არქივი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

74b4ed869d71

საქართველოს პირველი ეროვნული გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი. 1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს.

1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო “ევროპის ერთა თასი”, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები (17:13) და 2003 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

რაგბის საერთაშორისო ფედერაციის 2005 წელს გამოქვეყნებულ რეტინგში, საქართველოს რაგბის ნაკრები იმყოფება საუკეთესო ოცეულში. საკმაოდ წარმატებულნი არიან ქართველი მორაგბეები საქართველოს საზღვრებს გარეთ: საფრანგეთში, რუსეთში, გერმანიაში. 2004 წელს, SC Neuenheim-ის შემადგენლობაში, გერმანიის უმაღლესი ლიგის ჩემპიონები გახდნენ გიგო სანადირაძე და შალვა დიდებულიძე. საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება დიმიტრი იაშვილი.

2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა ნამიბიის ნაკრებთან 30:0, ხოლო საბოლოო ჩათვლაში მე-13 ადგილი დაიკავა.

74b4ed869d71

41b848d9ed92

5f02ea6963c4

918b4311a11d

0a40a2519ccb

55931f7ffbf9

მამუკა გორგოძე

წყარო: wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button