არქივი

ალბერტ აინშტაინის 10 ოქროს წესი

ალბერტ აინშტაინის 10 ოქროს წესი
ალბერტ აინშტაინის 10 ოქროს წესი.აინშტაინის ათი ოქროს გაკვეთილი, რომელთაც გონიერი ადამიანი აუცილებლად გამოიყენებს ცხოვრებაში.

1. ადამიანს, რომელიც არასდროს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება. ადამიანების უმრავლესობა ახლის გაკეთებას შეცდომის შიშით გაურბის, მაგრამ ეს შიში უადგილოა. ადამიანი, რომელიც მარცხდება, გაცილებით მეტს იგებს იმაზე, თუ როგორ უნდა გაიმარჯვო, ვიდრე ის, ვისთანაც წარმატება უცებ მოდის.

2. განათლება — ისაა, რაც გრჩება მას შემდეგ, რაც ივიწყებ იმას, რაც სკოლაში გასწავლეს. 30 წლის შემდეგ საერთოდ დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. დაგამახსოვრდებათ მხოლოდ ის, რაც თავად ისწავლეთ.

3. ჩემს წარმოსახვაში თავისუფლად ვხატავ. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. წარმოსახვა მთელ მსოფლიოს მოიცავს. როცა ხვდები, რა გზა გაიარა კაცობრიობამ გამოქვაბულიდან დღემდე, წარმოსახვის ძალასაც სრული მასშტაბით გრძნობ. ის, რაც ახლა გვაქვს, ჩვენი წინაპრების წარმოსახვითაა მიღწეული. ის, რაც მომავალში გვექნება, ჩვენი წარმოსახვის დახმარებით აშენდება.

4. შემოქმედების საიდუმლო შთაგნების წყაროს დაფარვის უნარია. თქვენი შემოქმედების უნიკალურობა უპირადტესად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად მალავთ წყაროებს. შეიძლება ვინმე დიდი ადამიანია შთაგონების წყარო, თუკი ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ მთელი მსოფლიო გიყურებთ, თქვენი იდეები უნიკალურად უნდა გამოიყურებოდეს.

5. ადამიანის ფასი იმით უნდა განისაზღვრებოდეს, თუ რას იძლევა ის, და არა იმით, რისი მიღწევა შეუძლია. შეეცადეთ წარმატებული კი არა, ძვირფასი ადამიანი გახდეთ. თუკი საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ თითოეულმა მსოფლიოს რაღაც მისცა.

უნდა გასცე, იმისთვის, რომ მიღების საშუალება გქონდეს. როცა თვენი მიზანი სამყაროში ფასეულობათა გამრავლებაა, ცხოვრების მომდევნო დონეზე გადადიხართ.

6. ცხოვრების ორი ხერხი არსებობს: შეგიძლიათ იცხოვრეოთ ისე, თითქოს სასწაულები არ ხდება და შეგიძლიათ ისე იცხოვროთ, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაზე სასწაული იყოს. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს სამყაროში სასწაული არაა, თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რასაც მოინდომებთ და დაბრკოლება არ გექნებათ. და თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს ყველაფერი სასწაული იყოს, სულ მცირედი სილამაზითაც კი დატკბებით. თუ ერთდროულად ორივენაირად იცხოვრებთ, მაშინ თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ნაყოფიერი იქნება.

7. როცა ჩემს თავს და ფიქრის ჩემეულ გზას ვსწავლობ, ვასკვნი, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის ნიჭი ჩემთვის აბსტრაქტული აზროვნებისთვის ნებისმიერ უნარზე მეტად მნიშვნელოვანი იყო. ოცნება ყველაფერზე – რის მიღწევასაც ცხოვრებაში შეძლებდით, — ეს პოზიტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტია. მიეცით თქვენს წარმოსახვას საშუალება თავისუფლად იხეტიალოს და შექმნას სამყარო, რომელშიც თქვენ იცხოვრებდით.

8. ცხვრის ფარის წუნდაუდებელი წევრი რომ გახდა, პირველ რიგში, ცხვარი უნდა გახდე. თუ გსურთ წარმატებული მეწარმე იყო, ბიზნესი დღესვე დაიწყე. დაწყება გინდოდეს და შედეგის გეშინოდეს?! – ასე ვერსად მიხვალთ. ეს ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება: რომ მოიგო თამაშია საჭირო.

9. თამაშის წესები უნდა ისწავლოთ. მერე კი ყველაზე უკეთესად უნდა დაიწყოთ თამაში. მარტივია, როგორც ყველაფერი გენიალური.

10. ძალიან მნიშვნელოვანია კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა შემთხვევით არ მიეცა ადამიანს. გონიერი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. ჰკითხეთ თქვენს თავს და მეგობრებს, რომ გადაწყვეტილება იპოვოთ. ეს ახლის გაგებისა და საკუთარი ზრდის ანალიზის საშუალებას მოგცემთ.

 

წყარო : http://www.eva.ge

Back to top button