საკითხავიუცნაური

ჯულიანა – გოგონა სახის გარეშე


როდესაც მშობლები ელოდებიან შვილებს,ისინი თვეებს ატარებენ იმაზე ფიქრში თუ ვის დაემსგავსება.დაემსგავსება იგი დედას?ექნება მამისნაირი თვალები?მაგრამ მხოლოდ ერთი ადგილობრივი სამხერო ოჯახისთვის,მათი ქალიშვილის დაბადება არ იძლევა ამ შეკითხვებზე პასუხს.მათი ქალიშვილი დაიბადა სახის გარეშე.

ჯულიანა ვითმორი 2003 წელს დაიბადა ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადებით რომელსაც ტრიჩერ კოლინზ-ის სინდრომი ქვია(სინრომის სახელი მგონი სწორად გადავთარგმნე).პატარა ჯულიანას აკლია სახის ძვლის 30-40%.
“მას არ აქვს ყბა,ლოყის ძვლები,თვალის ბუდეები და მას თითქმის არ აქვს ყურები” ხსნის ჯულიანას მამა ტომი.
ექიმები ამბობენ რომ ეს არის ყველაზე საშინელი შემთხვევა რაც მათ ოდესმე უნახავთ და ერთადერთი ყველაზე რთული შემთხვევა მთელს მსოფლიოში.მას უკვე ჩაუტარდა 20-ზე მეტი პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია და ძალიან მალე მას დასჭირდება უფრო და უფრო მეტი ოპერაცია.
ექმები არასოდეს ყოფილან ისეთი მონდომებულები როგორც ეხლა.ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ რათა გოგონას ახალი სახე მისცენ,მაგრამ შანსი იმისა რომ ნახევრად მაინც აღუდგენენ მას ქალას და სახის ძვლებს,ძალიან მცირეა.

“ჩვენი საბოლოო მიზანი ჯულიანასთვის არის ის რომ იყოს ბედნიერი იმით ვინც არის.ის აუცილებლად იქნება მონდომებული რომ თვითონ მიაღწიოს ყველა მიზანს რასაც ის დაისახავს ან გადალახოს რაიმე დაბრკოლება.ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ მას შეუძლია მიაღწიოს ამ წარმატება იმიტომ რომ ის არის დაუჯერებლად ჭკვიანი” ამბობენ ჯულიანას მშობლები ტომი და თამი ვითმორები.
“ღმერთი არასოდეს მოგცემს იმაზე მეტს ვიდრე შენ შეგიძლია.მე ვიმედოვნებ,რომ მას აქვს ბევრი რამ რაც შეუძლია ყველას ანახოს… ანახოს მსოფლიოს” ამბობს ტომი.

ეს კი მისი სურათები

ჯულიანა მამასთან ერთად

დედასთან ერთად

ძმასთან ერთად

ეს კი ჯულიანას ოჯახია

P.S ჯულიანაც ჩვეულებრივი ბავშვია.ის ისევე თამაშობს და ერთობა როგორც სხვა ბავშვები…ჯულიანა ძალიან მხიარული და მოსიყვარულე ბავშვია. :kiss:

თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდებათ რომ უფრო მეტი შეიტყოთ ჯულიანაზე, დაწერეთ კონეტარებში და ოფიციალურ საიტს მოგცემთ.

და ერთი თხოვნა მაქვს… თუ გადაწყვეტავთ რომ ეს პოსტი თქვენს საიტზე გამოაქვეყნოთ,ძალიან გთხოვთ წყარო მიაწერეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close