არქივი

ბრძნული აზრები… თემა : ქალი

414471b3454e

შილონი – ოქროს ცეცხლით გამოცდიან, ქალს – ოქროთი, მამაკაცს – ქალით.

ისო ზირაქი – არ არსებობს ცბიერება, ქალის ცბიერებას რომ აღემატებოდეს.

მილტონი – ქალი ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა.

კონტი – მამაკაცის გამოტეხა ადვილია, ქალის შეუძლებელი.

ჰ.ლობერგერი – ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.

ვერგილიუსი – ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია.

რ.კიპლინგი – ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა.

რაფაელი – ლამაზი ქალი რომ დავხატო, ბევრი ლამაზი ქალი უნდა ვნახო.

არკადი რაიკინი – ქალი ადამანის მეგობარია.

მ.ზადორნოვი – მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალებში უკვე გარკვეულია.

ა.კუპრინი – ქალს შესწევს უნარი ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.

ბ.ბელინსკი – ცოლი საყვარელი როდია, იგი ჩვენი ცხოვრების მეგობარი და თანამგზავრია, და ჩვენ თავიდანვე უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ გვიყვარდეს ის მაშინაც, როდესაც ხანში შევა, და მაშინაც როცა დაბერდება.

პ.ს ყველა დედას გილოცავთ ამ ულამაზეს დღეს, ასევე მომავალ დედებს :kiss: დიდხანს და ბედნიერად სიცოცხლეს გისურვებთ თქვენ საყვარელ დედიკოებთან და შვილიკოებთან ერთად ( ნუ მამაკაცებიც არ დავივიწყოთ :D)

წყარო: წიგნი :)

მსგავსი ამბები

Back to top button