იმისათვის რომ მსახიობებმა დაემსგავსონ თავის გმირს ფილმში, მათ ხშირად უწევთ გარეგნობის შეცვლა, ხანდახან ჯანმრთელობის შერყევის ფასადაც, მოდით გადავხედოთ ასეთ ტრანსფორმაციას, გთვაზობთ ზოგიერთ მათგანს:
ქრისტიან ბეილი ფილმში ” მემანქანე”
ფილმ” მემანქანე”-ში როლის თამაშისთვის, კრისტიან ბეილმა დაიკლო 28,5 კილოგრამი და გახდა 55 კილო. მაშინ როცა მისი სიმაღლეა 1,86. რამდენიმე თვე ბეილი იჯდა უმკაცრეს დიეტაზე.
ტომ ჰენქსი, “განდევნა”
ტომ ჰენქსის გმირი 4 წლით უკაცრიელ კუნძულზე გატარებულს რეალურად რომ დამსგავსებოდა, მას მოუწია გადაღებების მსვლელობისას 20 კილო დაეკლო.
ვინსენტ დ’ონოფრიო, “Full Metal Jacket”
ვინსენტ დ’ონოფრიომ მოიმატა 32 კილო, სტენლი კუბრიკის ფილმში პაილის როლისათვის.
ერიკ ბანა , “CHOPPER”
თავის გმირს -ავსტრალიელ კრიმინალს მეტსახელად “მეხორცეს”რომ დამსგავსებოდა, ერიკმა გადაიპარსა თავი და მოიმატა 13 კილო 4 კვირაში.
მეტ დეიმონი, “ომში მამაცობა ”
ომში გატანჯული ნარკომანის როლი რომ ეთამაშა, მას მოუხდა 20 კილოს დაკლება, რითაც დიდი ზიანი მიაყენა თავის ჯანმრთელობას.
ჯარეტ ლეტო , “27-ე თავი ”
ჯონ ლენონის მკვლელის, მარკ დევიდ ჩემპენის როლისთვის მან მოიმატა 22 კილო. ჩვეულებრივ მდგომრეობაში ის იწონის მხოლოდ 63 კილოს. გასუქებისთვის ის დაჯდა “მაკდონალდსის” დიეტაზე. ძირითადად იკვებებოდა ჰამბურგერებით, კარტოფილი ფრით, ნაყინით და ცდილობდა ბევრი არ ემოძრავა. პარალელურად მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა ექიმი.
რენე ზელვეგერი , “ბრიჯიტ ჯონსის დღიური”
თავისი ყველაზე უფრო ცნობილი როლისთვსი მან მოიმატა 13 კილო.
ბენისი დელ ტორო , “შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში”
ბენისიო დელ ტორო გადაღებების წინ როლისთვის ფილმში- “შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” მოიმატა 18 კილო.
შარლიზ ტერონი , “მონსტრი”
მეძავის როლისთვის ფილმში “მონსტრი” შარლიზ ტერონი იყო დიეტაზე, რაშიც შედიოდა კრემიანი ნამცვრები, ,,პონჩიკები”, სხვადასხვა მაღალკალორიული საკვები, მოიმატა 13,5 კილო.
ედვარდ ნორტონი, “ამერიკული ისტორია იქსი”
ედვარდ ნორტონმა სპეციალურად “ამერიკული ისტორია იქსი”-სთვის დააგროვა კუნთების მასის 14 კილო.