გასართობისაკითხავიუცნაური

აკრძალული სიყვარული

f4562387bbf7

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, საკმაოდ მძიმე აღსაქმელია ჩვენთვის, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელნიც ფიქრობენ განსხვავებულად, ამბობენ რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს და არც უნდა დავუწესოთო, თუმცა უმეტესობისთვის ასეთი რამ მიუღებელია და საერთოდაც  ნებისმიერი ურთიერთობა საჭიროებს რაღაც ,,ჩარჩოებს”.  ახლა კი მოვისმინოთ, სიყვარული ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე, ეს აკრძალული სიყვარულია. ამ ურთიერთობის გმირები თავად მოგვიყვებიან იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. ფსიქოლოგები ასეთ კავშირს გენეტიკურ სექსუალურ მიზიდულობას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, ინცესტი მაინც არალეგალურია უმეტეს ქვეყანაში. როგორც ბევრი ამბობს ეს არალეგალურიცაა და ამორალურიც.
თუმცა თავიანთი ურთიერთობა ამორალურად სულაც არ მიაჩნიათ ჯენის და ჯონ დეავებს. რომელთაც უკვე გადაწყვიტეს,რომ მათი ე.წ. საინტერესო ურთიერთობა სააშკარაოზე გამოიტანონ.ჯენი: ჯონი ჩემი მამაა და ასევე ჩემი ,,პარტნიორიც”. ჩვენ ერთმანეთისთვის არ შეგვიხედავს, როგორც მამა–შვილს.ეს მართალია, ჯონი და ჯენი ბიოლოგიურად მამა–შვილია, ჯონი 61 წლისაა, ხოლო ჯენი 39–ის. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც ჩვეულებრივი წყვილი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.ჯენი:ჩვენ არ ვართ პატარები, ასაკით უკვე ჩამოყალიბებულები ვართ, გვაქვს კარიერა, გვაქვს ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორც ყველას, მაგრამ ჩვენ ბიოლოგიურად ნათესავები ვართ, თუმცა ერთმანეთი შეგვიყვარდა.

ჯონი: მე ჩემს თავს მივიჩნევ მამაკაცად, რომელიც შეხვდა ქალს და ჩვენ აღვეძრა რაღაც რომანტიკული ფიქრები.

ჯენის ამბავი იწყება იქიდან, როცა მისი მშობლები გაიყარნენ, მაშინ ის 1 წლის იყო. შემდეგ ჯენი გაიზარდა, გათხოვდა და 2 შვილიც გააჩინა, მას 30 წლის განმავლობაში მამასთან ურთიერთობა თითქმის არც ჰქონია, მხოლოდ 2–ჯერ ჰყავდა ნანახი. მაგრამ აქედან 8 წლის შემდეგ გადაწყვიტა ჯონის სანახავად წასულიყო. ამ სურვილს ის შემდეგნაირად ხსნის
ჯენი: მე მყავდა ბავშვები და ვიფიქრე, რომ მას, როგორც ბაბუას, ჭირდებოდა გავმხდარიყავით მისი ცხოვრების ნაწილი. ეს იყო შეხვედრა კაცთან, მე კი ვიცოდი, რომ ის მამაჩემი იყო, მაგრამ მე ფაქტიურად შევხვდი ჯონს, ანუ მამაკაცს.

ჯენიმ მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მხოლოდ მესამედ ნახა და ამასთანავე იცოდა მათი სისხლით ნათესაობის შესახებ, მათ შორის სექსუალური მიზიდულობა მაინც იზრდებოდა.

ჯენი: როცა მასთან რამდენიმე დღე გავატარე, ვიგრძენი, რომ ჩემი გრძნობები და შეხედულებები შეიცვალა, მე მას ვუყურებდი როგორც კაცს, პიროვნებას, ვიღაცას, რომელიც უყვართ, ზრუნავენ. დიახ მე მაშინ დავასკვენი ო, მგონი არც ისე ცუდია.. ამ არც ისე ცუდში კი იგულისხმება ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, მაგალითად როგორც ღამის კლუბში დაინახავ კაცს და იტყვი, მგონი არც ისე ცუდიაო.

ჯონი: მეც ასე ვიყავი. ჯენის შეხვედრით გავაანალიზე, რომ ის იყო ლამაზი და სასურველი ქალი.

რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა წარმოუდგენელიც, მამა–შვილს ერთად ეძინა.

ჯენი: ძლიერი სიყვარული იყო, არ ვიცი… ეს იყო სექსი, ისეთი, როგორც ნებისმიერ კაცთან, ჩვეულებრივი… იყო ნორმალური ურთიერთობა როგორც შეყვარებულ წყვილს შორის.

ჯონი: ეს იყო ფანტასტიკური, აბსოლუტურად ფანტასტიკური.

ნუთუ ჯონს არასოდეს უფიქრია, რომ ეს ურთიერთობა იყო შეცდომა, ეს იყო არალეგალური?!

ჯონი: ვიცოდი, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ ემოციები ადამიანს გააზრების საშუალებას არ აძლევს. ცხოვრებაში დგება ისეთი დრო, როცა ემოციები ადგენენ გულისა და თავის წეს–კანონებს. მე ვიცოდი, რომ ეს არალეგალური იყო, მაგრამ..

ყველაფრის მიუხედავად ჯონი და ჯენი ჩამოცილდნენ თავიანთ პარტნიორებს და სამხრეთ ავსტრალიაში გააგრძელეს ცხოვრება, მათ თან წაიყვანეს ჯენის ორი შვილი სამანტა და ალექსი. შემდეგ კი ჯენის არც მეტი, არც ნაკლები  2001  წელს   შვილი ეყოლა, დიახ, შვილი საკუთარი მამისგან, თუმცა მას გულზე დეფექტი  ჰქონდა და 4 დღის ბიჭუნა გარდაიცვალა, წყვილი აცხადებს, რომ იგივე პრობლემა ხშირად აქვთ ახალშობილებს და რომ

მათი სისხლით ნათესაობის შედეგი არ ყოფილა ეს ყოველივე.   შემდეგ კი მეორე შვილიც ეყოლათ, ამჯერად გოგონა და მას ჩელესტე დაარქვეს, გოგონა
ჯანმრთელია. (და ძალიან ლამაზი :(  )
საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ჯენის შვილები, 14 წლის სამანტა და 9 წლის ალექსი.

სამანტა: მე ვიცი, რომ ისინი მამა–შვილი არიან, მაგრამ თავიდან როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მე პატარა ვიყავი, ასე რომ ჩემთვის მაშინ ეს ყველაფერი რაღაც განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა, ახლა კი ისე ვუყურებ მათ, როგორც მამას და დედას.

ალექსი: თქვენ ყოველ დილას, როცა გაიღვიძებთ არ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, ეს კაცი არის ბაბუაჩემი და ეს არის ამასთანავე მამაჩემი, ასე არ არის, ასე არავინ არ დაიწყებს ფიქრს.

ახლა კი სიურპრიზი : ) ამ ვიდეოში თქვენ შეხვდებით  ისტორიის გმირებს, შეგიძლიათ მოისმინოთ მათი ინტერვიუ

თუმცა ეს ისტორია ასე არ დამთავრებულა… ჯენის ეტყობა მობეზრდა თავისი ბებერი მამიკო და ახალი ,,კაცი” ჰპოვა : )))

400086a5e4d2

ეს უბედური კი აღმოჩნდა ვინმე Shayne Farrell. ჯენი ამბობს რომ შაინი უყვარს და ახლა მისი სიყვარული ლეგალურია. თუმცა ამ ოჯახს ერთი უცნაურობა კვლავ ჭირს, ჯენი ისევ მამასთან ცხოვრობს, თუმცა თავის ახალ საყვარელთან ერთად. (არა, ორგიებს არ აწყობენ :dabneuli: )
ჯონი ალკოჰოლიზმზე მკურნალობს,  სუიციდის მცდელობის შემდეგ, როგორც ჩანს ყველაფერთან ერთად ეს კაცი ლოთიც ყოფილა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close