TECH & მეცნიერებაგართობა

საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო

2012 New Year Wallpaper 11
საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო.
Auld Lang Syne
ამ სიმღერას ხალხი ინგლისურენოვან ქვეყნებში ახალი წლის წინა ღამეს ასრულებს. Auld Lang Syne არის ძველი შოტლანდიური სიმღერა, რომელიც დაიწერა 1796 წელს პოეტ რობერტ ბერნსის მიერ და შესულია წიგნში სახელად ,, შოტლანდიელთა მუსიკალური მუზეუმი”. ამ სიმღერის ტექსტი დაწერა რობერტ ბერნსმა მას შემდეგ რაც მან მოუსმინა შოტლანდიელი უსახლკარო მოხუცის სიმღერას. ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ Auld Lang Syne არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა რომლის ტექსტი და ზუსტი მნიშვნელობა არავინ იცის. ამ სიმღერის დასახელება ასე ჟღერს ,, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა” ამ სიმღერის შექმნით მისი ავტორი მომავალ თაობას სთხოვს, რომ არასდროს დაივიწყონ წარსული და ძველი მეგობრები, რათა ყოველთვის ახსოვდეთ ძველი დრო. ეს პირველი და ყველასთვის კარგადცნობილი ვერსიაა. მეორე შედარებით ნაკლებადცნობილი მოსაზრების თანახმად, Auld Lang Syne მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ სიყრმის განუყრელი მეგობრები ერთმანეთს ჟამთაცვლამ. “seas between us braid hae roar’d” (ახლა ჩვენ შორის ზღვა ღელავს) მაგრამ ყოველთვის არის მეგობრის დაბრუნების საშუალება. რეალურად თუ არა ოცნებებში მაინც. ეს სიმღერა რობერტ ბერნსს ეკუთვნის, მაგრამ პოპულარობა Auld Lang Syne-ს გაი ლომბარდომ მოუტანა. სწორედ ამ ადამიანის გამო გახდა ეს სიმღერა ,,ახალი წლის ჰიმნი” მრავალი ქვეყნისათვის. ლომბარდომ ეს სიმღერა პირველად თავის მშობლიურ ქალაქ ლონდონში მოისმინა მაშინ როდესაც Auld Lang Syne-ს შოტლანდიელი ემიგრანტები მღეროდნენ. გაი ლომბარდოს ამ დროს ჰქონდა ცეკვის ანსამბლი და თავდაპირველად მათ Auld Lang Syne გამოიყენეს როგორც საცეკვაო სიმღერა. ლომბარდომ ეს სიმღერა დაუკრა 1929 წელს ნიუ იორკში გამართულ წვეულებაზე ახალი წლის წინა დღეს და ტრადიციაც დაიბადა. ამ დღის შემდეგ სიმღერამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მელოდიას 1930 წლიდან 1976 წლამდე გაიგონებდით. თავდაპირველად რადიოში ხოლო შემდეგ ტელევიზორშიც. Auld Lang Syne – მა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მას შემდეგ, რაც წინასაახალწლოდ შტატებში შეწყვიტეს ამ სიმღერის გაშვება Life magazine-მა დაწერა სტატია ასეთი სათაურით ,, Auld Lang Syne” დაკვრა შეწყდა ქუჩებში, ამერიკელებს ახალი წლის დადგომის აღარც კი სჯერათ”
ჰოგმენეი (შოტლანდია)

Auld Lang Syne-ის სამშობლო ასევე ჰოგმენეის სამშობლოც არის. ერთ-ერთი ტრადიციის მიხედვით, შოტლანდიელები ახალი წლის დადგომის შემდეგ ელოდებიან ,,Firts foot-ს” ანუ მეკვლეს. ძირითადად მეკვლეები ერთმანეთის მეზობლები ან მეგობრები არიან. შოტლანდიაში ხალხს სჯერა, რომ მეკვლე მის ოჯახს იღბალსა და სიმდიდრეს მოუტანს. იმ შემთხვევაში თუ მეკვლე იქნება მაღალი და შავგვრემანი მამაკაცი შოტლანდიელების რწმენით მათ აუცილებლად კარგი წელი ექნებათ. მეკვლეს როკორც წესი ოჯახში შეაქვს ნაკვერჩხალი და ანთებს ცეცხლს ბუხარში ან ოჯახში შეაქვს ფხვიერი ნამცხვარი. ახალი წლის დადგომის შემდეგ ედიმბურგში უდიდესი ჰოგმენეი იმართება. ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ერთობა ცეცხლის გარშემო.
ოშოგაცუ (იაპონია)

იაპონიაში ახალი წელი უმთავრესი დღესასწაულია და განახლების სიმბოლოს წარმოადგენს. დეკემბრის ბოლოს იაპონიაში ანთებენ ცეცხლს, ისვრიან ფეირვერკებს და ცუდ მოგონებებს ატანენ წარსულს მომავალს კი იმედით ხვდებიან. ამ ტრადიციას იაპონელები ,,ბონეკაის” უწოდებენ. 31 დეკემბერს ყველა იაპონელი ივიწყებს უთანხმოებას, სახლს ასუფთავებს და ახალიწლის შესახვედრად ემზადება. 31 დეკემბერს, შუაღამეს ბუდისტური ტაძრების ზარები 108ჯერ რეკენ და დევნიან 108 ადამიანურ სისუსტეს. ახალ წელს ბაავშვები იღებენ ,,ოტოშიდამას” (პატარა ყუთი რომელშიც ფული დევს) იაპონიაში ახალ წელს მოსაწვევი ბარათების გაგზავნა ოშიგაცუს ნაწილს შეადგენს. ამის გამო საფოსტო ოფისები სრული დატვირთვით მუშაობენ.
ესპანეთი
ესპანეთში ახალი წლის ღამეს ხალხი მიირთმევს ყურძნის 12 მარცვალს. მათი რწმენით, ამის შემდეგ მომავალ 12 თვეს ბედნიერად გაატარებენ.
ჰოლანდია
ჰოლანდიელები ქუჩაში წვავენ ნაძვისხეებს და ისვრიან ფეირვერკს. ამით ისინი ძველ წელს აცილებენ და ახალს ხვდებიან.
საბერძნეთი

ბერძენთათვის ახალი წელი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ბასილისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. ახალი წლის ღამეს ბერძნები მიირთმევენ ეროვნულ საკვებს რომელსაც ვასილოპიტა ჰქვია. მას ასევე წმინდა ბასილის ნამცხვარსაც უწოდებენ. ამ ნამცხვარში ბერძნები მონეტას მალავენ. მათი რწმენით ვინც პირველი იპოვის ამ მონეტას, იღბლიანი წელი ექნება.
შეერთებული შტატები

ამერიკის ყველაზე ცნობილი საახალწლო ტრადიცია არის ტაიმ სკვერზე ბურთის დაშვება. მოედანზე უამრავი ადამიანის თანდასწრებით ღამის 11:59 წუთზე უშვებენ ბურთს. დაშვება ზუსტად ერთ წუთს გრძელდება და ხალხს ახალი წლის დადგომას ამცნობს. ტრადიცია გაჩნდა 1907 წელს. თავდაპირველად ბურთი დამზადებული იყო რკინისა და ხისაგან. ახლა ბურთი დამზადებულია ვოტერფორდის კრისტალისგან და იწონის დაახლოებით 485 კილოგრამს.
ნიუ იორკისგან განსხვავებით ახალი წელს იმართება საფეხბურთო მატჩი, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება. ახალ წელს ფეირვერკები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. თავდაპირველად ხალხი ფეირვერკებს იყენებდა ავი სულების გასადევნად. ახლა კი ფეირვერკი ახალი წლის განუყოფელი ნაწილი გახდა.

დაბოლოს, ბედნიერ შობა-ახალ წელს წელს გისურვებთ და ,,აბას” ამ სიმღერით გემშვიდობებით.

მსგავსი ამბები

Back to top button