გართობაუცნაური

ყველის დევნაში

29335095566f

ინგლისში, გლოჩესტერის საგრაფოში ყოველწლიურად იმართება საინტერესო შეჯიბრი. ამ შეჯიბრს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მასში უმთავრესი სისწრაფე და ცოტა იღბალია :).

უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა შეჯიბრის თემა. ყოველწლიურად, მაისის ბოლო ორშაბათს დღის 12 საათზე ინგლისელები ერთმანეთს ეჯიბრებიან… ყველის დევნაში. ბორცვიდან დაგორებული 3 კილოგრამიანი ყველის დადევნება საკმაოდ პოპულარულია. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ინგლისში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ხშირად ჩადიან.

f72bd896b9a9

ახლა უკვე არავის ახსოვს, საიდან წამოვიდა ეს ტრადიცია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს მოსავლის აღების დღესასწაულის სახეცვლილებაა, სხვები კი მას ძველი რომაელების თავშესაქცევად მიიჩნევენ. შეჯიბრის წესები საკმაოდ მარტივია: ყველს 200 მ სიმაღლის გორაკიდან აგორებენ, უკან კი უამრავი ქალი და მამაკაცი გორაობით დაედევნება. გამარჯვებული ის იქნება, ვინც ბოცვის ძირას პირველი ჩაგორდება. მას ჯილდოდ ერთი თავი ყველი გადაეცემა. მეორე და მესამე ადგილების მფლობელები კი ჯილდოდ 10 და 5 გირვანქა სტერლინგს იღებენ.

2158a4818c4e

ეს გასართობი ღონისძიება ჯანმრთელობისთვის საკმაოდ დიდ რისკს წარმოადგენს. მონაწილეები იღებენ ისეთ ტრავმებს, როგორიცაა ხერხემლის, კისრის დაზიანება, ხელის, ფეხისა და ნეკნის მოტეხილობა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ხშირად იყო ამ შეჯიბრის აკრძალვის მცდელობები: 2010 წელს აკრძალეს კიდეც, თუმცა მონაწილეობის მსურველებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ აკრძალვას და შეჯიბრი ყველის დევნაში მაინც ჩაატარეს.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ 2013 წელს ჩატარებული შეჯიბრი:

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Back to top button