საკითხავისასარგებლო

“მძინარე მზეთუნახავის” სინდრომი…

7be4eb30437f

მძინარე მზეთუნახავის სინდრომი – ნერვული უჯრედების პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის გარკვეულ უბანში სისხლის მიწოდების შემცირებით – შედეგად უჯრედები კარგავენ ფუნქციოანლურ აქტივობას არასაკმარისი სისხლმომარაგების გამო, რომელიც ვერ უზრუველყოფს მეტაბოლიზმის საკმარის დონეს, მაგრამ საკმარისია ტვინის ქსოვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რაც უზრუნევლყოფს ნორმალური სისხლმომარაგების აღდგენისას დარღვეული ფუნქციის ნორმალიზაციას.

სწორედ ეს დაავადება დაუდგინეს 15 წლის ბრიტანელ გოგონას.
მას ორი კვირა ზედიზედ სძინავს.

ეს სინდრომი გოგონას ჯერ კიდევ 2008 წელს, ძლიერი გრიპის შემდეგ გამოაჩნდა. ექიმებს ძილად მივარდნა თავდაპირველად ჰორმონული დარღვევის ბრალი ეგონათ, მაგრამ როდესაც ლუიზას მთელი 10 დღე ეძინა, “მძინარე მზეთუნახავის” სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.

347565f02c79

როდესაც ლუიზამ ასე ღრმად პირველად დაიძინა, მშობლები პანიკამ მოიცვა. ისინი იძულებული იყვნენ, გოგონა დღეში ერთხელ მაინც გაეღვიძებინათ, რომ ეჭამა და საპირფარეშოში წასულიყო. ლუიზა კითხვებზე პასუხობდა, მერე კი ისევ იძინებდა, გამოღვიძებულს კი აღარაფერი ახსოვდა.

ამ დაავადების სამკურნალო ეფექტურ მედიკამენტურ საშუალებას ექიმებმა ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.

წყარო: madgeo.net და ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close