი მეცნიერებისა და ექიმების მიერ ჩატარებული ცდების წყალობით დადგინდა, რომ სიცილი საგრძნობლად ასუსტებს დიაბეტის დაავადებას და ხშირად უფრო უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე მედიკამენტებს – ამ ცდის დროს, საცდელ პაციენტებს ნახევარ-საათიანი სიცილი გამოუწერეს (აყურებინებდნენ სასაცილო ფილმებს), რომელმაც ერთი წლის განმავლობაში თითქმის 8-ჯერ უკეთესი შედეგი გამოიღო.

სიცილი ეფექტური საშუალებაა მიკრობებთან და ვირუსებთან საბრძოლველადაც, ის ორგანიზმში ააქტიურებს იმ ნითიერებებს, რომლებიც მათ წარმოქმნას უშლიან ხელს, ამცირებს ანთების რისკსა და ქოლესტერინის წარმოქმნას, ასევე ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოშობას.

სიცილის ჯადოსნური ძალა მოქმედებს თავის ტვინზეც. მეცნიერები ამბობენ, რომ ის აუმჯობესებს აზროვნებას, მეხსიერებას, ეს კი იმის გამო, რომ სიცილის დროს თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო აქტიურად იწყებს მუშაობას.
სისტემას.

ამ სიკეთეებთან ერთად, სიცილი დაგეხმარებათ კიდევ ერთი პრობლემის მოგვარებაში, ის ხელს უწყობს წონის შემცირებას, გახდომას, :aaa: რადგან ნამდვილ აერობიკას არაფრით ჩამოუვარდება. სიცილი ამუშავებს მუცლის კუნთებს და წვავს კალორიებს. 10 წუთიანი სიცილი, დაახლოებით, 50-60 კ/კალორიას მოგაშორებთ.

f7b15a5601ca

უცნაურად ჟღერს, მაგრამ არანაკლები სასარგებლო სამკურნალო თვისებები ახასიათებს ტირილსაც. :dzili: ცრემლი მრავალ დაავადებას კურნავს და ეს უბრალო ვარაუდი არ გეგონოთ. მისი მეშვეობით მკურნალობენ კუჭის წყლულს; კბილის ტკივილსაც კი – როცა კბილი გტკივათ, ტირილსა და ცრემლებს ნუ მოერიდებით და არა იმიტომ, რომ ეს გულის მოოხებაში დაგეხმარებათ, თქვენი ცრემლბით საფენი კარგად დაასველეთ, შემდეგ კი მტკივან კბილზე დაიდეთ, ტკივილი თქვენს ცრემლებს ვერ გაუძლებს. საქმე ისაა, რომ ცრემლები ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას შეიცავს.

ცრემლები სასარგებლოა თვითონ მხედველობისთვისაც. ის შეიცავს ყწალს, ნატრიუმს, კალიუმს, ცილებს, შაქარს, ქლორს და ლიცოზიუმს – ნივთიერებების ეს ნარევი კი თქვენი მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ცრემლები თვალების დაზიანებისგანაც გიცავთ – ალბათ შეგინიშნავთ, რომ ქარიან ამინდში ხშირად გაქვთ ცრემლდენა – მათი წყალობით, თქვენი თვალები უფრო დაცულია; გარდა ამისა ტირილი სასარგებლოა სუნთქვის სისტემისათვის, ის აფართოვებს ფილტვებს და ხელს უწყობს ორგანიზმში ჰაერისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

თუმცა, ტირილს უარყოფითი თვისებაც აქვს, მისგან თავის შეკავება საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. შეკავებული ტირილი და ცრემლი ხშირად ხდება არაერთი სერიოზული დაავადების წარმომქმნელი თქვენს ორგანიზმში.
მოკლედ, ნუ მოერიდებით ნურც ტირილსა და ნურც სიცილს, თავისუფლად გამოხატეთ თქვენი ემოციები და ხელი შეუწყვეთ თქვენს ჯანმრთელობას… :papa:
5f661358a825

წყარო: gelatin.ge mkurnali.ge

მსგავსი ამბები

Back to top button