საკითხავისასარგებლო

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

portrait mature

პროფესიით მფრინავი, მორალისტი ფილოსოფოსი, ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი დაიბადა 1900 წელს ქალაქ ლიონში.იგი იყო ფრანგული აეროდრომის უფროსი ესპანეთის მაროკოში,შემდეგ კი-კომპანია”აეროპოსტა-არგენტინას” საჰაერო ხაზების დირექტორი. 
იგი უშუალოდ მონაწილეობდა თავისსავე აღწერილ ამბებში.ათი წელიწადი დაფრინავდა ხან რიო-დე-ოროს თავზე,ხან ანდების კორდილიერებზე.მისი პირველი მოთხრობა -“სამხრეთის ფოსტა”- 1928 წელს გამოვიდა,ხოლო მეორე-“ღამის გაფრენა”-1931 წელს.ამ მოთხრობამ საქვეყნოდ გაუთქვა მას სახელი.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ნიჭიერი ჟურნალისტის კალმითა და მთელი სულითა და გულით ეხმაურებოდა ყველაფერს,რაც ქვეყნად ხდებოდა.ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს იგი,როგორც ფრანგული გაზეთების კორესპონდენტი,შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის ბედზე,მომავალზე,რომელსაც ფაშიზმი ემუქრება.

ადამიანებისადმი დიდი სიყვარულითაა განმსჭვალული მისი საუკეთესო ნაწარმოები-“ადამიანთა მიწა.”
ჰიტლერის წინააღმდეგ კაცობრიობის სასტიკი ბრძოლის წლებში იგი მოვლენების მგზნებარე მონაწილეა.ომის დაწყებისას იგი უკვე აღარ მსახურობდა ავიაციაში.მრავალი ხიფათის შედეგად მიღებულმა ჭრილობებმა ავიაციაში სამსახურის უფლება მოუსპო მას.მაგრამ იგი მაინც დაუბრუნდა თვითმფრინავს და იბრძოდა მტრის მიერ საფრანგეთის დაპყრობამდე.ამის შემდეგ ეგზიუპერი ამერიკაში მიემგზავრება,როგორც ემიგრანტი. დამარცხებულ და გაქელილ სამშობლოზე დარდით,მრისხანებითა და დამპყრობლებისადმი სიძულვილითაა აღსავსე მისი მოთხრობა “სამხედრო მფრინავი.”

f9jaq1i7

მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ისევ ახერხებს ავიაციაშ დაბრუნებას,რომ უშუალო მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში იგი ამ დროს თითქმის ხეიბარია.დაუხმარებლად კონბინეზონის ჩაცმაც კი არ შეუძლია,მაგრამ მას კიდევ შეუძლია მანქანის მართვა და ტყვიამფრქვევიდან სროლა.იგი ისევ ხვდება მტერს,რამდენიმე საბრძოლო დავალებას ასრულებს და 1944 წლის 31 ივლისს საჰაერო ბრძოლაში იღუპება.
მის ნაწარმოებებს მინიჭებული აქვთ საფრანგეთის სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები.

,,პატარა უფლისწული” ინგლისურ ენაზე პირველად 1943 წელს გამოიცა. შემდგომში ეს წიგნი დაახლოებით 180 ენასა თუ დიალექტზე ითარგმნა. შედის 50 მსოფლიო ბესტსელერის სიაში. თუმცა საბავშვო წიგნად მოიაზრება, აქ გახმოვანებულია ღრმა და იდეალისტური შეხედულებები ცხოვრებასა და ადამიანის ბუნებაზე. ავტორი მოგვითხრობს, როგორ ხვდება საჰარის უდაბნოში არამიწიერ პატარა პრინცს. მასთან საუბრებში ავტორი გადმოგვცემს თავის შეხედულებებსა და მარტივ ჭეშმარიტებებს, რომლებიც ადამიანებს თითქოს ავიწყდებათ, როცა იზრდებიან. ამ წიგნის არსი გადმოცემულია ცნობილი სიტყვებით, რომლებსაც მელია ეუბნება პატარა პრინცს:”დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი თვალისთვის უხილავია”. კიდევ ორი მთავარი აზრი ამ წიგნში ასევე მელიის გახმოვანებულია:”მუდამ პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე” და “შენი ვარდი განსაკუთრებული იმიტომ გეჩვენება, რომ მის მოვლას დრო შესწირე”.
წიგნში სამყაროს, ადამიანის ცხოვრების მიზნისა და ადამიანური ურთიერთობების ბავშვური ხედვა უპირისპირდება მოზრდილთა ხედვას. ავტორი ასკვნის, რომ “დიდები ასეთები არიან, ამიტომ მათზე გაბრაზება არ ღირს. ბავშვებს ისღა დარჩენიათ, უფროსებს შეუნდონ”.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close