კულტურა

ახალი თაობის თაგვი(Mouse)

f4936ba83b79
კანადურმა კომპანია ”DeanMark”-მა კომპიუტერის თაგვი ”AirMouse” შექმნა,
რომელსაც წინა მოდელებისგან განსხვავებით ჩვეულებრივი მანიპულატორი
არ გააჩნია, წერს ”Gizmag”. ”AirMouse” ხელთათმანის მსგავსად უნდა ჩაიცვათ.

თაგვი მაჯასა და ორ თითზე მაგრდება.

0b137048b68d

უკაბელო მოწყობილობა მოძრაობის აღსაქმელად ლაზერს იყენებს და დამუხტვის
გარეშე მუშაობა ერთი კვირის მანძილზე შეუძლია. როგორც აცხადებენ, ”AirMouse”
სიჩქარესა და კურსორის მართვის სიზუსტეს აუმჯობესებს. ის მხოლოდ იმ შემთხვ-
ევაში მუშაობს, როდესაც ხელი თაგვის მართვისთვის დამახასიათებელ განსაზღვრულ
მდგომარეობას იღებს.

”AirMouse” გაყიდვაში ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ გამოვა და მისი ღირებულება 129
დოლარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა მოწყობილობა აშშ-ის საზღვრებს
გარეთ.

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button