არქივი

თვალის სიგნალები და გუგების ტექსტურა

688413316dd0

დადგენილია, რომ ინფორმაციის გადაცემა ვერბალური საშუალებების ხარჯზე (მხოლოდ სიტყვებით) ხდება 7%-ით, ხმოვანი საშუალებების ხარჯზე (ხმის ტონი, ბგერის ინტონაციის ჩათვლით) 38%-ით, ხოლო არავერბალურით კი 55%-ით. სიტყვიერ უთიერთობას საუბრისას არაუმეტეს 35% უკავია, ხოლო 65% მეტი ინფორმაციისა გადაეცემა არავერბალური გზით.

მრავალი საუკუნის მანძილზე დაფიქრებულა კაცობრიობა გამომეტყველების მნიშვნელობასა და იმაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს იგი ადამიანის ქცევაზე. ყველანი ვიყენებთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: “მას მაცდური მზერა აქვს”, “მრისხანე მზერა მესროლა” და ა.შ. როდესაც ასე ვამბობთ, ვგულისხმობთ თვალის გუგების ზომასა და მოძრაობას. თვალების მეშვეობით გადაიცემა ყველა ადამიანური კომუნიკაციიდან ყველაზე მეტად ზუსტი ან ღია სიგნალები, რადგან მათ ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ცენტრალური მდებარეობა უკავიათ, ხოლო გუგები მთლიანად დამოუკიდებლად მოქმედებენ.

დღის სინათლეზე გუგები შეიძლება გაფართოვდნენ ან შევიწროვდნენ, იმასთან მიმართებაში, თუ როგორ იცველება ადამიანის დამოკიდებულება და ხასიათი დადებითიდან უარყოფითისაკენ და პირიქით. როდესაც ადამიანი აღგზნებულია, მისი გუგები ნორმალურ მდგომარეობასთან შედარებით 4-ჯერ ფართოვდებიან. პირიქით, ბრაზიანი, პირქუში ხასიათი გუგებს აიძულებს დაპატარავდნენ, ამ დროს ე.წ. “თვალი მძივის მარცვლები” იქნება ან “გველური” თვალები.

თვალები დიდ როლს თამაშობენ არშიყობისას. ქალები თვალებს მეტი მეტყველებისთვის იღებავენ. თუ ქალს მამაკაცი უყვარს, მისი დანახვისას გუგები უფართოვდება, და ისიც, (მამაკაცი) თავისდაუნებურად სწრაფად შიფრავს ამ ნიშანს. ამიტომ, რომანტიული პაემნები ხშირად ნახევრადჩაბნელებულ, მსუბუქად განათებულ ადგილებში ეწყობა, რაც გუგებს უკეთ აფართოებს.

პატარებსა და მეძუძურ ბავსვებს უფრო დიდი გუგები აქვთ, ვიდრე უფროსებს და ისინი გამუდმებით ფართოვდებიან, უფროსთა თანდასწრებით, რადგანაც ბავშვები მათი განუწყვეტელი ყურადღებისკენ მიისწრაფვიან. ამისთვის კი საჭიროა, მიმზიდველად გამოიყურებოდნენ.

ძველი გამოთქმის თანახმად, “ადამიანებთან საუბრისას თვალებში უყურე მათ”. როდესაც ადამიანს ესაუბრებით, ან მოლაპარაკება მიგყავთ, ისწავლეთ გუგებში ყურება და ისინი მათი აზრების შესახებ სიმართლეს გეტყვიან.

თვალების ქცევა

ჭეშმარიტი ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ მაშინ დამყარდეს, როცა ადამიანთან პირისპირ გაქვთ ურთიერთობა. თუ ამ დროს, ერთთან მოხერხებულად გრძნობთ თავს, მეორესთან მიმართებაში უხერხულად და უნდობლად იგრძნობთ. ეს ძირითადად იმასთან არის კავშირში, თუ როგორ გიყურებენ ადამიანები და როგორია მათი მზერის ხანგრძლივობა და კიდევ, თუ რამდენად დიდხანს უძლებენ ისინი თქვენს მზერას.

თუ ადამიანი არაგულწრფელია და რაღაცას მალავს, მისი თვალები თქვენთან ურთიერთობის მთელი დროის მანძილზე მხოლოდ 1/3-ზე მცირე ნაწილში შეხვდება. ხოლო თუ ადამიანის მზერა თქვენს თვალებს დროის 2/3-ზე მეტ ხანს ხვდება, ეს შეიძლება ორიდან ერთს ნიშნავდეს. პირველი, ის (ქალი ან კაცი) ძალიან საინტერესოდ ან მიმზიდველად გთვლით, და მეორე, ის (ქალი ან კაცი) მტრულად არის თქვენს მიმართ განწყობილი და არავერბალურად გამოწვევას გიგზავნით _ ამ შემთხვევაში გუგები გაფართოვდება. ადამიანთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად, თქვენი მზერა მის მზერას ურთიერთობის დაახლოებით 60-70% უნდა ხვდებოდეს. ეს აიძულებს მას შეგიყვაროთ თქვენ. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ შებოჭილი, მორიდებული ადამიანი, რომელიც მზერით გხვდებათ მხოლოდ დროის 1/3-ზე ნაკლები ხანგრძლივობით, იშვიათად იმსახურებს თქვენს ნდობას. მოლაპარაკების მსვლელობისას არასოდეს გაიკეთოთ მუქი სათვალე, რადგანაც სხვებს გაუჩნდებათ შეგრძნება, რომ მათ დაჟინებულად უთვალთვალებენ.

ადამიანის მზერის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ერის წარმომადგენელია იგი. სამხრეთ ევროპის მცხოვრებლებს მზერის მაღალი სიხშირე აქვთ, რაც შეიძლება შეურცხმყოფელად მოეჩვენოთ, ხოლო იაპონელები საუბრისას უფრო ყელზე გიყურებენ, ვიდრე სახეში. ამიტომ, სანამ დასკვნებს გავაკეთებთ, უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის ეროვნული კუთვნილება.

მაგრამ არა მხოლოდ მზერის ხანგრძლივობა და სიხშირეა მნიშვნელოვანი, არამედ სახისა და სხეულის გეოგრაფიული მდებარეობაც, რომელზედაც მიმართულია მზერა. რადგანაც მოლაპარაკების დაგვირგვინებაზე ამასაც აქვს გავლენა. ეს სიგნალები გადმოიცემა და ინთქმება არავერბალიზმის საშუალებით და, ჩვეულებრივ, აბსულუტურად ზუსტად აღიქმება მოსაუბრეების მიერ.

საჭიროა, დაახლოებით 30 დღიანი გამუდმებული, გაძლიერებული პრაქტიკა, რათა ვისწავლოთ შემდეგი “მზერის ტექნოლოგიები” და ეფექტურად გამოვიყენოთ ისინი სხვა ადამიანებთან ურეთიერთობის ხასიათის გასაუმჯობესებლად.

საქმიანი მზერა

საქმიანი მოლაპარაკების მსვლელობისას, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მოსაუბრის შუბლზე სამკუთხედია გამოსახული. მზერის ამ სამკუთხედზე მიპყრობით, სერიოზულ ატმოსფეროს ვქმნით და მეორე ადამიანი გრძნობს, რომ თქვენ საქმიანად ხართ განწყობილი. იმ პირობებში, როცა თქვენი მზერა არ შორდება სხვა ადამიანის თვალებს, შეგიძლიათ აკონტროლოთ მოლაპარაკების მსვლელობა მზერის საშუალებით.

სოციალური მზერა

თუ თქვენი მზერა მეორე ადამიანის თვალებს ქვევით არის მიპყრობილი, სოციალური ურთიერთობის ატმოსფერო იქმნება. ამ მზერის თავისებურებების შესახებ ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ სოციალური ურთიერთობების დროსაც თვალები ადამიანის სახეზე გამოხატულ სიმბოლურ სამკუთხედეს უმზერენ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში თვალების ხაზზე და პირის მიდამოებში მდებარეობს.

ინტიმური მზერა

ეს მზერა გაივლის თვალების ხაზსა და ნიკაპის ქვევით მოსაუბრის დანარჩენ სხეულის ნაწილებზე ჩამოვა. მჭიდრო ურთიერთობისას ეს სამკუთხედი თვალებიდან მკერდამდე ეშვება, ხოლო დაშორებული მანძილიდან _ თვალებიდან ფეხებამდე. მამაკაცები და ქალები ამ მზერის მეშვეობით გამოხატავენ ადამიანისადმი თავის დაინტერესებას, ხოლო თუ ისიც დაინტერესებულია, ამავე მზერით უპასუხებს.

ალმაცერი მზერა

ალმაცერი მზერა ინტერესის ან შუღლის გადასაცემად გამოიყენება, თუ მას მსუბუქად აზიდული წარბები და ღიმილი ახლავს, ის დაინტერესებას აღნიშნავს და ხშირად შესატყუებლად გამოიყენება. თუ ძირს დაშვებული წარბები, შეჭმუხნული შუბლი ან დაშვებული პირის კუთხეები ახლავს, იგი ეჭვიან, მტრულ ან კრიტიკულ დამოკიდებულებას აღნიშნავს.

დასკვნები

პირისპირ შეხვედრის დაგვირგვინებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სხეულის იმ ნაწილს, რომალსაც მზერას მიაპყრობთ. თქვენ რომ თქვენი ზარმაცი ხელქვეითის დამტუქსავი ხელმძღვანელი იყოთ, როგორ მზერას ამოირჩევდით?! თუ სოციალურს ამოირჩევდით, ის თქვენს სიტყვებს არავითარ ყურედღებას არ მიაქცევს, რაც უნდა ხმამაღლა და მუქარით ელაპარაკოთ.

სოციალური მზერით თქვენი სიტყვები ყოველგვარ საყრდენს მოკლებული იქნება, ხოლო ინტიმური მზერა თქვენს თანამშრომელს ან საგონებელში ჩააგდებს ან შეაცბუნებს. ყველაზე შესაფერისი, საქმიანი მზერა იქნება, რადგანაც მას ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს ადრესატზე და მიახვედრებთ მას, რომ ძალიან სერიოზულად ხართ განწყობილი.

როდესაც მამაკაცები ამბობენ, რომ ქალები მათ “მისაწვევად” უმზერენ, ისინი ალმაცერ ან ინტიმურ მზერას გულისხმობენ. როდესაც მამაკაცს ან ქალს სურს გამოხატოს, რომ მიუწვდომელია, ერთადერთი, რაც ევალება, ეს არის ინტიმური მზერისაგან თავის არიდება და მის ნაცვლად სოციალური მზერის გამოყენება. თუ არშიყობისას საქმიან მზერას გამოვიტყებნებთ, რისკავთ ჩამოგიყალიბდეთ ცივი და არამეგობრული ადამიანის სახელი. საქმე ის არის, რომ როდესაც პოტენციურ სექსუალურ პარტნიორს უყურებთ ინტიმური მზერით, მაშინ თქვენ განზრახვებს გასცემთ. ქალებმა მშვენივრად იციან როგორ გასცენ და აღიქვან ამგავარი მზერები, მაგრამ მამაკაცებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. მამაკაცთა ინტიმური მზერა, ჩვეულებრივ, მეტად თვალსაჩინოა, ხოლო თვითონ ისინი ვერ ამჩნევენ, თუ როდის უმზერენ მათ ინტიმურად, იმ ქალთათვის დიდად სამწუხაროდ, რომლებიც უგზავნიან მათ ამ მზერას.

დახურული ქუთუთოები

ყველაზე მეტად გვაღიზიანებენ ადამიანები, რომდებიც საუბრისას ქუთუთოებს ჩამოუშვებენ. ეს ჟესტი ქვეცნობიერია და წარმოადგენს ადამიანის მცდელობას მოგიშოროს თავისი მხედველობის არიდან, რადგან მობეზრდით ან არასაინტერესო გახდით მისთვის ან უპირატესობას გრძნობს თქვენზე. ხამხამის ნორმალური სიხშირისასა 6-8-ჯერ წუთში ამ ადამიანის ქუთუთოები იხურება წამით ან მეტი ხნით თითქოს მომენტალურად გშლით საკუთარი მეხსიერებოდან. უკიდურესი ზღვარი გათიშვისა შეიძლება დადგეს, თუ ადამიანი თვალებს დახუჭავს და დაიძინებს, მაგრამ, ეს ერთი¬ ერთზე შეხვედრისას იშვიათად ხდება. თუ ადამიანი ხაზს უსვამს თავის უპირატესობას, მისი დახურული ქუთუთოები უკან გადაგდებულ თავთან და ხანგრძლივ მზერასთან არის შეხამებული, რომელიც “ქედმაღლური მზერით” არის ცნობილი. თუ ამგვარ მზერას თქვენთან მოსაუბრეს შეამჩნვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოქცევა უარყოფით რეაქციას იწვევს და რაღაცის შეცვლაა საჭირო, რა თქმა უნდა, თუ დაინტერესებული ხართ საუბრის წარმატებით დასრულებით.

როგორ ვაკონტროლოთ თანამოსაუბრის მზერა?!

უპრიანი იქნებოდა, საუბარი იმაზე, თუ როგორ ვაკონტროლოთ ადამიანის მზერა, მისთვის, წიგნების, ტაბულების და ა.შ. უშუალოდ ვიზუალურად წარმოდგენისას. კვლევები გვიჩვენებს, რომ ინფორმაციის 87% ადამიანის ტვინში მხედველობითი რეცეპტორებით აღწევს. თუ ადამიანს აჩვენებთ თქვენს დამხმარე თვალსაჩინოებას და ერთდროულად ისაუბრებთ ის თქვენს მიერ ნაამბობის მხოლოდ 9% თუ დაიხსომებს, ლაპარაკი უშუალოდ დანახულთან თუ არ არის კავშირში. თუ თქვენი საუბარი დაკავშირებულია დამხმარე თვალსაჩინოებასთან, მისი დათვალიერებისას ადამიანი თქვენი შეტყობინების მხოლოდ 25-30%-ს აითვისებს. მის ყურადღებაზე მაქსიმალური კონტროლის დასამყარებლად გამოიყენეთ კალამი ან საჩვენებელი ჯოხი იმისათვის, რომ თვალსაჩინოების საშუალებაზე მიუთითოთ ან აღწეროთ ის, რაც გამოსახულია. შემდეგ, მოაშორეთ კალამი თვალსაჩინო ნივთს და გეჭიროთ ის თქვენსა და მისი თვალების სიმაღლის დონის ხაზზე. მისი თავი როგორც მაგნიტზე მიზიდვისას ისე აიწევა, თვალებში შემოგხედავთ და შედეგად, დაინახავს და გაიგონებს ყველაფერს რასაც მას ეტყვით. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შთანთქავს ინფორმაციას. შეეცადეთ, რომ მეორე ხელის გული მხედველობის არეში იმყოფებოდეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

მედიცინის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტების

ნათია ვაშაყმაძის და დავით ბალიაშვილის

რეფერატი

აქ კი წარმოგიდგენთ თვალის ტექსტურებს:
ed4b375b22fd
55584f69a395
d73d8044a54c
ab5a56cbdc33
d2feaff385c3
303f5caa960f
72f5b45866e3
6da46d29f931
6ad96f2fc398
22798089d24e
6b2b5b47fe42
24300b773655
b2a6a247bb7c
ce5356424ae7
39ca3ca62809
2eb7f9ab575a
df06a7d2a39b
2a887b27f840
059f9487f658

მსგავსი ამბები

Back to top button