საკითხავიუცნაური

მაქცია

ვისაც მაქციების ისტორია აინტერესებს… :yes:

მაქციებს ეძახიან ადამიანებს, რომლებსაც უნარი შესწევთ, ჯერ მგლებად გადაიქცნენ, შემდეგ ისევ ადამიანის სახე მიიღონ. თუ ამას ექიმის თვალით შევხედავთ, ფიზიოლოგიურად, ეს შეუძლებელია. მეორე მხრივ, როგორც იურისტებმა, ეს უნდა დავიჯეროთ, ვინაიდან იურისპუდენციის ისტორია სავსეა სასამართლო საქმეებით, მაქციებს სიკვდილს რომ უსჯიდნენ. თანაც მოწმეთა ჩვენებები, _ როგორც წესი, _ ერთსულოვანია და მათ უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანები იძლევიან, ეჭვსაც ვერ შეიტანთ, დამნაშავეებს, გარეული ცხოველების სახით ბოროტმოქმედებებს რომ სცადიოდნენ, მართლაც შეეძლოთ ხან ადამიანის, ხან ცხოველის სახის მიღება. დიახ, ერთი მხრიდან ეს “გადაქცევა” შეუძლებელია, მეორე მხრიდადან კი _ მქციები არსებობენ. აი, კიდევ ერთი ამოუცნობი ფენომენი.
ყველაზე პირდაპირი სამხილი იმათგან მოდის, ვინც საკუთარი თვალით იხილა ეს საოცარი ტრანსფორმაცია. ერთი ასეთი თვითმხილველია _ პუატიეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის რექტორი პიერ მამორი (XVსაუკუნე). მისი ჩვენება მოაქვს მღვდელს მონტეგიუ სამერსს, თავის წიგნში “მაქცია”. პიერ მამორმა მოყვა ლორეინელი გლეხის მეუღლის შემზარავი ისტორი, ქალმა დაინახა, მაგიდასთან მჯდომმა მისმა ქმარმა როგორ “ამოარწყია” ხელის მტევანი და მერე მთელი ხელი იმ ბავშვისა, რომელიც მაშინ შეჭამა, როცა მგლის სახე ჰქონდა. მამორი ამას “დემონური ილუზიით” ხსნის, ვინაიდან მისი თეორიის თანახმად, მაქციები მგლები არიან, რომლებშიც ადამიანთა სულები ჩასახლებულა და მათი ბსხეულები კი ამ დროს უსაფრთხო ადგილასაა შენახული და ყველაფერი ეს ბოროტი დემონების ნამოქმედარია.
ეს თეორია არ გამოდგება ისეთი მაგალითის ასახსნელად, როგორიც ოლაუს მაგნუსს მოჰყავს თავის “ჩრფილოეთის ხალხების ისტორიაში” (1555წ). ერთხელ მონამ გაიგონა, მისი ბატონის მეუღლე ადამიანის მგლად გადაქცევის შესაძლებლობას როგორ უარყოფდა. მონა ქალბატონს შეეწინააღმდეგა და კიდეც დაუმტკიცა _ ეს ტრანსფორმაცია მის თვალწინ ჩაატრა. “მონას” ძაღლები მიუქსიეს, მგლად ქცეული თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ორთაბრძოლაში ერთი თვალიც დაკარგა. მეორე დღეს ადამიანის სახით დაბრუნდა, ოღონდ ჩალთვალა.

თითქმის ახლი შემთხვევა მოყვანილია ს.დიენის წიგნში “ოკულტიზმი აღმოსავლეთში”. 1960 წ. ჰაროლდ. მ. იანგი, ბირმის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკი და იმჟამად ქალაქ ჩიანგმაის (ტაილანდი) ზოოპარკის მფლობელი, ლახუს მთებში ნადირობდა, ბირმა-ტაილანდის საზღვარზე. მოულოდნელად ჯუნგლის მაქციას წააწყდა, იქაურები “ტაოს” რომ ეძახდნენ. სოფელში რომ შევიდა შეიტყო “ტაო” სადღაც ახლო- მახლო იყო. უცებ ყვირილი გაისმა, იანმა ქოხთან მიირბინა, სადაც მთვარის შუქზე ნათლად ჩანდა “ტაო” კბილებით ჩაფრენოდა ქალს კისერში, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მან იარაღი აღმართა და მხეცს გულში ესროლა, ის ჯუნგლებში შევარდა, თან სისხლიან კვალს ტოვებდა. დილით იანგი და სოფლის მცხოვრებნი ნაკვალვს გაჰყვნენ. ის ჯერ ჯუნგლებში მიდოდა, იქიდან უკან _ სოფელში, ქოხისკენ, სადაც გულ-მკერდში ტყვიით დაჭრილი მამაკაცი იპოვეს.
ეს თანამედროვე აღწერა ზუსტად ემთხვევა მაქციებზე კლასიკურ ისტორიებს _ ისევ და ისევ რომ მეორდება. არ ვიცით იანგის “ტაოს” რა დაემართა, ვინაიდან მეორე პირიდან მოგითხრობთ. ჩვენ პირდაპირი მთხრობელებიც გვყავს ვროპაში მაქციების არსებობის შესახებ, თანაც საიმედო _ სასამართლო პროცესების ანგარიშები.

1521წ. დეკემბერში, პოლინში, ორი ფრანგი გლეხი, ბურგო და ვერდენი გაასამართლეს, კანიბალური მკვლელობების გამო, მგლებად გადაქცეულები რომ სჩადიოდნენ. ბურგომ განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ეშმაკს ემსახურებადა ვერდენის წაქეზებით ახლა უფრო ხშირად იცლის სახეს, ეს უკანასკნელი კი ნამდვილი “პროფესიონალი” და ჯადოქართა კლანის წევრია. ამ ორიდან ვერდენი უფრო გამოცდილი იყო, სახეს ტანსაცმელგაუხდელი იცვლიდა, მაშინ როცა ბურგო უნდა გაშიშვლებიულიყო და ტანი “მგლის” მალამოთი დაეზილა, თავისი მფარველებისაგან რომ იღებდა. ტრანსფორმაციის ხელშემწყობი მალამო მსგავს ისტორიებში ხშირად გვხვდება. ბურგო და ვერდენი სოფლის მცხოვრებლებს თავს ესხმოდნენ და ჭამდნენ. ეს დიდხანს გრძელდებოდა, სანამ ვერდენი არ დაჭრეს. ერთმა შეიარაღებულმა მოგზაურმა ესროლა, მერე სისხლიან კვალს გაჰყვა და იმ ქოხს მიადგა, სადაც ვერდენს ცოლი ჭრილობებს უხვევდა. ორივე დამნაშავე ჩამოახრჩვეს, მასთან ერთად მესამე მაქციაც _ სამივეს პორტრეტი დიდხანს ეკიდა პოლინის დომინიკელთა ეკლესიაში.
XVI საუკუნეში მაქციები, ევროპაში, რომ იტყვიან მძვინვარებდნენ. საფრანგეთში მაგალითად, ბევრი შეპყრობილი და დამწვარი მაქცია ჯადოქარიც გახლდათ, რომელთაც სხვა ჯადოქრებისაგან ტრანსფორმაციის ხელოვნება ჰქონდათ ნასწავლი. ეს გვაფიქრებინებს _ ალბათ, რაღაც ტრადიციული, მაგიური რიტუალი არსებობდა, ერთი ეპოქიდან მეორეში რომ გადადიოდა და ევროპის ზოგ კუთხეში დღესაც შემორჩენილია.

X საუკუნეში ოსორელებს (ირლანდია) ასეთი უცნაური ჩვეულება გჰქონდათ: ორი ადგილობრივი მცხოვრები მგლის ტყვაში უნდა გახვეულიყო, ყოველ ასეთ წყვილს ეს “როლი” შვიდი წლის მანძილზე უნდა ეთამაშა. ჰირალდ კამბრენსკი თავის წიგნში “ ირლანდიის ტოპოგრაფია” მოგვითხრობს: ირლანდიელი მღვდელი ადგილობრივ მაქციას ესაუბრა 1182წ. მღვდელი ოლსტერიდან მიტში მიდიოდა, შემოაღამდა და გადაწყვიტა ღამე ტყეში გაეთია. ამ დროს მგელი მიუახლოვდა, რომელმაც მოულოდნელად თხოვა, სიკვდილის წინ ჩემი ცოლი აკურთხეო. მღვდელს სულაც არ უნდოდა ასეთ არსებებთან რელიგიური რიტუალი შეესრულებინა, მაგრამ მაქციამ დაამშვიდა, ცოლს მგლის ტყავი ჩამოაცალა: მის ქვეშ ჩვეულებრივი მოხუცი ქალი აღმოჩნდა.
ჟურნალი “კორნხილ მეგეზინი” (1918 წ. ოქტომბერი) ჩრდილოეთ ნიგერიაში კაპიტან შოტის თავგადასავალზე მოგვითხრობდა. ერთ სოფელში, სადაც ის და მისი თანამგზავრები შევიდნენ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უთხრეს, აფთრები ძალინ გვაწუხებენო. მონადირეებმა, მათ კვალს რომ მიჰყვებოდნენ, რამდენჯერმე შეამჩიეს, რომ აფთრის კვალი ადამიანის კვალში გადადიოდა. კაპიტანმა შოტმა და მისმა ხალხმა დიდ აფთარს ტყვიით ყბა შეუნგრიეს. სისხლიანმა კვალმა სხვა სოფელში მიიყვანა, სადაც იმავე დღეს ერთი გლეხი საშინელი ჭრილობისაგან გარდაცვლილა. მეზობლებმა მიზეზი არ იცოდნენ, აღმოჩნდა რომ ტყვიას მისთვის… ყბა მოეგლიჯა.
მსგავსი ისტორიები გვხვდება მაქცია _ მელიებზე, ვეფხვებზე, კურდღლებზე, დათვებზე, კატებზე, თრითინებზე და ა.შ. მაქციებზე კამათი უძველესი დროიდან არ წყდებოდა, თუმცა ადანმიანისთვის, რომელსაც ყელს უღადრავს მგლის მსგავსი არსება, სულერთია მგელია ის თუ ადამიანი _ მაქცია.

ზოგი ამ ფენომენს _ “ნარკოტიკული საშუალების, მაგიური რიტუალისა და განდიდების მანიის ეფექტად:” მიიჩნევს. მათ სპონდე არ ეთანხმებოდა, იგი 1583 წელს წერდა: “თუკი ბალახებისაგან დამზადებულ შინაურ წამალს და ეშმაკის ზალას, ან ორივეს ერთად შეუძლიათ ადამიანის უკვდავი სული და გონება მართონ, განა გასაკვირია, რო მ მის ხორცცზედაც იმოქმედონ?”. ეს ფენომენი ჩვ.წელთაღრიცხვის II საუკუნეში პირველად ახსნა რომაელმა ექიმმა და მწერალმა მარსელ სიდეცკიმ. მისი აზრით ლაპარაკია ძალიან არასასიამოვნო ფენონემზე, ლიკანროპიაზე: მისი მსხვერპლნი თავს მგლებად წარმოიდგენდნენ და შესაბამისად იქცევიან. სხვა საქმეა, რითი იხსნება თავად ლიკანთროპია: იწვევს თუ არა მას, “მელანქოლიის განსაკუთრებული სახეობა”, როგორც მარსელი თვლიდა (მაშინ ცივი აბაზანებით და დიეტით მკურნალობა შეიძლება) ან საქმე, იქნებ, ადამიანში “ეშმაკის ჩასახლებაშია”, როგორც ირწმუნებოდა სამერსი და ბევრის სხვაც.
ლიკანთროპიის თეორია მოვლენის მხოლოდ ნაწილს ხსნის, ასევე არასრულფასოვანია სხვა ახსნა-განმარტებები, მაგალითად, თვითჰიპნოზი, ან რომელიმე ცხველის ტყავის ტარება. ვიკინგებს შორის ყველაზე მამაცი მეომრები დათვის ტყავებს იხვევდნენ, რომ ბრძოლისთვის აუცილებელი ძალა და მრისხანება მომატებოდათ. იმ ცხოველების სულებსაც იძახებდნენ, ვის ტყავებსაც ატარებდნენ. ადამიანი-ლეოპარდების საიდუმლო ორგანიზაციის წევრები აღმოსავლეთ აფრიკის ზოგ რაიონში ტყავის შემოხვევისა და სულების შელოცვის რიტუალს ახლაც ატარებენ.

რამდენიმე ფილმის ლინკი მაქციებზე:

1. Van Helsing _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=PRPXQ
2. Never Cry Werewolf _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=JQOPN
3. An American Werewolf In London _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=OPPT
4. An American Werewolf in Paris _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=OWRXP
5. The Wolf Man _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=FNOJG
6. Le Pacte des Loups _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=NQVPP
7. Wolf _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=EGFNH
8. Audie & the Wolf _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=DMGJD
9. Волкодав _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=EIMKH
10. Wolfhound _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=EGFNJ
11. Cursed _ http://avoe.ge/movies/one.php?mid=5167
12. Dog Soldiers [Goblin] _ http://avoe.ge/movies/one.php?mid=6604
13. Underworld Rise of the Lycans _ http://avoe.ge/movies/one.php?mid=10146
14. Ginger Snaps 2 – Unleashed _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=PQPTX
15. The Howling _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=JLQKJ
16. Blood and Chocolate _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KNLTT
17. The Twilight Saga: New Moon _ http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=AIJED

წყარო: “სასწაულთა წიგნი”. ჯ. მიჩელი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close