ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

MWC 2010: HTC Desire – დიდი ეკრანი და Sense ტექნოლოგია

1f2a505e213d
საერთაშორისო მობილურ კონგრესზე HTC-ის მიერ წარმოდგენილ სამი სმარტფონიდან Desire ყველაზე სრულყოფილია. სიახლე გამოირჩევა დიდი 3,7-დიუმიანი AMOLED-ეკრანით, Desire “გულია” პროცესორი Snapdragon სიმძლავრით 1 გჰც. თანამედროვე ინტერნეტ-რესურსებში სერფინგისთვის Adobe Flash 10.1-ის მხარდაჭერა გამოგადგებათ. ვირტუალური ურთიერთობის ეფექტური ორგანიზებისთვის არის საშუალება, სახელად Friend Stream და იგი Sense ტექნოლოგიის ნაწილია. ეს უკანასკნელი კომუნიკაციის ყველა არხის (Twitter, ფოსტა, Facebook, ზარები და ა.შ.) განახლებების ერთიან ორგანიზებულ მიმდევრობად გაერთიანების საშუალებას იძლევა.

ისევე როგორც HTC Legend, Desire აღჭურვილია ოპტიკური თრექბოლით, ხოლო ოპერაციული სისტემის სახით გამოყენებულია Google Android. Desire გაყიდვაში 2010 წლის მეორე კვარტალის დასაწყისში გამოჩნდება.

წყარო: www.TopMobile.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button