კულტურა

ქართველ მორაგბეებზე შური იძიეს

რამოდენიმე დღის წინ რუმინეთის ეროვნულ ჩემპიონატში “დინამოსა” და “ფარულის” მატჩში ატეხილ გრანდიოზულ ჩხუბში, რუმინეთის ნაკრების საბაზო გუნდად ქცეული “დინამოს” მოთამაშეებმა მიზნად ფარულელთა ქართველი ლეგიონერები ამოიღეს და ირაკლი ნატრიაშვილი, კახა უჩავა, გიორგი ხოსიტაშვილი და ბიძინა სამხარაძეს უმოწყალოდ სცემეს.

მატჩზე გადაღებულ ვიდეოებში ნათლად სჩანს, რომ აურზაური სრულიად უწყინარ სიტუაციაში, დაგეგმილად დაიწყო, შეხლა-შემოხლის მიზანი კი ჩვენებურთა გალახვა გახლდათ.

ამ ვანდალიზმის მიზეზი შორს საძებნელი არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ რუმინეთის სარაგბო ნაკრებმა ერთა თასის პირველ წრეში საშინელი შედეგი აჩვენა და მსოფლიოს თასის მიღმა დარჩენის დიდი საფრთხის წინაშე დგას, რისი ერთ-ერთი მიზეზიც საქართველოს ნაკრებთან თბილისში განცდილი მარცხიც გახლდათ. ხსენებულ შეხვედრაში ერთმანეთს ნატრიაშვილი და დინამოელი ტაშკა წაეკიდნენ და თვითმხილველთა თქმით, რუმინელებს იქვე დაუქადნიათ, ქართველებს ანგარიშს შიდა ჩემპიონატში გავუსწორებთო.

ალბათ, ამიტომაც იყო, ირაკლი ნატრიაშვილს საშინელ ჩხუბში ყველაზე უმოწყალოდ რომ მოხვდა. კადრებში ნათლად სჩანს, რომ რუსთაველ მორაგბეს მთელ რიგ ეპიზოდებში რამდენიმე დინამოელი ურტყამდა, თუმცა, ხელი არც ჩვენებურს დაუკლია. ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის იყო, რომ “დინამოს” მწვრთნელი დანიელ ნიაგა ჩხუბის დაწყებისთანავე გაჰყვიროდა, “ქართველები გახიეთო”.

საბოლოოდ, ნატრიაშვილს თვალი დაუშავდა და თითი მოტყდა, ხოსიტაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინეს, ხოლო უჩაავას – ყბის მოტეხილობა. ყველაზე იოლად სამხარაძე გადარჩა, რომელმაც ერთ-ერთ მომენტში მავან დინამოელს მადლიანი წიხლიც უთავაზა.დინამოს მხრიდან მძიმედ მერსოიუ და დობრე დაშავდნენ, სულ კი ჰოსპიტალში ცხრა მორაგბე იქნა გადაყვანილი.

გთავაზობთ ამ მატჩში მომხდარი ჩხუბის ამსახველ ვიდეოს საკმაოდ კარგი ხარისხით…

P.S. შეგახსენებთ რომ ბიძინა სამხარაძე 9 ნომრად თამაშობდა თეთრი ფორმით…

http://www.youtube.com/watch?v=eod3Dg4WJMg

წყარო:  http://www.lfc1892.net/

მსგავსი ამბები

Back to top button