საკითხავიუცნაური

მთვარეულები (სხვადასხვა ისტორიები)


Kenneth Parks -ის ისტორია მეტად უცნაური და საინტერესოა. ის ასე იწყება, კენეტი 23 წლის იყო, ჰყავდა ცოლი და ერთი პატარა შვილი. ცნობილია რომ იგი უძილობით იტანჯებოდა, უსამსახურობისა და აზარტული თამაშების გამო დაგროვებული ვალების გამო. 1987 წლის 23 მაისს იგი ჩვეულებრივად წამოდგა დილას საწოლიდან, ჩაჯდა თავის მანქანაში და მივიდა თავისი ცოლის სახლში, რომელიც 20 კილომეტრით იყო დაშორებული მისი სახლისგან. კარი გააღო საკუთარი გასაღებით, რომელიც სიდედრმა მას ჯერ კიდევ ადრე გადასცა, შემდეგ შევიდა ოთახში და აუღელვებლად მძიმე საგნით მოკლა თავისი სიდედრი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ გამობრუნდა უკან, ჩაჯდა მანქანაში და მიაშურა პოლიციის უახლოეს შენობას, მან განაცხადა: ,,მგონი მე ადამიანი მოვკალი”.
თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი გარკვეული უნდა ყოფილიყო, სახეზე იყო მკვლელობა, დამნაშავეც თავისი ფეხით მისული იყო პოლიციის კართან, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ პარკსს არაფერი არ ახსოვდა დანაშაულის შესახებ და თანაც მას ჰქონდა მთვარეულობის ისტორია. საქმეში ჩაერთო უამრავი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი და მათი საერთო დასკვნით სასამართლომ კენეტი უდანაშაულოდ სცნო, გამოიტანეს დასკვნა, რომ კენეტს იმ ღამეს ეძინა, და რადგანაც მას გააზრებული არ ჰქონდა თუ რას სჩადიოდა და არც სეეძლო გააზრება საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაბამისად დამნაშავეც არ უნდა ყოფილიყო.


ეს გოგონა კი 18 წლის Rachel Ward-ია. იგი მეორე სართულიდან გადმოხტა : ))) ყველაფერი კი ასე მოხდა, რეიჩელი დასაძინებლად 10-ის ნახევარზე დაწვა, რადგანაც გამოცდების გამო გადაღლილი იყო. შემდეგ რა მოხდა მას აღარ ახსოვს, რამდენიმე საათში გოგონას დაძინებიდან, დედამისს ყვირილის ხმა შემოესმა და ფანჯრიდან რომ გადაიხედა დაინახა რეიჩელი, ბალახზე იწვა. რა თქმა უნდაგოგონას მაშინვე ყველა თავზე დაესია, გამოაღვიძეს კიდეც, მაგრამ კიბეებზე რომ ამოყავდათ რეიჩელს კვლავ ეძინებოდა, ამიტომაც მშობლებმა გადაწყვიტეს საავადმყოფოში წაეყვანათ.
რეიჩელი ამბობს, რომ აქამდე არ ახსოვს ოდესმე რამე უცნაური შემთხვეოდეს ძილის დროს, არც მთვარეული ყოფილა არასდროს. ამ შემთხვევის შესახებ კი მან განაცხადა, რომ მხოლოდ დედამისის ნათქვამი გაიხსენა საავადმყოფოში წასვლის შესახებ, დანარჩენს კი ვერაფერს იხსენებს, გადმოხტომის დროს გადარჩენას კი მხოლოდ მის ძლიერ ფეხებს მიაწერს (ცეკვაში იგი ყოველ დღე 5 საათი მაინც ვარჯიშობს.)


ეს კაციც მთვარეულია, თუმცა რადგანაც მთვარეულობა უკვე აღარ გვიკვირს, გეტყვით რომ მან მამამისი მოკლა ძილის დროს. ეს 2003 წელს მოხდა, Jules Lowe-მ 82 წლის მამა გაიმეტა მოსაკლავად.
მისი გამართლება მხოლოდ 2005 წელს მოხერხდა, მას ჰქონდა მთვარეულობის ისტორია და გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ იგი საკუთარ მოქმედებას ანგარიშს ვერ უწევდა დანაშაულის ჩადენის მომენტში.


2005 წელს 44 წლის ქალბატონს ესეთი რამ შეემთხვა, იგი 10 საათზე დაწვა დასაძინებლად, თუმცა შემდეგ წამოდგა, მივიდა თავის კომპიუტერთან, ჩართო, შევიდა მეილზე და გააგზავნა 3 წერილი : ) მათგან ერთი გაუგებარ ენაზე იყო დაწერილი, ერთი კი ჩვეულებრივად იკითხებოდა. მესამეში კი ეწერა :wtf: : )
ქალი შოკში ჩავარდა როდესაც შემდეგ შეიტყო იმ წერილების შესახებ, მას აქამდე არანაირი ისტორია მთვარეულობასთან დაკავშირებით არ ჰქონია. მთვარეულის ფენომენი საბოლოოდ გამოკვლეული არაა, როგორც ჩანს ადამიანს მძინარესაც შეუძლია ჩაროს კომპიუტერი, აკრიფოს პაროლი და შევიდეს მეილში, შემდეგ წერილებიც აგზავნოს.


ამ პოსტს კი დააგვირგვინებს მთვარეული ძაღლი : )) რომლის ყურებითაც შეგიძლიათ დატკბეთ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close