არქივი

იაპონური ქორწილი

b5294de4c2a4

ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც. რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის ცერემონიალი არის ულამაზესი და ქვეყნის ტრადიციების დაცვის საუკეთესო მაგალითი.

საინტერესოა გავიხსენოთ ისტორიული წყაროები იაპონური ქორწილის აღნიშვნასთან დაკავშირებით. უძველეს იაპონიაში იაპონელ მამაკაცს შეეძლო ცოლად ჰყოლოდა მრავალი ცოლი. რათქმაუნდა თუ კი ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ცოლები რიგრიგობით რჩებოდნენ მეუღლესთან , ზოგჯერ განრიგის მიხედვით რომელიც ჩამოწერილი ქონდა მამაკაცს. სამურაების ეპოქაში მეომარ მამაკაცს შეეძლო ჰყოლოდა მეუღლე და ამ დროს ცალკე გართობილიყო სხვა მანდილოსანთან. ამ დროს მეუღლე ვალდებული იყო მორჩილად ყოფილიყო თავის ბატონთან (მეუღლესთან). არსებობდა ხელსაყრელი ქორწილებიც , რომლებიც დაკავშირებული იყო ერთი გვარის მეორესთან დასაახლოვებლად. ქორწილის რიტუალი ტარდებოდა აუცილებლად ტარდებოდა მამაკაცის სახლში , იაპონური ტრადიციების ზუსტი დაცვით.

060db3e25c31

ახლა უკვე თანამედროვე იაპონიაში ქორწილის ცერემონიალი ტარდება სპეციალურ საქორწინო კომპლექსში. სადაც განთავსებულია პატარა ქრისტიანული , შინტოისტური და ბუდისტური ტაძრები. ეს იმისთვის რათა ზუსტად მოხდეს ცერემონიის აღნიშვნა შესაბამისი რელიგიის დამცველთათვის. ამავე კომპლექსში არის მოსასვენებელი ოთახი , საბანკეტო დარბაზი და ფოტოს გადასაღები ოთახიც. ანუ მთლიანად საქორწილო რიტუალი ტარდება ერთ კომპლექსში.

fc27b8eae669

შინტოისტური ქორწილის ცერემონია ტარდება შინტოისტურ ტაძარში , საქორწილო თეთრი კიმონოთი და შესაბამისი რიტუალის დაცვით. ამ დღისთვის თითქმის ერთი წელი მიდის მზადება , ხოლო მოსაწვევები რიგდება 2-3 თვით ადრე. საქორწინო კიმონოს ქვია shiro-maku რომელსაც იცმევენ ნიშნობის დროს , ხოლო თვითონ ბანკეტზე uchikake ანუ ფერადი კიმონო. დამატებითი აქსესუარებია ხელჩანთა და საქორწილო თავსაბურავი მამაკაცის ჩაცმულობაში შედის ნაცრისფერი კიმონო , პატარა ხანჯალი წელზე და მარაო , რომელიც ასოცირდება ბედნიერებასთან.

წინასწარ დგინდება საქორწინო მაგიდის მენიუ , რათქმაუნდა არის იაპონური სამზარეულო და აგრეთვე სხვა ქვეყნის ნაციონალური კერძებიც. რაც შეეხება საქორწინო მანქანას : იაპონელებში არ არის მიღებული ლენტები , ბუშტები და სხვადასხვა საჩხაკუნო ნივთები. ჩვეულებრივი მანქანით ხდება გადაადგილება , ხოლო სტუმრები ქორწილში მიდიან მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით . აგრეთვე არ არის მიღებული ახალდაქორწინებულების ცეკვა , მხოლოდ დაშვებულია მუსიკის მოსმენა და კარაოკეს შესრულება.

იაპონურ საშუალო ქორწილში დაახლოებით 80 – სტუმარი არის დაპატიჟებული. საქორწინო საჩუქარი უმეტესად
არის ფული რაც ჯამში საკმაოდ დიდ თანხამდე ადის. თვითონ იაპონური ტრადიციული ქორწილი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა რომელიც დაახლოებით 30 , 000 $ ამდე ჯდება.

9f52b8b2727b

წყარო: iaponia.wordpress.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button