ახალი ამბებისაკითხავისურათები
სიგარების საერთაშორისო ფესტივალი
ჰავანაში გაიხსნა XII საერთაშორისო ფესტივალი კუბური სიგარებისა. ამ ღონისძიებამ ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო და თავისუფლების კუნძულს უამრავი სტუმარი ეწვია. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იყვნენ არამარტო სპეციალისტები ამ ელიტური თამბაქოსი, არამედ ბევრი ცნობილი მსახიობი, მუსიკოსი და სპორტის მიმდევარიც კი. (არადა ნათქვამია: სპორტი და მოწევა ერთმანეთს არ შეესაბამებაო). გასულ წელს კუბური სიგარას ექსპორტი შემცირდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, თუმცა წელს ფესტივალთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს თუ გავითვალისწინებთ ყველაფერი კარგად მიდის კუბელთათვის.