სამხედროუცნაური

118 დღე გულის გარეშე

14 წლის ამერიკელი გოგონა 118 დღის მანძილზე გულის გარეშე, ტრანსპლატოლოგების მიერ კონსტრუირებული იმპროვიზირებული მოწყობილობით ცოცხლობდათავად პაციენტის თქმით, მთელი ამ დროის მანძილზე თავს არარეალურ ადამიანად გრძნობდა. ამა წლის გაზაფხულზე დიჟანა სიმონსს გულის პარკუჭის პროგრესირებადი ზრდა აღმოჩნდა, რის გამოც ორგანო ვერ უზრუნველყოფდა სისხლის საჭირო ცირკულირებას. თეორიულად ასეთი გართულება კარდიომიოპათიის და გულის მანკის შედეგად შეიძლება განვითარდეს. მაიამიში, ჰოლცის ბავშვთა საავადმყოფოში გოგონას გული გადაუნერგეს, მაგრამ გადანერგილ გულში დიდი ტრომბი წარმოიქმნა. შედეგად 2 დღეში გოგონას ახალი გული ამოუღეს. იმისათვის რომ პაციენტის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად ქირურგებმა დროებითი სპეციალური ქსოვილით ხელოვნური გული შექმნეს. აპარატი თავდაპირველად გულის მარცხენა პარკუჭის მუშაობისათვის იყო შექმნილი. ახალი გულის მოლოდინში გოგონამ 118 დღე გაატარა. ამ დროის უმეტეს მანძილზე მას არ შეეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა და გადაიტანა ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა. 29 ოქტომბერს, როდესაც მოზარდის მდგომარეობა დასტაბილურდა მას მეორედ გადაუნერგეს გული, ამჯერად წარმატებულად. ამჟამად მას შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და სულ რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ რაც სარეაბილიტაციო ღონისძიებები გაიარა, ის საავადმყოფოდან გამოწერეს.

წყარო:www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close