გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო და სახალისო ფაქტები

ff045652c1af

“მადლობა ღმერთს, რომ ათეისტი ვარ” – “ხუმრობდა” ბერნარდ შოუ უფრო მეტის სანახავათ სრულიადში

ერთხელ პიკასომ დურგალს წითელი ხისგან ავეჯის დამზადება სთხოვა და წინასწარ აუხსნა, თუ რა სჭირდებოდა. მერე კი, თვალსაჩინოებისათვის, ერთი ხელის მოსმით ესკიზიც დაუხატა და ჰკითხა: “სამუშაოში რამდენი გადაგიხადოთო?” “–არაფერი!” – უპასუხა დურგალმა – ”უბრალოდ მაგ ესკიზს ხელი მოაწერეთ“

“სურრეალისტმა უნდა ჩამოაყალიბოს ლოგიკა და არასოდეს მისდიოს მას” – ამბობდა სალვადორ დალი

წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!”
”–ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში…”–გაუკვირდა ბილჰემს

ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე პარიზის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში ისვენებდა. იქ კი მან ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი გაიცნო, რომელმაც მხატვარს ეკლესიის მოხატვა სთხოვა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც ფრესკები ნახა, სასტიკად აღშფოთდა და მანეს შესჩივლა: “კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზები?”. მანემ წარბიც არ შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა: და თქვენ უჩექმოები სადღა გინახავთ?

“აი, ახლა კი ნამდვილად მესმის ჭკვიანური სიტყვა სენატში” – თქვა კალიგულამ, როდესაც სხდომის სენატორად დანიშნულმა მისმა ცხენმა დაიჭიხვინა.

უსაქმურობისგან შეწუხებულმა და “გამოგონებომანიით” შეპყრობილმა იაპონელებმა ახალი ტიპის სარეცხის სამაგრი გამოიგონეს. ჩვენთან “შპილკა”–დ წოდებული იაპონური მოწყობილობა წინასწარ გრძნობს უამინდობას და პატრონს მობილურ ტელეფონზე “უმესიჯებს” – “წვიმს და სარეცხი ჩამოხსენიო“

”თვალთმაქცი მე მაგონებს ადამიანს, რომელმაც მოკლა მშობლები და სასამართლოს თხოვს შეწყნარებას იმის საფუძველზე, რომ იგი ობოლია” – ამბობდა აბრაამ ლინკოლნი

სმაილების” ლექსიკონში მარჯ სიმფსონი @@@@8–) ასე, კბილმოტეხილი ვამპირი :–F ასე, შიშისაგან თმებყალყზე დამდგარი ადამიანი კი =8O ასე აღინიშნება

“მე არასდროს ვიხდი ბოდიშს. ბოდიში, მაგრამ ასეთი ადამიანი ვარ” – ამბობდა ჰომერ სიმფსონ

ალექსანდრე დიუმა–მამა ალექსანდრე დიუმა–შვილის პიესის პრემიერას დაესწრო და ნანახი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. მის გვერდით მჯდომმა თეატრალურმა კრიტიკოსმა შენიშნა: “თქვენ ისე იქცევით, თითქოს თქვენ იყოთ პიესის ავტორი!” –მე ავტორის ავტორი ვარ! – ამაყად უპასუხა დიუმამ

ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიღარიბეა, რომ ცისარტყელაც კი შავ–თეთრია” – ამბობდნენ ერთ დროს იტალიელები

ერთმა ნიუ–იორკელმა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა თავის საფოსტო ყუთში თეატრის ორი ბილეთი აღმოაჩინა წარწერით: “გამოიცანით ვისგან არის?”. თეატრიდან დაბრუნებულებს მათ ბინა გაძარცვული დახვდათ. კარზე კი მიკრული იყო მეორე წარწერა: “ახლა კი უკვე ნამდვილად იცით, ვისგან”

“გემოვნებაზე არ დაობენ” – ამბობდა მარკ ტვენი – “მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან.”

იმედია ცოტათი მაინც გაგეღიმათ ;) ;)

მსგავსი ამბები

Back to top button