ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

48 კილოგრამი – პოდიუმისთვის მეტისმეტად ბევრია?..

d891ad10f464

კანადელი სუპერმოდელი კოკო როშა არაერთხელ გამოჩენილა ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე და ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში.

მასთან უთანამშრომლიათ კელვინ კლაინს კრისტიან დიორს შანელს დოლჩე და გაბანას თუმცა ამ მოდური სახლებიდან ბევრ მათგანში მიიჩნევენ, რომ გოგონა მეტისმეტად მსუქანია პოდიუმზე გამოსასვლელად.

e8359f079427

21 წლის კოკო როშა ამბობს, რომ მისი 42 ზომა ბევრი მსოფლიო დონის დიზაინერისთვის შეუსაბამოა მოდელური პარამეტრებისთვის და ის ბევრჯერ დატანჯულა იმის გამო რომ გახდომაზე უარი თქვა იმავდროულად მისი წონა 48 კილოგრამს ძლივს აღწევს არადა კოკო 178 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ეს იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ხმალამოღებული იბრძვის ანორექსიისა და მოდის სამყაროში მეტისმეტად გამხდარი მანეკენების წინააღმდეგ
თურმე სინამდვილეში სიტუაცია სულაც არ შეცვლილა მიუხედავად იმისა რომ გამუდმებულ დიეტებს უკვე ათეულობით ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე შეეწირა.

375d2da8c3e1

დიდი მოთხოვნით არ ვსარგებლობ პოდიუმზე მეუბნებიან გახდი თუმცა ისედაც გამხდარი ვარ – ეს კომენტარი კანადელმა სუპერმოდელმა ნიუ-იორკში ამჟამად მიმდინარე მოდის კვირეულზე გააკეთა სადაც დიანა ფურსტენბერგის დეფილეში მიიღო მონაწილეობა
როშა თავისი პროფესიის წარმომადგენელთა შორის ერთ-ერთია ვინც ნულოვანი ზომების წინააღმდეგ ილაშქრებს.
კოკო როშამ რომლის სამოდელო კარიერაც 15 წლის ასაკში დაიწყო აღნიშნა მრავალი წელი დამჭირდა რომ მივმხვდარიყავი არ უნდა გავაკეთო ყველაფერი რასაც მეუბნებიან რომ წარმატებას მივაღწიო
გოგონებს ეუბნებიან მსუქანი ხარ მეტისმეტად ბებერი ხარ მოწყენილი ხარამ ადამიანებს არ ესმით რამდენად უსუსურები და სათუთები არიან ეს ახალგაზრდა გოგონები!

8d95c9a4ea85

შეგახსენებთ, რომ ლაპარაკი იმაზე რამდენად საშიშია მოდელების წონა მათი ჯანმრთელობისთვის 2006 წელს დაიწყო, დების – ლუისელ და ელიანა რამოსების გარდაცვალების შემდეგ
ერთ-ერთი მათგანი ურუგვაიში მოდის კვირეულზე გულის შეტევით გარდაიცვალა მეორე კი ექვსი თვის შემდეგ შეეწირა შიმშილობას თუმცა ყველა მცდელობა აეკრძალათ დიზაინერებისთვის პოდიუმებზე მეტისმეტად გამხდარი გოგონების გამოყვანა უშედეგო აღმოჩნდა
ბიზნესის მამამთავრები ისეთები როგორებიც არიან კარლ ლაგერფელდი და რალფ ლორენი, ღიად აცხადებენ, რომ არასოდეს ანდობენ თავიანთი სამოსის წარდგენას ქონიან დეიდებს…

ac5f713b23b8

წყარო: ambebi.ge

(ჩემი პირველი პოსტია… თუ არ მოგეწონათ მწარედ არ განმკიცხოთ :D )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close