არქივი

კვიატკოვსკის არაბული ცხენების ფოტოსურათები

b9faaef0bc83
ვოიტეკ კვიატკოვსკი (Wojtek Kwiatkowski) დაიბადა 1954 წელს ვარშავაში. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში, ის იყო ცხენების მომშენებელი.
დღეს კი ვოიტეკ კვიატკოვსკი, არაბული ცხენების ერთ-ერთი მთავარი ექსპერტია;
ნახეთ ვიდეოები არაბულ ცხენებზე:

77ae3af5a590
4 წლის წინ ვოიტეკმა პირველად შეიძინა პროფესიული ფოტოკამერა, და მას შემდეგ, ის ფოტოგრაფიით დაინტერესდა და თავდაუღალავი შრომითა და დიდი მონდომებით, გახდა პროფესიონალი ფოტოგრაფი;
acdbe85eb8ae
როგორც თვითონ, ვოიტეკმა განაცხადა, ბავშვობიდანვე ის ცხენის სილამაზემ დაატყვევა, რომელიც გრაციოზულობითა და უშრეტი ენერგიით გამოირჩევა; დროთა განმავლობაში ის ცხენების მომშენებელი გახდა, განსაკუთრებით კი არაბული ცხენების, რომლებიც საჯდომი ცხენის უძველესი ჯიშია და მისი სამშობლო არის არაბეთის ნახევარკუნძული;
ექსპერტმა განაცხადა, რომ არაბული ცხენი ერთ-ერთი ძველი სუფთა ჯიშის ცხენია, რომელიც 4500 წლის წინ გამოიყვანეს; არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი- ინგლისური წმინდასისხლიანი და ჩორთმავალი -ორლოვის ცხენის ჯიშები.

e9a9b21fef9d
ვოიტეკი (Wojtek Kwiatkowski), რომელსაც არაბული ჯიშის ცხენები გამოჰყავს, ამბობს: –„ისინი ყველაზე წმინდა და უძველესი ჯიშის ცხენებს მიეკუთვნებიან და გამოირჩევიან არა მარტო სილამაზით და მგზნებარე ტემპერამენტით, არამედ თავიანთი გაბედულებით და ამტანობით.“ ვოიტეკმა მოგვაწოდა მცირედი ინფორმაცია, რომ არაბულ ცხენს ძლიერი ფილტვების დახმარებით, რომელიც მის ღრმა და განიერ გულმკერდშია განთავსებული, შეუძლია დაუღალავად დიდ მანძილზე რბოლა, საკმაოდ დიდ მანძილზე…
04b205527be8
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, ცენტრალური ევროპის ქვეყანა, განთქმულია არაბული ცხენების მოშენების მდიდარი ტრადიციით. მომშენებლებისა და სელექციონერების აზრით, საუკეთესო ჯიშის, წმინდასისხლიანი არაბული ცხენები სწორედ პოლონეთში გამოჰყავთ -სულ მცირე, 30 ცხენსაშენში გამოჰყავთ.
ამ საქმეში პოლონეთს 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რაც იმის გარანტიაა, რომ იქ მართლაც საუკეთესო ჯიშის ცხენებია. ამ მხრივ, პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და იზიდავს ცხენების სელექციონერებსა თუ მოყვარულებს, რომლებიც ნაკადად მოედინებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურ წარმოდგენებსა თუ აუქციონებზე დასასწრებად…
ნახეთ ვიდეო:

2379f4ceda7c
ნახეთ ვიდეო “ლეგენდა არაბულ ცხენზე” :

68b411bb248e

f3ef6ea73fe7
fab081479a81
8943d6fce90a
07b230882b65
6e0d5dd592c5
70da0b210e11
d1a0d869c0d6
b3eaa8e93a95
e10d40716cb4
5a4a83d0466f
2bdc9ce66fa2
785da248cf9c
2194e731f9cd
eaf671c43652

blogerlady

age: 14
Back to top button