არქივი

ტომი და ჯერი

c910258ee54a
ტომი და ჯერი (ინგლ. Tom and Jerry), ამერიკული ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, დაარსებული უილიამ ჰანასა და ჯოსეფ ბარბერას მიერ. მისი მწარმოებელია კომპანიაა “Metro-Goldwyn-Mayer”. სიუჟეტი ყველამ კარგად ვიცით :aaa: კომპოზიტორი არის სკოტ ბრედლი (113 სერია) და ედვარდ პლუმბი. თითო სერიის ბიუჯეთი შეადგენს დაახლოებით $ 30,000.00 – $ 75,000.00. თიტო სერიის ხანგრძლივობა არანაკლებ 10 წუთია. მულტფილმის ორიგინალური ენა არის ინგლისური. ეს სერიალი აღსანიშნავია იმით, რომ 7ჯერ მოიგო აკადემიური ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანო ფილმისთვის(მულტფილმისთვის) Academy Awards for Best Short Subject (Cartoons). 2000წელს კი “თაიმმა” (TIME) დაასახელა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო შოუ. დღეისათვის ტომი და ჯერიზე უფლებები აქვს “ტაიმ ვარნერს” (Time Warner) Warner Bros.-თან ერთად. Toodles Galore არის “ტომი და ჯერის” ერთ-ერთი დამატებითი პერსონაჟი,თეთრი, მიმზიდველი კატა, ტომის სიყვარულის ობიექტი, რომელიც პირველად 1946 წელს გამოჩნდა სერიალში. მეორე დამატებითი პერსონაჟია იხვი(Quacker), რომელსაც ახმოვანებს რედ კოფი (Red Coffey) პირველად 1950 წელს გამოჩნდა ეკრანზე. Butch-ი (ქართულად: მამაკაცური :lol2: ), რომელიც პირველად 1943 წელს ჩასვეს სერიალში, არის შავ-თეთრი ქუჩის კატა, რომელიც ტომს ჯერის დაჭერაში “ეხმარება”. ე.წ. “დედიკოს ორი ჩუსტი” (Mammy Two Shoes), არის სავკანიანი, საშუალო ასაკის , მსუქანი ქალი, რომელიც თავიდან-ბოლომდე თითქმის არცერთ სერიაში არ ჩანს (Saturday Evening Puss). ასევე დამატებითი გმირები არიან: Spike და Tyke (მამა-შვილი ძაღლები, რომლებიც ვერ იტანენ ტომს და ხანდახან ჯერის ეხმარებიან);Topsy (პატარა ყავისფერი/სერი კატა); Meathead (ტავისფერი,მუნიანი,წითელქოჩორა კატა); Lightning (სტაფილოსფერი კატა, რომელსაც ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ პრაქტიკულად სინათლის სისწრაფით მოძრაობს). “ტომ & ჯერის” ისტორიას, გადაღებების მხრივ ყოფენ 2 ნაწილად, კერძოდ ჰანა-ბარბარას ერად 1940 – 1958წწ. და გენე დაიჩის ერად 1960 – 1962წწ. ჰანა-ბარბარა რომ არ ყოფილიყვნენ, რა ეშველებოდათ ბავშვებს… და მეც მათ შორის :aaa: :lol2: რათქმაუნდა რამოდენიმე სერია: :aaa:

1. Hic-cup Pup

2. The Invisible Mouse

3. Jerry And The Lion

4. Jerry And Jumbo

5. Dr Jekyll And Mr Mouse

6. Million Dollar Cat

7. Baby Puss

8. Tennis Chumps

9. Southbound Duckling

10. Casanova CAT :aaa:

:thanks:

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button