საკითხავისასარგებლო

ცივი ომი

ცივი ომის ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომდროინდელი გეოპოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და და აშშს შორის. ჯერ კიდევ 1946 წლის 5 მარტს განსაზღვრა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა თუ რას უნდა მოელოდოს ევროპა საბჭოთა კავშირისაგან და მოუწოდა ყველას გამოფხიზლებულიყვნენ და ერთად გამკლავებოდნენ საბჭოთა კავშირის განზრახვებს რომელიც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა ცხადი.

ჩერჩილი მის სიტყვაში პირველად იხსენიების რკინის ფარდა რომელიც ბალტიკიდან ადრიატიკამდე, მთელ კონტინენტზე ეშვება. აღმოსავლეთ ევროპის ძველი სახელმწიფოების დედაქალაქები მოსკოვის მზარდი კონტროლის ობიექტებად იქცნენ. ადრე უმნიშვნელო რაოდენობის კომუნისტური პარტიები უზომოდ გაიზარდა, მათ ძალაუფლება მოიპოვეს და ყველგან ტოტლიტარულ კონტროლს ახორციელებენ.

გარდა ამისა ცჰამოყალიბდა კომუნსტიური მეხუთე კოლონა რმელიც წარმოადგენდა ადამიანთა ჯგუფს, ისინი მუშაობდნენ საიდუმლოდ ქვეყანაში ან ორგანიზაციაში ამ უკანასკნელთა მტრების სასარგებლოდ. ჩერჩილი ინგლისურენოვან ხალხს მოუწოდებდა გაერთიანებისაკენ. გაერთიანებას წამორადგენდა არა მხოლოდ ძმური კავშირის განმტკიცება არამედ სამხედრო ძალების, არსენალების, ეროვნული უსაფრთხოების სისტემების და დაზვერვის შეერთებას. ამ განცხადებას მოჰყვა 1946 წლის 14 მარტ სტალინის საპასუხო წერილი გაზეთ პრავდაში…

სტალინი ყოველ ჩერჩილის სიტყვას სათავისოდ იყენებს და დიპლომატიური ხერხით ცდილობს ხალხს ჩერჩილის რეალური განზრახვა აჩვენოს რომელიც წარმოადგენდა ჰიტლერის მსგავსად ინგლისურენოვანი ერების მიერ რასობრივი თეორიის დაწყებით ომის გაჩაღებას. სტალინი არ აღიარებს საბჭოთა კავშირის ექსპანსიონიზმს. სტალინი სულაც არ აპირებს მისი ქვეყნის ტერიტორიის გაზრდის იდეოლოგია აწარმოოს, პირიქით ეს ჩერჩილს სურს ცილი დასწამოს მის ექსპანსიონიზმში. კომუნისტური პარტიის სახელი გაიზარდა მხოლოდ ევროპის იმ ქვეყნებში სადაც ადრე ფაშიზმი ბატონობდა. სტალინი მართლაც რომ გამჭრიახი გონების პატრონი იყო, მან ჩერჩილის სიტყვა საბჭოთა კავშირში არ გამოაქვეყნა, ხალხს მხოლოდ მისი სიტყვებით გააცნო რაც ეწინააღმდეგებოდა ყოველივე ჩერჩილის სიტყვასა და აზრს რომელიც სინამდვილეში ეს უკანასკნელი გულისხმობდა. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ხალხი მოტყუვდა და მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას საბჭოთა კავშირის მიერ ჩამოფარებულ ჯერ კიდევ უხილავ რკინის ფარდის მიღმა.

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დასავლეთ მოკავშირეებს იმედი ჰქონდათ რომ სტალინი არ შეეცდებოდა აღმოსავლეთ ევროპის ექსპანსიას, სტალინთამ ომის დროს ჩამოყალიბებული პირადი კარგი ურთიერთობები რუზველტს იმედს აძლევდა რომ ომის დამთავრების შემდგომ ისინი გააგრძელებდნენ თანამშრომლობას. თუმცა სტალინის ჩანაფიქრი მხოლოდ 1947 წლისთვის გახდა ცნობილი. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც დაინახეს კომუნიზმის ექსპანსიის რეალური საფრთხე, აშკარად დაუპირისპირდნენ სსრ კავშირს. შეიქმნა ე.წ. „სსრ კავშირის აგრესიის შეკავების თეორია“.

ცივი ომის მიმდინარეობისას უამრავი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი მოხდა. ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროსაბჭოთა კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება (1945–48), ბერლინის კრიზისი (1948-49), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა (1949), კომუნისტური რეჟიმის დამყარება ჩინეთში (1949), კორეის ომი (1950-53), სსრ კავშირის მიერ უნგრეთის სამხედრო ოკუპაცია (1956), ბერლინის კედლის მშენებლობა (1961), კარიბის კრიზისი (1962), ვიეტნამის ომი (1965-72), ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია (1968) და სხვა. ამ დაპირისპირებებმა მსოფლიო რამდენჯერმე დააყენეს ბირთვული ომის საფრთხის წინაშე. ც. ო–ის პერიოდში აშშ–მა შეძლო გამხდარიყო დასავლეთის, ანუ კაპიტალისტური სამყაროს ლიდერი, დასავლური ცივილიზაციისა და ლიბერალურ–დემოკრატიულ ღირებულებათა გადარჩენის გარანტი. ამასთან ერთად ცხადი გახდა, რომ აშშ ცდილობდა მთელ არაკომუნისტურ სამყაროში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბატონობის მოპოვებას, რის გამოც ევროპისა და იაპონიის მედგარ წინააღმდეგობას აწყობდა, თუმცა კომუნისტურ სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობა პირველ ხანებში ანელებდა ამ წინააღმდეგობას. ამიტომ აშშ–ისათვის დამახასიათებელი იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა 150 წლის განმავლობაში ატარებდა, შეიცვალა უაღრესად აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსით.

60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შედარებით შენელდა. ამ ერთგვარი „განმუხტვის“ შედეგები იყო ოთხმხრივი შეთანხმება დასავლეთ ბერლინის შესახებ (1971), სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებები აშშ–სა და სსრკ–ს შორის (1972 და 1979), ვიეტნამის ომის დამთავრება (1973), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირი (1975) და სხვა. მიუხედავად ყველაფრსა ერთ ერთ დაპირისპირების მიზეზად მიიჩნევა გერმანიის განადგურების შემდეგ წარმოშობილი ძალის ვაკუუმი ევროპაში, რომელის ამოვსებასაც ცდილობდა საბჭოთთა კავშირიც და აშშც. მაშასადამე, ცივი ომი იყო ჩვეულებრივი კონფლიქტი ბიპოლარული მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის და იდეოლოგიური მომენტი აქ მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებდა.

80-იანი წლების პირველ ნახევარში დაძაბულობა მკვეთრად გაძლიერდა, რაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის ინტერვენციამ ავღანეთში. ორივე მხარემ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, ბირთვული არსენალი და სამხედრო ბაზების რიცხვი. კულმინაციას მიაღწია იდეოლოგიურმა დაპირისპირებებმაც. მაგრამ, 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებულმა და განხორციელებულმა „პერესტროიკის კურსმა“ არსებითი ცვლილებები შეიტანა ცივი ომისა და, საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვამ და საბჭოთა ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან საერთაშორისო ვითარება სასიკეთოდ შემოაბრუნა, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა, კომუნისტური რეჟიმის დამხობა აღმოსავლეთ ევროპაში და იქიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლა მომასწავებელი გახდა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულისა. 1992 წლის დამდეგისათვის, როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური რეჟიმი მთელს ევროპაში დაემხო, ცივი ომი ისტორიის კუთვნილება გახდა.

წყარო: www.nplg.gov.ge და My Knowledge :D

თეგები
Back to top button
Close
Close