არქივი

გუანტანამო – ამერიკის სირცხვილი

11c0564951e4

პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოსთხოვს ცენტრალურ სადამზვერვო ბიუროს, დაიხუროს ყველა საიდუმლო ციხე და ასევე გუანტანამოს საპატიმრო ბანაკი არა უგვიანეს ერთი წლისა.

ეს ბრძანება დასასრულამდე მიიყვანს ცენტრალური სადამზვერვო ბიუროს პროგრამას, რომელიც თვეებისა და წლების განმავლობაში ფარავდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამების ფაქტებს, რამაც სასტიკი კრიტიკა დაიმსახურა უცხოელი მმართველობებიდან და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან. კანონი ასევე აკრძალავს იძულებითი დაკითხვის მეთოდების გამოყენებას. CIA-ს დაევალება, დაემორჩილოს სამხედრო წესებს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაკითხავად.

ბრძანება გადაუჭრელად და უპასუხოდ ტოვებს მთელს რიგ შეკითხვებს, რომელიც გუანტანამოს ციხის დაკეტვას ეხება, მათ შორის, რა ბედი ეწევათ გუანტანამოს პატიმრებს.

ბრძანება ობამას უტოვებს უფლებას, აღადგინოს CIA-ს პატიმრობები და დაკითხვები მომავალში, იმ შემთხვევაში თუ ოსამა ბინ ლადენის ან სხვა ალქაიდას ლიდერის თავდასხმები განხორციელდება.

ამ ბრძანებასათან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, გრეგორი კრეიგმა. კრეიგის თქმით, ახალი შეზღუდვები შეიძლება, არასწორი და სულელური აღმოჩნდეს. მისი აზრით, თეთრმა სახლმა უნდა აკრძალოს მხოლოდ 19 სასტიკი დაკითხვის მეთოდი, სხვები კი – არა.

8976cc043a83

ყოფილი ადმირალი, დენის ბლერი: ” მე მჯერა და ვფიქრობ, რომ წამება არ არის მორალური, ლეგალური ან ეფექტური. ნებისმიერი პატიმრობისა და დაკითხვის პროგრამა უნდა ემორჩილებოდეს ჟენევის კონვენციას, კონვენციას წამების შესახებ, და კონსტიტუციას. უნდა არსებობდეს ადამიანებთან მოპყრობის ნათელი სტანდარტები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არიან ტერორისტები. გუნატანამოს ციხე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიხუროს, რადგანაც ის იქცა მსოფლიოს დამანგრეველ სიმბოლოდ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავცეთ პატიმრები მათ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, ამ ახალი პრინციპების შესაბამისად, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება და მოითხოვს დიდ ძალისხმევას.”

ახალმა ბრძანებამ სკეპტიციზმი გამოიწვია CIA-ში, რომელიც წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ შეიარაღებული ძალების დაკითხვის წესები არ არის საკმარისი, რომ ინფორმაცია მიიღონ ალქაიდას მნიშვნელოვანი ფიგურებისგან, როგორიცაა ხალიდ შეიხ მუჰამედი. ბუშის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ მკაცრი დაკითხვის მეთოდები მნიშვნელოვანი და ფასეული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლეოდა.

გუანტანამოს ციხე აშშ-ს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირებისათვის შექმნილი ბანაკია. ციხე დაარსდა 2002 წლის იანვარში, როდესაც იქ მოათავსეს ავღანეთიდან წამოყვანილი 20 კაცი, რომელთაც ისლამურ ექსტრემისტებთან ერთად საომარ მოქმედებებში მონაწილეობისათვის ედებოდათ ბრალი.

2002 წლიდან 2006 წლამდე 750-ზე მეტი უცხოელი იყო დაკავებული, რომლებიც ამერიკელმა მეომრებმა აიყვანეს ძირითადად, ავღანეთსა და ერაყში განხორციელებული ოპერაციების დროს. ამერიკელი მეომრების თქმით, ყველა მათგანი ,,ალ-ქაიდას’’ ან თალიბანის მხარეს იყო საომარ ოპერაციებში. დაახლოებით 250 ადამიანი გაათავისუფლეს, გადაიყვანეს სხვა ციიხეებში ან გადასცეს იმ ქვეყნებს, რომლის მოქალაქეებიც იყვნენ ისინი (ექსტრადირებულთა შორის რვა ადამიანი რუსეთის მოქალაქე იყო). დანარჩენები 2006 წლის აპრილამდე გასაიდუმლოებულად იყვნენ დაკავებულნი (,,მათივე უსაფრთხოების მიზნით’’).

აპრილში პენტაგონმა გუანტანამოს ციხეში 41 ქვეყნიდან დაკავებული 558 ყოფილი და იმ დროს ციხეში მყოფი პატიმრის სია გამოაქვეყნა. 2006 წლის აპრილის მონაცემებით, ციხეში კვლავ იმყოფებოდა 490 პატიმარი, რომელთაგან ოფიციალური ბრალდება მხოლოდ ათს ჰქონდა წაყენებული. დაკავებულთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ საუდის არაბეთის მოქალაქეები (132კაცი), ავღანელები (125), იემენის (107). გუანტანამოში აგრეთვე დაკავებულნი არიან უიგური სეპარატისტები, ამერიკის შეერთებული შტატები მათი ჩინეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის წინააღმდეგია.

გუანტანამოს ციხეში მიყვანილნი და დაკავებულნი ექვემდებარებიან სპეციალურ სამხედრო კომისიის სასამართლოს. “მტრის ჯარისკაცი” (enemy combattant) – სტატუსი განსაზღვრავს სპეციალურ ტრიბუნალს. ორივე ორგანო ჩამოაყალიბა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ. ის პირები, რომლებსაც ცნობდნენ “მტრის ჯარისკაცად”, შეიძლება, დაუყონებლივ ყოფილიყვნენ დაკავებულნი. დაპატიმრებულთა სტატუსი აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს მიერ არა ერთხელ განიხილებოდა. კერძოდ, მათი უფლება habeas corpus-ზე (განკარგულება დაპატიმრებულის სასამართლოში წარდგენაზე განსაკუთრებით პატიმრობის კანონიერების განსახილველად), რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება უარყოფდა. სასამართლომ მხარი დაუჭირა ამ უფლებას (ხამდის, რასულას, ხამდანას, ბუმედონის საქმეები), იმისდა მიუხედავად, რომ კონგრესმა პირველი სამი საქმის შემდეგ მიიღო კანონი (2006 წელი), საზღვარგარეთელი “მტრის ჯარისკაცებისათვის” habeas corpus- ზე უფლების ჩამორთმევის შესახებ. სასამართლომ აღიარა ამ კანონის კონსტიტუციისადმი შეუსაბამობა (2008). სასამართლომ ასევე ვერ იპოვა იმის დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუცია არ ვრცელდებოდა გუანტანამოს ციხეზე.
გუანტანამოს ბევრი პატიმარი დაკავებულია ოფიციალური ბრალდების გარეშე. ორგანიზაცია ,,საერთაშორისო ამნისტიის’’, სხვა სამართალდამცველების და აგრეთვე ყოფილი პატიმრების ჩვენებით, გუანტანამოში გამოიყენება აშშ-ს პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიერ სანქცირებული წამებებიც, მათ შორის დახრჩობის იმიტაცია, ძილის აკრძალვა, მაღალ ხმაზე მუსიკის ზემოქმედება. პენტაგონმა განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება არ შეიძლება, ჩაითვალოს არაადამიანურად. აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ შეიძლება, პატიმართა სიკვდილით დასჯაც, რომლებმაც აღიარებითი ჩვენება მისცეს.
სალიმ ლამრანი (სორბონას უნივერსიტეტიდან) იუწყებოდა სუდანელი ჟურნალისტის სამი ალ-ხაჟის ბედზე (ალ-ჯაზირას ჯურნალისტი), რომელიც 2001 წელს მოათავსეს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში. ჟურნალისტის თქმით, უკვე ბაგრამის ბაზაზე ამერიკელი სამხედროები დიდი ხნის მანძილზე აწამებდნენ სასტიკად (მუდმივი ცემა, სექსუალური ძალადობა, მრავალსაათიანი დგომა მუხლებზე და სხვა) იგი აგრეთვე მოათავსეს ცივ ავიაციურ თხრილში. როგორც თავად სამი ალ-ხაჟირმა განაცხადა, მსგავსი წამებები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც იგი გადაიყვანეს გუანტანამოს ციხეში: მას არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, სცემდნენ, არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. 2008 წლის პირველ მაისს იგი გაათავისუფლეს და გაგზავნეს სუდანში, რომლის მოქალაქეც იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სუდანთან მოლაპარაკების შედეგად სამი ალ-ხაჟის აეკრძალა ჟურნალისტად მუშაობა და სახელმწიფო საზღვრის დატოვება.
სპეცსააგენტომ 2002 წელს ააშენა საიდუმლო ციხეების ქსელი, რომ დაებინავებინათ და დაეკითხათ საზღვრებს გარეთ დაჭერილი ალქაიდას მნიშვნელოვანი პირები. ციხეებში გადაყვანილი ეჭვმიტანილების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
საიდუმლო პატიმრობებმა საერთაშორისო განსჯა გამოიწვიეს. ამიტომაც პრეზიდენტმა ბუშმა ბრძანება გასცა, 14 დაკავებული პატიმარი გადაეყვანათ გუანტანამოს ბანაკში და სამხედრო წესების მიხედვით დაესაჯათ. მაგრამ ბუში არ აპირებდა CIA-ის საპატიმრო სისტემების დახურვას და გასული ორი წლის განმავლობაში ყველა დაკავებული ალქაიდას წევრი რამდენიმე თვეს ატარებდა ამ სააგენტოს ციხეებში, მანამ, სანამ გუანტანამოში გადაიყვანდნენ. ობამას ახალი ბრძანება კვლავ დართავს ნებას CIA-ს, რომ დააკავონ ტერორიზმში ეჭვმიტანილები საზღვარგარეთ და გადაიყვანონ ისინი სხვა სააგენტოებში, მაგრამ მათ არ ექნებათ უფლება, რომ განახორციელონ გრძელვადიანი დაკითხვები.
2001 წლის ტერაქტის შემდგომ წლებში სპეცსააგენტოს როლი ნათელი და კონკრეტული იყო. მათ მიეცათ ნება, გამოეყენებინათ დაკითხვის სხვადასხვა და იქამდე აკრძალული ფორმები. ყველაზე სასტიკი დაკითხვის და წამების პრაქტიკა იყო ხრჩობის მეთოდი, ანუ ეგრეთ წოდებული “წყლის ჩასხმა”, რომელიც სამ ეჭვმიტანილზე გამოიყენეს, თუმცა 2003 წლის შემდეგ აღარ გამოყენებულა.

425f7997f53c

თუმცა ბუშის ადმინისტრაციის დაჯინებული თხოვნით, 2006 წელს სააგენტოს დაევალა, გაეგრძელებინა დაკითხვის მკაცრი მეთოდების გამოყენება, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი სააგენტოებისთვის იყო ნებადართული.

ობამას ბრძანება ითვალისწინებს, თუ სად იქნებიან პატიმრები გადაყვანილი, როგორი იქნება მათი ახალი სამყოფელი და , რაც მთავარია, მათთან მოპყრობის წესები შეეთანხმება ჟენევის კონვენციას.

შვიდწლიანი პატიმრობების პერიოდში მოხდა ოთხი თვითმკვლელობა, გაფიცვები შიმშილობის წინააგმდეგ, და უამრავი ფაქტი დამამცირებელი მოპყრობისა პატიმრებისადმი, წამება. ამას თავდაცვის დეპარტამენტი დიდ ხანს უარყოფდა. რამდენიმე კვირის წინ პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუანტანამოს დამკითხველებმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატიმარი აწამეს, რომელიც, მისი თქმით, მთავარი ეჭვმითანილი იყო 11 სექტემბრის ტერაქტში.

ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისულელედ მიაჩნიათ ერთწლიანი ვადა გუანტანამოს ციხის დახურვისთვის. “ერთადერთი დღე დასჭირდა იმას, რომ ეს პატიმრები გუანტანამოში გადაეყვანათ და მათ გამოყვანას ერთი წელი არ უნდა სჭირდებოდეს.” – განაცხადა ვინსენტ უორენმა, ადამიანთა უფლებენის დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიუ-იორკიდან.

ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი უარს ამბობენ ბუშის ერთ-ერთ მთავარ ფრაზაზე ტერორიზმთან დაკავშირებით: “მტრის ჯარისკაცი”, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეიცვლება პატიმრებისთვის, რომლებიც კუბაში ამერიკის სამხდერო ბაზაზე იმყოფებიან.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინის აღარ გამოიყენებდნენ ტერმინს “მტრის ჯარისკაცები” მათ გასამართლების საბაბად.

“ეს არის ძველი ღვინო ახალ ბოთლში,” – განაცხადა კონსტიტუციური უფლებების ცენტრმა, რომელიც იბრძვის დაპატიმრებულთა უფლებებისთვის, – “უკანონობაა ადამიანების დაკავება ბრალეოლობის გარეშე. ადამიანი, რომელიც შვიდ წელზე მეტია, ციხეში ზის, უნდა იყოს გასამართლებული : ბრალდებული ან გათავისუფლებული.”

ადამიანის უფლებათა დამცველებმა გააკრიტიკეს ობამას ადმინისტრაცია იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ, გაემართლებინათ ბუშის ადმინისტრაციის სამხედროები, რომლებიც, პატიმრების თქმით, აწამებდნენ მათ გუანტანამოს ციხეში მოხვედრამდე. თავიანთ სასამართლო პროცესებზე დაკავებულები აპროტესტებდნენ, რომ მხოლოდ დაპირისპირებაში მონაწილენი უნდა დააკავონ და არა ყველა, მაგრამ ამ არგუმენტს იწუნებს იუსტიციის სამინისტრო. ამ არგუმენტით არ უნდა შეიზღუდოს ამერიკა, დააკავოს ინდივიდები.

იუსტიციის მინისტრმა, ერიკ ჰოლდერმა, დაადასტურა დეკლარაცია, რომლითაც ბარაკ ობამა ცდილობს, დახუროს გუანტანამოს ციხე ერთ წელიწადში და განსაზღვროს, სად უნდა გაანაწილოს 240 პატიმარი. პატიმრების დაკავება, იუსტიციის სამინისტროს თქმით, ხდება არა ობამას ბრძანებით, არამედ – კონგრესის მოთხოვნით და ომის საერთაშორისო კანონმდებლობებით.

067edff75a51

ყოფილმა ვიცე-პოლკოვნიკმა, სტივენ აბრაამმა, გუანტანამოში მსახურობის შემდეგ სახელმწიფოს გაკრიტიკება დაიწყო. განაცხადა, რომ ციხის დახურვა ნიშნავს ცვლილებებს მხოლოდ სემანტიკურად. “ჩემი აზრით, მათ ერთადერთი, რაც გააკეთეს, არის ის, რომ თავი აარიდეს დებატებს ბუშის ფრაზის უარყოფით.”

პატიმრები ამბობდნენ, რომ სცემდნენ, ბორკილებს ადებდნენ მგრძნოებიარე ადგილებზე და ამყოფებდნენ სტრესულ პოზებში, ემუქრებოდნენ ძაღლებით იმ ხნის განმავლობაში, რაც ისინი იმყოფებოდნენ ამერიკის სამხედრო ყურეში, უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ მათ რელიგიას, ძალით პარსავდნენ წვერს, აიძულებდნენ, უერყოთ წმინდა წიგნი.

9b9ac20623d1

სასამართლო პროცესზე პატიმრები დავობდნენ, რომ ეს ძალადობა ზღუდავდა მათ რელიგიურ თავისუფლებას. კანონის თანახმად, სახელმწიფომ არ უნდა შეაწუხოს პატიმრები რელიგიური რიტუალის შესრულებისას. მოპასუხე მხარის თქმით, რადგან ისინი იყვნენ უცხოელები, დაპატიმრებულები ამერიკის საზღვრებს გარეთ, არ ჯდებოდნენ “პიროვნების” განსაზღვრებაში, რომელიც დაიცავს მათ კანონით. ამის მიუხედავად, მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ პატიმრებს ჰქონდათ კონსტიტუციით დადგენილი უფლებები.

ერიკ ლუისის, ოთხი პატიმრის ადვოკატის, განცხადებით, სამხედრო ოფიცრებმა პასუხი უნდა აგონ, როცა ისინი წამების შესახებ ბრძანებას გასცემენ. იუსტიციის დეპარტამენტის პასუხი კი ის არის, რომ არ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, პატიმრის წამება არ შეიძლება და ოფიცრები, რომლებიც ტანჯვის ბრძანებას გასცემენ, უნდა იყვნენ დაცულები.

რამდენიმე თვის წინ შემდეგ სასამართლო პროცესზე იუსტიციის სამინისტრომ მხარი დაუჭირა თეთრ სახლს, რომელიც დავობდა იმ არგუმენტით, რომ პატიმრებს ავღანეთში არ აქვთ კონსტიტუციური უფლებები.

დაახლოებით 240 ტერორიზმში ეჭვმიტანილი 11 სექტემბრის პოტენციური მონაწილე რჩება ციხეში. ბევრი მათგანი დააპატიმრეს შვიდი წლით სასამართლო პროცესის ჩატარების გარეშე, ზოგიერთზე კი გავლენა მოახდინეს წამებით.

ადმინისტრაცია ბანაკის დაკეტვით აწყდება პრობლემას: მათ არ სურთ, ჩაიყვანონ ყოფილი პატიმრები აშშ-ში. ისინი ეძებენ გზებს, როგორმე გადაანაწილონ პატიმრები ევროპაში.

იუსტიციის დეპარტამენტი ნელ-ნელა დაიწყებს პატიმრების გაცხრილვას: ზოგს გაათავისუფლებს, ზოგს – გაასამართლებს. პირველი კატეგორიის ადამიანები შესაძლოა, გათავისუფლდეს ამერიკის ფარგლებში თავისუფალი გადაადგილებით. ჰოლდერის აზრით, ასეთების რიცხვს განეკუთვნება ჩვიდმეტი ჩინელი მუსლიმი, რომლებმაც რამდენიმე წელი გაატარეს გუანტამოში.

უიგურის ეთნიკური ჯგუფის ჩვიდმეტი მონაწილე გაამართლეს და ამერიკა ახლა ეძებს ქვეყანას, რომელიც მათ შეიფარებს. ხელისუფლებას არ სურს მათი ჩინეთში დაბრუნება.

3930ac5faa84

ერთი კვირის წინ ჰოლდერი შეხვდა ევრო გაერთიანების ლიდერებს და ესაუბრა მათ პატიმრების შეფარების საკითხზე. მათ ჰკითხეს, რატომ უნდა მიეღოთ პატიმრები, რომელთა მიღებაც თვითონ ამერიკას არ სურდა?! ევროპის ლიდერებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია პატიმრების შესახებ. ჰოლდერმა ამას გონივრული მოთხოვნა უწოდა და თქვა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ურთიერთობას გააიოლებს. მისი თქმით, ნაწილი გუანტანამოს ციხიდან ამერიკის სასამართლოში გაიგზავნება და გასამართლდება ამერიკის სასამართლო სისტემით.

წყარო:  http://mediaclubgeo.wordpress.com/

მსგავსი ამბები

Back to top button