არქივი

50 რჩევა, რომელიც უნდა მისცეთ თქვენს გოგონას

472b96e3b2a4
50 რჩევა, რომელიც უნდა მისცეთ თქვენს გოგონას.

1. პირველ რიგში შენი თავი გიყვარდეს.

2. სკოლა – ეს რეალური ცხოვრება არაა. იყავი ამისთვის მზად.

3. ცხოვრებაში შენ შეხვდები ბევრ “გაფუჭებულ” გოგოს. უბრალოდ გვერდი აუარე მათ.

4. თუკი შენ იპოვე ნამდვილი მეგოვარი, მაშინ შეეცადე შეინარჩუნო, მიუხედავად იმისა რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან.

5. ნივთები შენ ბედნიერს ვერ გხდიან.

6. შენთვითონ არავინ განსაჯო, მაგრამ მზად იყავი, რომ შენ მუდმივად განგსჯიან. ცხვირი მაღლა!

7. შეიცანი შენი ბებია.

8. ყველა პრობლემა არ მიიჩნევა მსოფლიოს დასასრულად.

9. აირჩიე შენი მთავარი ბრძოლა, ყველასთვის ბრძოლა არ ღირს.

10. არ შეადარო შენი თავი სხვებს, ისინი ვერასოდეს იქნებიან ისეთები, როგორიც შენ ხარ.

11. მიუხედავად იმისა, რამდენად ძლიერად გიყვარს ადამიანი, შეეცადე შენი თავი არ დაკარგო.

12. თქვი. იპოვე შენი ხმა და გამოიყენე ის!

13. ისწავლე სიტყვა “არა” და არ შეგეშინდეს მისი გამოყენების.

14. შენ მოგიწევს დაწერო ცხოვრების საკუთარი ისტორია, შეეცადე გვერდები შეავსო ბედნიერი მოვლენებით.

15. არასოდეს არ გაეკიდო კაცს, სწორი იქნება, თუკი ის თვითონ გიპოვის შენ.

16. ისწავლე კომპლიმენტების სწორად გამოყენება და შეეცადე დაიჯერო მათში.

17. მუდმივად იყავი პატიოსანი.

18. შეგეძლოს იყო ბედნიერო საკუთარ როლში და არ შეგეშინდეს მარტოობის.

19. არასოდეს არ შეგეშინდეს იმის გაზიარების, რასაც გრძნობ.

20. კამათი შეიძლება, მაგრამ გახსოვდეს რჩევა 9.

21. წაიკითხე ყველაფერი, რაც კი ხელში ჩაგივარდება. ცოდნა – ეს ძალაა.

22. თუკი ბიჭთან მიხვედი სახლში და ვერ დაინახე წიგნები, მაშინ წამოდი.

23. შენ არ ხარ ვინმეს საკუთრება!

24. მუდმივად მზად იყავი საკუთარი თავისთვის ბრძოლაში. მუდამ.

25. არ შეგეშინდეს წარუმატებლობის. სწორედ მათზე სწავლობენ.

26. ელექტრონული სახით არასოდეს არ გააგზავნო ისეთი რამ, რასაც შენ ვერ შეძლებდი გამოგექვეყნებინა ქალაქის გაზეთის პირველ გვერდზე. თუკი შენ მას წაშლი, ის მაინც გაჟონავს.

27. ულაპარაკოდ დაეხმარე სხვებს, კეთილს საქმეებს ბედნიერება მოაქვთ.

28. იყავი დამთმობი, მადლიერება აჩენს ხასიათს.

29. მუდმივად დაუჯერე შენს ინტუიციას. მუმივად!

30. იყავი თავაზიანი.

31. შენი მოქმედებები შენზე უფრო კარგად ლაპარაკობენ, ვიდრე შენი სიტყვები.

32. არ დამალო შენი გრძნობები, იპოვე მათი გამოხატვის საშუალებები.

33. ყველაფერში ეძებე სილამაზე.

34. გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი!

35. არ დაკარგო კონტაქტი იმ ხალხთან, რომლებსაც უყვარხარ.

36. მთელ ცხოვრებაში იარე თავაწეული. თავდაჯერებულობა მიმზიდველია.

37. იტირე, როცა ეს საჭიროა და იპოვე ახალი ძალები შენს ცრემლებში.

38. სიცილი მიიჩნევა სულის წამლად.

39. ძალიან ხმამაღალია მუსიკა? კიდევ უფრო აუწიე და იცეკვე!

40. სიტყვებს შეუძლიათ ააშენონ და დაწვან ხიდები. გონებრივად შეარჩიე ისინი.

41. სახლის ეს იქაა, სადაც შენ უყვარხართ და არა იქ, სადაც ცხოვრობ.

42. პირველმა მოიბოდიშე – ეს არ ნიშნავს სისუსტეს.

43. იმუშავე, იმუშავე მძიმედ. მუდამ მზად იყავი საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის.

44. მე ვიცი შენ მე ზოგჯერ ვერ მიტან, მაგრამ მე შენ მუდმივად მიყვარხარ.

45. შენ დამოუკიდებელი ხარ!

46. შენ შეგიძლია მითხრა ნებისმიერი რამ ნებისმიერ დროს. მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები.

47. კიდევ დაიმახსოვრე, მე შენ მუდამ მეყვარები.

48. შენ უფრო მეტი შეგიძლია, ვიდრე შენ გგონია.

49. შენ ლამაზი ხარ, არავის არ აიძულო იგრძნოს საკუთარ თავზე სხვანაირად.

50. ცხოვრება შედგება მხოლოდ დღევანდელი დღისგან. იცხოვრე მოცემულ მომენტში. შენ არ შეგიძლია სრულიად აკონტროლო შენი გუშინდელი ან ხვალინდელი დღე. ყველაფერი რაც შენ გაქვს, ეს დღესაა, ასე, რომ იყავი ბედნიერი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button