მიწისძვრები
ამ პოსტში მოგითხრობთ მიწისძვრის სიძლიერეზე და შესაძლო შედეგებზე.
განმარტება: (ბალი/მიწისძვრის სახელი/მოკლე დახასიათება)
1/შეუმჩნეველი/აღინიშნება მხოლოდ სეისმური ხელსაწყოებით/
2/ძალიან სუსტი/შეიგრძნობა ცალკეულ ადამიანთა მიერ, რომლებიც სიმშვიდის მდგომარეობაში არიან/
3/სუსტი/შეიგრძნობა მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილის მიერ/
4/ზომიერი/შეიმცნევა ცალკეული საგნების, ფანჯრის მინების, ჭურჭლის ზანზარითა და რყევით, კარისა და კედლების ჭრაჭუნით/
5/საკმაოდ ძლიერი/შენობა მთლიანად ირყევა, ირყევა ავეჯიც.კედლებსა და ფანჯრის მინებში ჩნდება ბზარები. მძინარეები იღვიძებენ/
6/ძლიერი/კედლიდაან ცვივა სურათები, ბათქაშის ნატეხები, შენობები ზიანდება/
7/მეტად ძლიერი/სახლის კედლებში ჩნდება ბზარები და ზოგიერთი ინგრევა. ანტისეისმური და ხის შენობები უვნებელი რჯება/
8/დამანგრეველი/ციცაბო კალთებზე და ნოტიო ნიადაგში ჩნდება ნაპრალები. ძეგლები გადაადგილდება ან ყირავდება. სახლები ძლიერ ზიანდება და უმრავლესობა ინგრევა/
9/გამაჩანაგებელი/თითქმის ყველა ნაგებობა ინგრევა, განსაკუთრებული კონსტრუქციების გარდა/
10/გამანადგურებელი/ნიადაგში ჩნდება დიდი ნაპრალები. წარმოიქმნება მეწყერები და ჩამონაზვავები. რკინიგზის ლიანდაგი მრუდდება/
11/კატასტროფული/მიწის ზედაპირზე ჩნდება ფართო ნაპრალები. მრავალრიცხოვანი მეწყერები და ჩამონაზვავები. თითქმის ნადგურდება ყველაფერი რაც ადამიანის ხელს შეუქმნია/
12/ძლიერ კატასტროფული/ცვლილებები დედამიწის ზედაპირზე აღწევს უდუდეს მასშტაბს. მიწის ზედა ფენები იწყებენ გადაადგილებას ერთმანეთის მიმართ. დედამიწის ზედაპირი ისერება ნაპრალებით. მრავალრიცხოვანი ჩამონაზვავები, მეწყერები, წარმოიქმნება ჩანჩქერები, ნაგუბარი ტბები. მდინარეები იცვლიან კალაპოტს.