არქივი

საოცრებები გართობის სფეროში

9a7b926646fa

ადამიანები უძველესი დროიდან აგებდნენ შენობებს,სადაც დროს გართობაში ატარებდნენ.თითოეული ეპოქა გართობის საკუთარი საშუალებებით ხასიათდება…
ზოგიერთი მათგანი ყურადღებას თავისი ორიგინალურობით იქცევს.

1.კოლიზეუმი

ff52901704a0

რომში აგებული ეს უზარმაზარი ამფითეატრი ერთ დროს დიდძალ მაყურებელს იზიდავდა გლადიატორთა სისხლიან ბრძოლებზე დასასწრებად.კოლიზეუმი იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის დროს აშენდა და ახ.წ.80 წელს გაიხსნა,რათა 100-დღიანი თამაშებისათვის ემასპინძლა.მიუხედავად იმისა,რომ შენობა მიწისძვრებმა დააზიანა,ხოლო მე15 საუკუნეში მისი საშენ მასალად გამოყენებაც კი დაიწყეს,შენობის ძირითადი ნაწილი აშენებიდან 2000 წლის შემდეგაც განაგრძობს არსებობას.

2.უოლტ დისნეის სამყარო

e26cbb74c453

დედამიწაზე უდიდესი გასართობი კომპლექსი,აშშ-ს ფლორიდას შტატში მდებარე უოლტ დისნეის სამყარო ყოველწლიურად 15 მილიონზე მეტ სტუმარს იღებს.ჯადოსნური სამეფო,თავისი ზღაპრული სასახლით,ის ადგილია,სადაც ბავშვები თავიანთ საყვარელ პერსონაჟებს ხვდებიან.ფილმების მოყვარულებს შეუძლიათ ნახონ მაღალხარისხიანი ფილმები დისნეისა და ‘მგმ’-ის სტუდიაში.
p.s.თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე დიდი სიამოვნებით წავიდოდი :yes: ;)

3.სტუდია “უნივერსალი”

2de34bd94b74

მხატვრული ფილმები დღეს გართობის ყველაზე პოპულარული ფორმაა,ხოლო კინემატოგრაფი უაღრესად მომგებიან ინდუსტრიად იქცა,რომლის ცენტრიც ჰოლივუდში მდებარეობს.სტუდია “უნივერსალი” 1915 წელს დაარსდა,მოგვიანებით კი მსოფლიოს უდიდეს კინო-და ტელესტუდიად იქცა.როდესაც 1964წელს სტუდიამ დამთვალიერაბლებს კარი გაუღო,მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული ადგილის ნახვა შეიძლებოდა,მაგრამ გაზრდილმა მოთხოვნამ სპეციალური ტურისტული რეისების შექმნა გამოიწვია.დღეს “უნივერსალის” სტუმრები მრავალი სპეციალური ეფექტის,მათ შორის,მიწისძვრების და წყალდიდობის,ასევე, პოპულარული ფილმებიდან მათთვის გათამაშებული სცენების მომსწრენი ხდებიან.

4.სიდნეის ოლიმპიური სტადიონი

c19205b4abd9

სიდნეის ოლიმპიური სტადიონი და ოლიმპიური სოფლის მშენებლობა 1999წელს,2000 წლის ოლომპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე დასრულდა.აქ განლაგებული ელექტროტაბლო და გიგანტური ვიდეოეკრანი ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებითაა შექმნილი.სტადიონი,რომლის აგებაც 272 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა და რომელიც 110000 მაყურებელს იტევს,მსოფლიოში უდიდესი ოლიმპიური სტადიონია.

5.ლონგლითის ლაბირინთი

561a21960e3e

გრეგ ბრაითის მიერ დიდ ბრიტანეთში,უილტშირში,ლონგლითის სასახლეებთან შექმნილი ეს ლაბირინთი მსოფლიოში უდიდესია.ის გაიხსნა 1978წელს.ლაბირინთში 16000 ურთხელის ხე და ხის 6 ხიდია.ორნაწილიანი ლაბირინთის გავლას საათნახევარი სჭირდება.

6. პომპიდუს ცენტრი

2004751d9b42

პომპიდუს ცენტრი მნახველებს თავისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით-ფასადზე გამოტანილი ესკალატორებით,მილებითა და საყრდენებით განაცვიფრებს.მას გღეში 25000 მნახველი ჰყავს.თავდაპირველად ცენტრის არქიტექტურა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა,მაგრამ დღეს მისი მიმზიდველობა საყოველთაოდაა აღიარებული.ლურჯი მილები ჰაერისთვისაა,მწვანე-წყლისთვის,ხოლო ყვითელი-ელექტროხაზებისთვის.მნახველები წითელ გზებზე გადაადგილდებიან.

7.შექსპირის თეატრი “გლობუსი”

5850e7d7843d

თეატრი “გლობუსი”,სადაც შეკსპირის პიესები იდგმებოდა,ლონდონში 1599 წელს ააგეს.მოგვიანებით მისი ჩალის სახურავი ხანღარმა იმსხვერპლა და 1644წელს შენობა დაანგრიეს.1997 წელს გაიხსნა “გლობუსის” ზუსტი ასლი.
იგი იტევს 1600მაყურებელს, მათ შორის 700უშუალოდ სცენის გარშემო ფეხზე დგას- ზუსტად ისე, როგორც შექსპირის დროს იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button