გამოგონებასაკითხავი

ჩინელები აკვარიუმი უნიტაზების წარმოებას შეუდგნენ

83a8b2c5e724

წყლის,ელექტროენერგიის და ადგილის ეკონომიის ორიგინალური მეთოდი შესთავაზეს ჩინელმა გამომგონებლებმა საზოგადოებას.

შანხაიში, სამშენებლო ინფრასტრუქტურის გამოფენაზე გამოჩნდა უნიტაზევი აკვარიუმებით. ფირმამ, რომელიც ამ ორიგინალურ უნიტაზებს უშვებს, განაცხადა, რომ ეს იდეალური ვარიანტია ოჯახისთვის, რომლებსაც ბავშვებისთვის შინაური ცხოველების მოყვანის სურვილი აქვთ, მაგრამ არ შეუძლიათ ბინაში მცირე ფართის გამო.

ჩამრეცხი და აკვარიუმი ცალ-ცალკეა განთავსებული და არანაირი საფრთხე არაა იმისა, რომ თევზები კანალიზაციაში ჩაირეცხებიან. ჩამრეცხი ბაკი პატარა მოცულობისაა აკვარიუმის გამო,რაც საშუალებას იძლევა წყალი ეკონომიურად დაიხარჯოს. აკვარიუმის კარგი განათება საშუალებას იძლევა ტუალეტში სინათლე არ გამოიყენოს მომხმარებელმა, რაც დამატებით დაზოგავს გადასახადს ელექტროენერგიაზე.

წყარო:enews.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close