წარმოგიდგენთ ახალ ქართულ სიტყვათა განმარტებებს . . . თავდაპირველად დავიწყოთ მხოლოდ “ა” ასოდან და შემდეგ ეტაპობრივად მივყვეთ . .
” ა “
აბაროტის აღება _ ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი _ წყენის მთესველი
აეწელა _ ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა _ ჟინთ აშლა
აიწია _ ფრიად განკარდა
ამტუტება _ წესთ აღრევა
ანტიფრონცკი _ ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი _ ჰარიფთან ნახე
არღნის ჩიტი _ მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყვიან
ატაშოლი _ ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე _ წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აყლისთავება _ ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;
გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყვიან
აჩათლახა _ სახეზედ მუშტი ჰკრა
აწევა _ თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა _ წართმევა მძლავრისაგან
ახვევა _ წარსლვა უპატიურისა
ახუვლიშ _ ოღონდაც
ახურუშებული _ ქუთანა გრძნობათ აყოლილი
სულ მალე მოგაწოდებთ ასევე ახალ ქართულ სიტყვათა განმარტებას ჩვენი ანბანის შემდეგ ასოზე, ანუ “ბ” – ზე