არქივი

პატარა გმირები

0dc3e2497920
გაგრძელებაში გაეცნობით ბავშვებს, რომლებმაც სახელი გმირობით გაითქვეს :cool:

145d63d2c475
7 წლის ალექს გოგინი ანგელოზის როლს თამაშობდა სკოლაში, როცა დაინახა, როგორ უმიზნებდა იარაღს დედას მისი (ანუ დედამისის :lol2: ) ყოფილი ბოიფრენდი. მან გაისროლა კიდეც, თუმცა მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიაყენა მკლავისა და ბიცეფსის არეში. სანამ კიდევ მოასწრებდა სროლას, გოგონა გადახტა და დედამისს აეფარა, რითაც სიკვდილისგან იხსნა.

b82a0d3d44c9
2.5 წლის გოგონა არადანა პრადანი 12 მეტრი სიღრმის ნაპრალში ჩავარდა. პროფესიონალმა მაშველებმა 22 საათის განმავლობაში ვერაფერი მოახერხეს და ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. ადგილზე სხვებთან ერთად იმყოფებოდა 12 წლის კამალ ნეპალი უფროს ძმასთან ერთად. მან ყური მოკრა სხვების ნათქვამს, რომ ნაპრალის სივიწროვის გამო მაშველები ვერ ჩადიოდნენ და კამარს შესთავაზა, დახმარებოდა მათ. კამარს უარი არ უთქვამს და გოგონა გადაარჩინა.

f8f98e93bb00
2 წლის იზაბელ კილინგის დედა ლატექსისგან მოიწამლა. მას დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ ვერფაერს ახერხებდა. გოგონამ კი ტელეფონი აიღო და 999-ში (დიდი ბრიტანეთის სასწრაფო დახმარება) დარეკა. მას მულტფილმებს შორის გასულ რეკლამებში ხშირად ჰქონდა ნანახი 999-ს რეკლამა და აკრეფა არ გასჭირვებია. სახლში მისულ ექიმებს კარიც გაუღო და დედა გადაარჩინა.

0b211b50621d
6 წლის ავგუსტინ რობინეტის დედა ორსულად იყო და მშობიარობა მაშინ დაეწყო, როცა სახლში მხოლოდ ისინი იყვნენ. ავგუსტინმა მამას დაურეკა, თუმცა მან მისვლა მხოლოდ ცოლის მშობიარობის მერე მოახერხა. მანამდე კი ყველანაირი დახმარება დედას 6 წლის ბიჭმა აღმოუჩინა.

1c917f01747f
5 წლის კოდი მაკნისმა თავისი 3 წლის ძმა გამოათრია ცეცხლმოკიდებული ვაგონიდან (სადაც ცხოვრობდნენ) და სიკვდილისგან იხსნა. მეორე დღეს ის გმირად შერაცხეს.

59ca7df546bf
7 წლის ჩარლი სიმპსონი ველოსიპედით დადიოდა და შემხვედრ ხალხს ეუბნებოდა: “მე მსურს, რომ ჰაიტელ ხალხს დავეხმარო ფულითა და საკვებით. დამეხმარეთ, როგორც შეგიძლიათ.” ჩარლიმ 10 კმ გაიარა ველოსიპედით და იმედოვნებდა, რომ 500 ფუნტ სტერლინგს მაინც იშოვიდა, მაგრამ მისდა გასაკვირად, შემოწირულობამ 120 000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

e997b77bb5a9
9 წლის ნათან ტომსონმა დედამისი იხსნა სიკვდილისგან. როცა დანით შეიარაღებული ავაზაკი დედამისის, ენას მოკვლას ცდილობდა, ნათანი ეცა მას ზურგიდან და ეცადა შეეკავებინა. ავაზაკი მოუტრიალდა და დანა მოუქნია, რის შედეგადაც ბავშვს სახეზე ჭრილობა დაუტოვა. თუმცა სამაგიეროდ 8 ადგილას დაჭრილი დედა გადაარჩინა.

c92035a7b3e9
ამანდა სმიტს აბაზანაში ფეხი აუსრიალდა და დაიხრჩობოდა, მის 10 წლის ვაჟს, აიდან ტერნერს რომ არ ეპოვა. აიდანმა წყალი გაუშვა, დედა თმებით ამოათრია და გულაღმა დააწვინა. შემდეგ ბებიას დაურეკა საშველად, რომელმაც თავის მხრივ სასწრაფო გამოიძახა. 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ ამანდა გამოჯანმრთელდა.

0c41c557a6a4
წვიმებისგან ატალახებულ გზაზე ორი მანქანა მოსრიალდა და მდინარეში გადაეშვა. 11 წლის გოგონამ მედი მაკრეიმ მოახერხა გატეხილი მინიდან გარეთ გაძრომა, მდინარიდან ამოსვლა და უახლოეს ფერმამდე მიღწევა, საიდანაც 911-ში დარეკა. ადგილზე მისულმა მაშველებმა კიბისა და თოკების დახმარებით ორივე ავტომობილის მგზავრები იხსნეს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button