არქივი

And The Osar Goes To…

8e117ae7a5b0
ახლოვდება “ოსკარის” 2010 წლის დაჯილდოება და ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა პოსტი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე (საიტზე დევს რაღაც პოსტები “ოსკარის” შესახებ,მაგრამ ინფორმაცია ძაან მცირეა).
“ოსკარის” დაჯილდოების იდეა ეკუთვნის metro-goldwyn-mayer_ის უფროსს ლუის მაიერს.
პირველი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 1929 წელს,მაგრამ სახელი “ოსკარი” ამ დაჯილდოებამ მიიღო 1939 წელს როცა კინოაკადემიის ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ჰერიკმა განაცხადა:”ამ ფიგურას ჩემს ბიძას ოსკარს ვამსგავსებო”.

503e1af711b1

1929 წლის 16 მაისს ჰოლივუდში,სასტუმრო “Roosevelt”_ში ჩატარდა პირველი დაჯილდოება.ეს ცერემონია გადაიცა რადიოს საშუალებით,ხოლო 1953 წლიდან კი უკვე გადაიცემა ტელევიზიით.

6339a4a73d8c

2007 წლის მონაცემებით ამერიკული კინოაკადემიაში გაწევრიანებულია ხმის უფლების მქონე 5829 ადამიანი,15 სხავადასხვა გილდია(მსახიობთა,რეჟისორთა და ა.შ.).თითოელი გილდია მონაწილეობს შესაბამის კატეგორიაში და ირჩევს ნომინანტთაგან ერთ-ერთს.
კინოაკადემისს ყველა წევრი კი მონაწილეობს მხოლოდ ერთ კატეგორიაში-“საუკეთესო ფილმი”.

ნომინანტი ხდება მხოლოდ მინიმუმ 40 წუთიანი(გამონაკლისია ნომინაცია “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ანიმაცია”).
დაჯილდოება ხდება 24 ნომინაციაში.აი ზოგიერთ მათგანი-

საუკეთესო ფილმი – შემოიღეს 1929 წელს
საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი – 1929 წ.
საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი – 1929 წ.
საუკეთესო რეჟისორი – 1929 წ.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – 1929 წ.
საუკეთესო მუსიკა – 1934 წ.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი (მამაკაცი და ქალი) – 1936 წ.
საუკეთესო ორიგინალური სცენარი – 1940 წ.
საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმი – 1947 წ.
საუკეთესო გრიმი – 1981 წ.
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი – 2001 წ.

ასევე არის 6 სპეციალური ნომინაცია,რომელიც გადაეცემათ სხვადასხვა დამსახურებისათვის და წვლილისათვის ცნობილ კინოხელოვანებს.

1929 წელს პირველ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ფილმმა “ფრთები”(რეჟისორი უილიამ უელმანი).

ახლა შემოგთავაზებთ ნომინანტთა და გამარჯვებულთა სიას,”გაფილტრულს” სარეკორდო მაჩვენებლების მიხედვით.

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი – ამ ნომინაციაში ყველაზე მეტჯერ(2) გაიმარჯვეს:სპენსერ ტრეისი,ჯეკ ნიკოლსონი,მარლონ ბრანდო,ფრედრიკ მარში,შონ პენი,გარი კუპერი,დასტინ ჰოფმანი,ტომ ჰენქსი,დენიელ დეი ლუისი.

ჰენქსი.

3dae34b6f6eb

კუპერი.

d532dc2d7486

ჰოფმანი.

943aecaf59bb

მარში.

b1f1fe9510e2

ნიკოლსონი.

d479174b2c5a

ლუისი.

b6a17e16cc60

ბრანდო.

7ba2e401a319

ტრეისი.

c29e60db7792

პენი.

e4443516e0fe

ამ ნომინაციაში ყველაზე მეტი ნომინაცია აქვთ სპენსერ ტრეისის და ლოურენს ოლივიეს(9),
ხოლო პიტერ ოტული 8_ჯერ იყო ნომინირებული,მაგრამ ვერცერთხელ ვერ გახდა “ოსკარის” მფლობელი.
ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული ამ ნომინაციაში გახდა ჰენრი ფონდა 76 წლის ასაკში,ხოლო ყველაზე ასაკოვანი ნომინანტი იყო რიჩარდ ფანსვორტი 79 წლის ასაკში.
ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ედრიან ბროუდი 29 წლის ასაკში,ხოლო ნომინანტი ჯეკი კუპერი 9 წლის ასაკში.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი – ყველაზე მეტჯერ ეს ნომინაცია მოიგო უოლტერ ბრენანმა (3),ხოლო ყველაზე მეტჯერ ნომინირებული იყვნენ:ჯეკ ნიკოლსონი,უოლტერ ბრენანი,არტურ კენედი,კლოდ რეინსი (4).

ბრენანი.

c82ede1f1ec9

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი – აღნიშნულ ნომინაციაში ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვა კეტრინ ჰეპბერნმა(4),ყველაზე ბევრჯერ ნომინირებულ იქნა მერილ სტრიპი(13 ნომინაცია,2 ოსკარი).
ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული დებორა კერი 80 წლის ასაკში,ნომინანტი ჯესიკა ტენდი 80 წ.
ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული მერლი მარლინი 21 წლის ასაკში,ნომინანტი კეიშა კასტლ-ჰიუზი 13 წლის ასაკში.

კეტრინ ჰეპბერნი

7c3309c48c9c

მერილ სტრიპი

19ce1c1495ae

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი – ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვეს შელი უინტერსმა და დაიანა ვესტმა (2),ხოლო ტელმა უინტერსი 6 იქნა ნომინირებული.

საუკეთესო რეჟისორი – რეჟისორმა ჯონ ფორდმა ამ ნომინაციაში გაიმარჯვა 4ჯერ.ხოლო უილიამ უაილერი ნომინირებულ იქნა 12ჯერ.
ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული კლინტ ისტვუდი 74 წლის ასაკში,ნომინანტი ჯონ ჰიუსტონი 79 წლის ასაკში.
ყველაზე ახალგაზრდა 32 წლის ასაკში ნორმან ტაუროგი,ნომინანტი კი ჯონ სინგლეტონი 24 წლის ასკში.

ფორდი

966a32951299

უაილერი

cdc958344e73

ისტვუდი

f4a82fcbb029

მხატვრულმა ფილმებმა “ბენ-ჰური”(1959 წ.- 11 ნომინაცია.),”ტიტანიკი”(1997 წ.-14 ნომინაცია) და “ბეჭდების მბრძანებელი-მეფის დაბრუნება”(2003 წ.-11 ნომინაცია) მიიღეს 11 ოსკარი.ფილმები “ყველაფერი ევას შესახებ”(1950 წ.) და “ტიტანიკი”(1997 წ.) ნომინირებულ იქნა 14ჯერ.

915ba4e4bf8a

deca3ef2eb6a

f53e026841d3

ძალიან მალე გაიმართება “ოსკარის” 82_ე დაჯილდოება.წლის ჰიტი “ავატარი” 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.
ჩემი აზრით საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კეტრინ ბიგელოუს ფილმი “ქარიშხლის მბრძანებელი” გაიმარჯვებს.უმეტესობა ალბათ ფავორიტად ამ ნომინაციაში მიიჩნევს “ავატარს”,მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ.
ხოლო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაშიც ასევე კეტრინ ბიგელოუ გაიმარჯვებს,კამერონი და ტარანტინო შეიძლება საკუთარ გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ ;)
საუკეთესო მსახიბი მამაკაცი გახდება მორგან ფრიმენი,ხოლო ქალი კი მერილ სტრიპი ან კერი მილიგანი.
კომენტარებში დააფიქსირეთ საკუთარი აზრი-რას ფიქრობთ ვინ გაიმარჯვებს…
And The Oscar Goes To……….

23357965c4f5

84a209ebb275

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button