საკითხავისაქართველო

სტატისტიკა საქართველოს ისტორიიდან

73d6a6f07487

საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.

ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია – 1024 წელი (786-1810წწ.).

საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).

ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.

საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები – 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები – 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).

ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას – 29 წელი (853-882წწ.).

მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი – 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).

ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე:

კახეთის მეფე ლევანი – 56 წელი (1518-1574წწ.).

იმერეთის მეფე ბაგრატ III – 55 წელი (1510-1565წწ.).

სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ Iდადიანი – 55 წელი (1414-1469წწ.).

ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II – 54 წელი (1744-1798წწ.).

სამცხის მთავარი ივანე ჯაყელი – 53 წელი (1391-1444წწ.).

ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I ანჰოლცი – 52 წელი (996-1048წწ.).

ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი – 50 წელი (826-876წწ.).

იბერიის მეფე მირიანი – დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).

კათალიკოსთა შორის ყველაზე ხანგრძლივად ზეობდა ანტონ I – 35 წელი (1744-55, 64-88წწ.).

ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I – 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.).

ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი – 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).

ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) – 68 წლის.

ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) – 9 წლის.

ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) – 4.

ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) – 21.

წყარო:istoria.ge

მსგავსი ამბები

Back to top button