სილამაზე თუ…
ამ ქალბატონებზე მაქვს ნანახი დოკუმენტური ფილმი და რაშია საქმე აგიხსნით ეხლავე. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი რამდენიმე აფრიკის და აზიის ქვეყნის ტომებში. გოგონები ბავშვობის ასაკიდან იწყებენ ყელზე სათითაოდ რგოლის შემოვლებას და სურათზეც შეგიძლიათ ნახოთ სადამდე ადიან :D
ეს გამოწვეულია იმ უბრალო მიზეზით, რომ – რაც უფრო გრძელი ყელი ექნება ქალბატონს, მაგალითად ტაილანდის ერთ-ერთ ტომში, მით უფრო ლამაზია ის. ამის გამო არ ზოგავენ ქალები თავს და როგორც ნათქვამია სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ისინიც იწელავენ რაც შეუძლიათ ყელს, რათა უფრო და უფრო გალამაზდნენ და არ ეშინიათ დაავადებების და ტკივილების მოხუცებულობის ასაკში, რასაც იწვევს ყელის ძვლების გაწელვა.
ჩვენთან ისეთი ადვილია სილამაზისთვის ბრძოლა და ზოგ ზოგიერთებს დიეტაზე დაჯდომაც ეზარებათ :dabneuli: