არქივი

Beatboxing


Beatboxing ეს არის ვოკალური პერკუსიის სახეობა. რომელიც გამოიხატება დასარტყამი ინსტრუმენტების, რითმისა და მუსიკალური ბგერების გამოცემით ერთი პირის აპარატით

ამ მუსიკალური ბგერების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს ტუჩები ენა და ყელის იოგები… Beatboxing ჰიპ-ჰოპის კულტურის სახეობაა… მისი ისტორიული ფესვები უძველესი დროიდან მოდის: ინდურ, აფრიკულ და ჩინურ ძველ კულტურაში… აფრიკული ტომები რელიგიური რიტუალების ჩატარების დროს, სხეულზე ირტყავდნენ ხელებს და აგრეთვე პირით გამოსცემდნენ ხმებს, რითაც რითმულ მუსიკას ქმნიდნენ… ინდურ კულტურაში კი ბუდისტური რიტუალების დროს პირით გამოცემული ხმებით ქმნიდნენ მუსიკალურ ჰარმონიას…

Beatboxing როგორც ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი მიმდინარეობა 1980 წლიდან გვევლინება… ამ მუსიკალური მიმდინარეობოს პიონერები იყვნენ Doug E. Fresh, Buffy რომლებმაც ამერიკის ქუჩებიდან Beatboxing სცენაზე აიტანეს… დღეს-დღეობით Beatboxing საკმაოდ პოპულარულია რასაც youtube ს რეიტინგული ვიდეოებიც მოწმობს… თანამედროვე beatboxing ში უკვე აქტიურად იყენებენ ჩასაბერ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და აგრეთვე კომპიუტერულ ხმებს და ეფექტებს, რათა მეტი შთაბეჭდილება მოახდინონ მსმენელზე…
იმედია გარკვეული წარმოდგენა შევქმენი ამ მუსიკალურ მიმდინარეობაზე ახლა კი ისიამოვნეთ ჩემ მიერ არჩეული ვიდეოებით

ეს სიახლე (სტატია) შექმნილია ჩემს მიერ… ასერომ გადაკოპირების დროს მიაწერეთ AVE და UCNAURI.com

გმადლობთ ყურადღებისთვის :)

Back to top button