საკითხავი

“მძინარე მზეთუნახავი”

31b754eab55c

15  წლის ბრიტანელ ლუიზა ბოლის იშვიათი ნევროლოგიული დარღვევა დაუდგინეს, რომელიც “მძინარე მზეთუნახავის” სინდრომის სახელწოდებითაც არის ცნობილი. გოგონას ორი კვირა ზედიზედ სძინავს.

ეს სინდრომი გოგონას ჯერ კიდევ 2008 წელს, ძლიერი გრიპის შემდეგ გამოაჩნდა. ექიმებს ძილად მივარდნა თავდაპირველად ჰორმონული დარღვევის ბრალი ეგონათ, მაგრამ როდესაც ლუიზას მთელი 10 დღე ეძინა, “მძინარე მზეთუნახავის” სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.

სამედიცინო ცნობარში სინდრომი ასეა განმარტებული: “ნერვული უჯრედების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ტვინის განსაზღვრულ უბანში სისხლის მიწოდების დაქვეითებით აიხსნება”. ასეთ დროს არასაკმარისი სისხლმომარაგების გამო უჯრედები ფუნქციურ აქტივობას კარგავენ.

როდესაც ლუიზამ ასე ღრმად პირველად დაიძინა, მშობლები პანიკამ მოიცვა. ისინი იძულებული იყვნენ, გოგონა დღეში ერთხელ მაინც გაეღვიძებინათ, რომ ეჭამა და საპირფარეშოში წასულიყო. ლუიზა კითხვებზე პასუხობდა, მერე კი ისევ იძინებდა, გამოღვიძებულს კი აღარაფერი ახსოვდა.

ამ დაავადების სამკურნალო ეფექტურ მედიკამენტურ საშუალებას ექიმებმა ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close