საკითხავი

ძეგლი მეგობრებისთვის

e0c9577962d1

სასაფლაო ცხოველებისთვის – ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის სულაც
არ არის ფუფუნება, მაგრამ აზიაში ჯერჯერობით ცხოველები ასეთ პატივს
მოკლებულები არიან. სამაგიეროდ, ამერიკასა და ევროპაში მათმა რიცხვმა
უკვე სოლიდურ ციფრს მიაღწია. ამერიკაში ასეთი სასაფლაო ექვსია,
გერმანიაში – 200ზე მეტი, საფრანგეთში – ჯერ მხოლოდ 100.

ამ სასაფლაოებზე ძაღლებისა და კატების გვერდით მშვიდად განისვენებენ
ცხენები, ზღვის გოჭები და … შინაური ვირთხებიც კი. მათი
პატრონები საგანგებო ლოცვებსაც კი უკვეთავენ
საყვარელი მეგობრებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ საკმაოდ ძვირადღირებულ საფლავის ქვებზე. შეიძლება, ეს ვიღაცას მდიდრების სიგიჟედ, ახირებად და
გაუმართლებელ ფუფუნებად მოეჩვენოს, მაგრამ რა ქნას იმან, ვისთვისაც ის
ოთხფეხი მეგობარი ერთადერთი საყვარელი არსება იყო. 

ზოგიერთმა მათგანმა
ჭეშმარიტად დაიმსახურა თავისი პატრონისგან ასეთი პატივი. სხვათა შორის,
მხოლოდ ოთხფეხა მეგობარს ეყვარებით აბსოლიტურად უანგაროდ. ამაში
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. ერთმა ბრიტანელმა თავისი ძაღლის
უკვდავსაყოფად აღმართულ მემორიალში 200 000 ფუნტი სტერლინგიც
კი გადაიხადა.

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

მსგავსი ამბები

Back to top button