გასართობისაკითხავი

გაშეკითხვებული ანეკდოტების კრებული

62e5bef31c84

შეკითხვები, რომელიც ლოგიკასთან ერთად იუმორის გრძნობის გარკვეულ დოზასაც მოითხოვს:

1. ცოლი დგას სარკესთან და ქმარს ეკითხება:
– ძვირფასო, რა მოგწონს ჩემში უფრო მეტად? ჩემი ლამაზი სახე თუ მშვენიერი ტანი?
– შენი …
დაასრულეთ ქმრის ფრაზა ორი სიტყვით.

2. ანეკდოტის მიხედვით, მამაკაცი მაშინ კვდება, როდესაც მას გული უჩერდება. იმავე ანეკდოტით, როდის ითვლება გარდაცვლილად ქალი?

3. მანდილოსანი, რომელსაც საკუთარ ხმაზე დიდი წარმოდგენა აქვს, დირიჟორს ეკითხება:
– ბევრს უთქვამს, რომ ასეთი ხმით შემიძლია ოპერაშიც წავიდე. თქვენ რას ფიქრობთ?
– ცხადია შეგიძლიათ, თუკი …
დაასრულეთ დირიჟორის ფრაზა ორი სიტყვით.

4. წერილი ქმარს: “ნუ იდარდებ, შენი ცოლი ჩვენ გავიტაცეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუ მუხათგვერდის სასაფლაოზე 4000 დოლარს ამოიტან. იცოდე, პოლიციას არ შეატყობინო, თორემ …”
რითი დაემუქრნენ გამტაცებლები ქმარს?

5. ჭიჭიკიას ქალი მოეწონა, მაგრამ არშიყობის წესებზე აცრილი გახლდათ და პრიმიტიულად დაუწყო:
– ლამაზო, ასეთი მშვენიერი ფეხები, ტანი და მკერდი სად იშოვე?
– საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე. – დაცინვით გამოხედა ქალმა.
– მერე, სახე … მოგცეს?
ჩასვით გამოტოვებული სიტყვა.

6. პატიმარი ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის დააკავეს. პოლიციელის შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, მან მიზეზად ცოლის შერთვის სურვილი დაასახელა. სამართალდამცველმა გაიკვირვა: “რა უცნაური წარმოდგენა გქონიათ …”
რაზე?

7. გააფთრებული ოჯახური შეტაკების დროს ცოლმა ქმარს მიახალა:
– ჯობდა, თვით ეშმაკს გავყოლოდი ცოლად!
– ეგ შეუძლებელია! – მშვიდად მიუგო ქმარმა.
რატომ იყო შეუძლებელი მათ შორის ქორწინება ქმრის აზრით?

8. მატარებლის კუპეში მოხუცი ჯიბიდან იღებს ჩიბუხს.
– თქვენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ გავაბოლებ?
– X.
– მაშინ რა გაეწყობა, – თქვა მოხუცმა და ჩიბუხი ჯიბეში შეინახა.
თქვენ X–ის ნაცვლად უნდა ჩასვათ ფრაზა, რომელიც საკმაოდ ცნობილია და შესაძლოა ხშირადაც კი ვამბობთ (ან გვესმის) ჩვენს ყოველდღიურ ყოფა–ცხოვრებაში.

9. ერთი მეგობარი მეორეს:
– ბიჭო, რა არის სულ გადაირია ეს ჟორჟიკა. ორი დღის წინ ცოლი დამარხა, ახლა კიდევ ზის ტელევიზორის წინ და ფილმს უყურებს.
რა თქვა ჟორჟიკას მეორე მეგობარმა ფილმზე ისეთი, რაც ჟორჟიკას ამართლებდა?

10. სკოლიდან დაბრუნებული პედრო დედას ეუბნება:
– ტრამვაიში შემთხვევით ერთ დეიდას ფეხი დავადგი ფეხზე, მაშინვე ბოდიში მოვუხადე და მან კანფეტი მომცა.
– მადლობა თუ გადაუხადე?
– არა.
მაშ, როგორ მოიქცა ბავშვი?

წყარო:დოინ.ჯი
ვინც იცით პასუხები თავი შეიკავეთ მაინც დაწერისაგან…ვაცადოთ ჩვენი უცნაურელი მეგობრებიც,რომ გაერთონ… :thanks:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close