უცნაური

ავტოამპუტაცია

9524c6cb8a83
სრულიადში გაეცნობით ავტოამპუტაციის რამდენიმე შემთხვევას :yes:

df14ae49a828
1995 წელს 30 წლის ფერმერი ქრისტოფ აზნინსკი მეგობრებთან ერთად სვამდა, როცა უეცრად თავში აზრად მოუვიდათ, შიშვლებს ეცეკვათ და “კაცური თამაშები” ეთამაშათ. ამ დროს ერთ-ერთმა მათგანმა ბენზოხერხი ჩართო და ტერფის ნაწილი გადაიჭრა. ქრისტოფმა გადაწყვიტა არ ჩამორჩენილიყო, დაიძახა “ამას უყურეთო” და ხერხს კისერი დაადო, რის შედეგადაც თავი მოსწყდა. ქრისტოფმა ამ გმირობისთვის დარვინის პრემია (ჯილდო, რომელსაც იძლევიან ყველაზე აბსურდული და იდიოტური სიკვდილისთვის) დაიმსახურა.

3dd88541749e
25 წლის ეგვიპტელ მამაკაცს მშობლებმა საცოლე დაუწუნეს, რადგან სოციალურად მათზე დაბალი ფენიდან იყო. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გაგრძელება და მითუმეტეს დაქორწინებაზე ფიქრი აუკრძალეს. გამწარებულმა ვეჟმა პროტესტის ნიშნად თავი დაისაჭურისა.

9299d3247649
28 წლის დევიდ ოფენშოუს სპეციფიკური დაავადება სჭირდა, რომელიც მის ჯანმრთელ მარჯვენა ფეხს უუნაროს ხდიდა. ექიმების ყოველგვარი ცდა ამაო იყო, მაგრამ ამპუტაციაზე უარს ეუბნებოდნენ. ამის გამო დევიდს საკუთარი ფეხი სძულდა. ერთ დღესაც მან ფეხი ყინულით სავსე ვედროში ჩადო და რამდენიმე საათი გააჩერა. შედეგად, მისი ფეხის მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ მუხლს ქვემოთ მოკვეთეს. ახალი პროთეზით დევიდი ძალიან კმაყოფილია.

7c8fde1d5e94
ერთ დღეს ძაღლი, სახელად სულა, სახლიდან გაიქცა და ლეკვები დატოვა. უკან მხოლოდ 10 დღის შემდეგ დაბრუნდა. დიასახლისი მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა რომ ძაღლი ტკივილისგან იტანჯებოდა. აღმოჩნდა, რომ ის მგლის ხაფანგში მოყოლილიყო და თავი რომ ვერ დააღწია, ფეხი გადაიღრღნა. საბედნიეროდ, სამედიცინო ჩარევამ სულა გადაარჩინა.

5a0205a1e83c
კალიფორნიელი 66 წლის ფერმერი ოლ ჰილი ხეს ჭრიდა, როცა უეცრად ხე წაიქცა და ფეხი შიგნით მოყვა. 11 საათის განმავლობაში ვერაფერი მოახერა და არც დამხმარე გამოჩნდა. ჰილმა ჯაყვა ამოიღო და ფეხი გადაიჭრა, თუმცა ტკივილისგან აგონიაში ჩავარდა. თუმცა მისი ყვირილი როგორც იქნა 3 კმ-ის მოშორებით მცხოვრებმა მეზობელმა გაიგონა და დახმარებას გამოუძახა.

0cf1c9ddb16d
არონ რალსტონი “ლურჯი ჯონის” კანიონში ერთ-ერთ კლდეზე მიცოცავდა, როცა ხელი ღრიჭოში გაეჭედა. ის მარტო იყო წამოსული და თავისი გეგმების შესახებ არავისთვის ჰქონდა ნათქვამი, ამიტომ იცოდა რომ ვერავინ დაეხმარებოდა. ხელის გათავისუფლების მცდელობაში კლდეზე 5 დღე გაატარა და ამასობაში სასმელ-საჭმელიც შემოელია. იმედები საბოლოოდ რომ გადაეწურა, დანა ამოიღო და ხელის დაშავებულ მიდამოში ქსოვილები გადაჭრა, კლდეზე ასასვლელი იარაღებით კი ძვლები დაამსხვრია და ხელიც გამოაძვრინა. ამის შემდეგ 20 მეტრი სიმაღლიდან დაბლა ჩამოფოფხდა და რამდენიმე საათში მის საძებნელად წამოსულმა ვერტმფრენმაც მიაგნო.

5c37a8f0280c
ესპანელმა მამაკაცმა სალამანკას პროვინციიდან ტუალეტში თავი დაისაჭურისა და ეს იმით ახსნა, რომ ცოდვისგან (სავარაუდოდ მასტურბაციისგან) თავის დაღწევა სურდა. მოჭრილი ორგანო კი უნიტაზში ჩააგდო და ჩარეცხა. ნათესავებმა დროზე მიუსწრეს და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს.

444eace3d8c8
18 წლის ინდონეზიელი ბიჭი მშენებლობაზე მუშაობდა, როცა უეცრად მიწისძვრის გამო კონსტრუქცია ჩამოიქცა და თინეიჯერს ფეხზე ლოდი დაეცა. ბედად, იქვე ახლოს თოხი ეგდო, ბიჭმაც აიღო და ფეხის გადახერხვა დაიწყო. თუმცა თოხის პირი ბლაგვი აღმოჩნდა და ძვლებს ვერეფერი მოუხერხა. რამდენიმე წუთში მისი მეგობარიც გამოჩნდა, რომელიც მას დაეხმარა ამპუტაციის დასრულებაში, ამის შემდეგ კი სასწრაფო დახმარებას გამოუძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

3503ef4c644d
პორტუგალიელ ბიზნესმენს ორიკო სილვიას ბრალი ედებოდა გადასახადებისგან თავის არიდებაში. მას სასამართლომ 170 000 ევროს გადახდა დააკისრა და რადგანაც სილვიას ამდენი არ ჰქონდა, მისი მიწების გაყიდვა გადაწყვიტეს. ფერმერის პროტესტი უშედეგო რომ აღმოჩნდა, ყასაბის დანა აიღო და საჩვენებელი თითი მოიჭრა, შემდეგ კი სამად გაჭრა.

მსგავსი ამბები

Back to top button