გართობაუცნაური

საგნები თქვენ სახლში, რომლებიც უნიტაზზე უფრო ბინძურია

0dea68694008 კლავიატურა, რომლითაც ახლა სარგებლობთ
სწორედ თქვენს კლავიატურაზე შეგიძლიათ დაინახოთ რა გაქვთ ცხვირში და კუჭში. კლავიატურის არასწორი შერჩევის გამო, ლონდონში ერთ-ერთ ოფისში თანამშრომლები ავადმყოფობდნენ. ტესტების ჩატარების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კლავიატურაზე 100-ჯერ უფრო მეტი ბაქტერია იყო ვიდრე უნიტაზზე. რა თქმა უნდა ყველა კლავიატურა ასეთი ბინძური არაა. კლავიატურა ბინძურდება თუ არ დავიცავთ ელემენტარულ ჰიგიენურ წესებს. ვინც არ იცავს იმის გასაგონად-ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ხელები საპნით უნდა დაიბანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ “აამღეროთ” კლავიშები კლავიატურაზე. ზოგიერთ ადამიანს უყვარს ცხვირში ქექვა ან კომპიუტერთან მუშაობისას ჭამა. კომპიუტერთან ჭამის დროს ნამცეცები იყრება კლავიატურაზე, იქ რჩება და მიკრობებს გასამრავლებლად საშუალება ეძლევათ. რეკომენდირებულია კლავიატურის გაწმენდა სველი “სალფეტკით” ან სპირტში დასველებული ბამბით.

სამზარეულო

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ საჭმლის სამზარეულოში დამზადებას მისი ვანაში მომზადება ჯობია. ვინც ასე ფიქრობს ჯობია ეს სიგიჟე თავიდან ამოიგდოს- დაწყებული დანებიდან დამთავრებული ტაშტებით ყველაფერი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამ უკანასკნელში ჭურჭელს რეცხავთ და ამის შემდეგ გემრიელად მიიღთმევთ საჭმელს. როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? სანიტარი ექიმები გვირჩევენ, რომ ჭურჭელი გავრეცხოთ პირდაპირ ნიჟარაში და არა ტაშტებში. გარეცხვამდე ხელები დავიბანოთ და ნიჟარა კარგად გავასუფთავოთ. ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ ისევ გავწმინდოთ ნიჟარა. ასევე აუცილებელია სამშრალებელი ტილო იყოს სუფთად ჩამოკიდებული სუფთა კუთხეში. ასევე რეკომენდირებულია სენსორული ონკანის დაყენება-ძალიან ჰიგიენურია, იმიტომ, რომ არ გიხდებათ ონკანზე შეხება.

მამაკაცის “საფულე”

იმ ნივთებიდან, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ ბაქტერიების გავრცელების ყველაზე დიდი წყაროს მატარებელია მამაკაცის “ბუმაჟნიკი”. თქვენ სისტემატიურად იღებთ ან პირიქით დებთ მასში ფულს ან რაიმე სხვა საგანს- ამ პროცესის შესრულებისგან ბაქტერიები ხვდება თქვენს ხელებზე. ამასთან მამაკაცები ხშირ შემთხვევაში “ბუმაჟნიკს” უკანა ჯიბეში ინახავენ, სადაც სითბოს გამო ბაქტერიები უფრო მალე მრავლდებიან.

მსგავსი ამბები

Back to top button