საკითხავისაქართველოუცნაური

მთაწმინდის ანომალია


რა არის მთაწმინდის ანომალია? – მეც ეგ მაინტერესებს. ამოუხსნელი ან უკვე ამოხსნილი
უცნაური რამ მთაწმინდაზე  :( 

ინტერნეტში ძრომიალისას, ერთერთ ფორუმზე წავაწყდი თემას, სათაურად –
უცნაური აღმართი. ჰოდა რადგანაც სიტყვა “უცნაური” წავიკითხე სასწრაფოდ
შევვარდი ფორუმზე  და საკმაოდ საინტერესო რამ წავიკითხე. გაჩვენებთ ნაწყვეტებს
ფორუმიდან:
“ალბათ ბევრი თქვენგანი ყოფილა მთაწმინდაზე.იქ არის ისეთი ადგილი,სადაც ავტომანქანა
ძრავა რომ გამორთო მაინც ადის აღმართზე.როგორ ფიქრობთ,რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
საიდან მოდის ის ენერგია, როელსაც ავტომანქანა აღმართზე აჰყავს?”
ზუსტად ეს კითხვები გამიჩნდა მეც, მე თვითონ იმ ადგილას არ ვყოფილვარ ან შეიძლება
ვიყავი და ვერც შევამჩნიე.
ნუ ფორუმზე როგორც საერთოდ ხდება ხოლმე სადისკუსიო თემების განხილვის დროს, ხალხის
აზრი ორად გაიყო: ერთი მხარე ამტკიცებს , რომ ეს ოპტიკური ილუზიაა( რაც ჩემთვის საკმაოდ
გაუგებარი იყო) მეორე მხარეს სჯერა, რომ აქ რაღაც ამოუხსნელ ენერგიასთან გვაქვს საქმე,
ან თუნდაც ზებუნებრივ ძალებთან.

მხარე I
“განეიტრალებული ტრანსმისიით და გამორთული ძრავით ავტომანქანა ვერანაირად ვერ ავა
(აგორდება)აღმართზე და ვერც ადის.ეს არის ჩვეულებრივი ოპტიკური ილუზია ანუ მარტივი
სიტყვებით,რომ ვთქვათ გარშემო რელიეფი თვალს ეჩვენება,როგორც აღმართი,მაგრამ სინამდვილეში
, რეალურად არის თავდაღმართი და შესაბამისად ავტომანქანაც თავდაღმართში მიგორავს
სიმძიმის ძალის გამო. ეს არის და ეს.”
შეგახსენებთ რომ : ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს,
იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით.
(ეს ცოტა გავიგე :D )

“არ არის ის “აღმართი” სინამდვილეში, თვალს ეჩვენება, ოპტიკური ილუზიაა, სინამდვილეში
არის თავდაღმართი, ავტომანქანაც მიგორავს თავდაღმართში და წყალიც იღვრება თავდაღმართში
და ა.შ.
აშკარად აღმართია არგუმენტი არ არის. თუ არ გჯერათ მიდით ადგილზე თეოდოლიტით და
ვერტიკალურ შკალიანი ინდიკატორით და გაიგებთ საით არის აღმართი და საით თავდაღმართი.
არავითარი ენერგიები და არავითარი “ზებუნებრივი” სისულელეები…”

მხარე II

“შეიძლება თვალს მოეჩვენოს, მაგრამ სიარულის დროს, ხომ მეთანხმები, რომ სხვანაირად
ავდივართ აღმართში და სხვანაირად ცავდივართ დაღმართში, ანუ სულ სხვნაიარად იძაბება
კუნეთები აღმართსი ასვლის დროს”

“წყალი დავასხი და უკუღმა წავიდა და ეს მარტო მე არ შემინიშნავს და არ მომლანდებია,
დაღმართსა და აღმართს ვარჩევ ისე ცნობისტვის , ასჯერ ნატქვამს ერთხელ ნანახი ჯობსო”

როგორც ჩანს პირველი მხარე უფრო ამომწურავად ასაბუთებს ამ ანომალიასთან დაკავშირებით თავის
მოსაზრებას. მე მაინც ვერ ვხვდები ვერაფერს და ზუსტი განმარტება მჭირდება. ვინმემ თუ
იცით სად არის ზუსტად ის ადგილი მითხარით, ჩემი თვალით უნდა ვნახო  :vaime:

ჩემი აზრით, ყველაზე მეტად “ჭეშმარიტებას” შეესაბამება ამ ადამიანის ნაწერი  :dabneuli: :dabneuli:

“როგორც ცაგარელი იუწყება ანომალიასთან გვაქ საქმე კარგით რა ხალხნო, ერთი მაქ ადის
აღმართზე მანქანა და მეორე იაღოველები დაფრინავენ თეთრი პროსტინებით”

:lol2:
და ბოლოს ამ ადგილზე გადაღებული ვიდეო:

მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ნამყოფი თუ ხართ საერთოდ?  :wtf:

წყარო: http://church.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close