ბილ გეითსი
ეს სტატია არის ადამიანზე რომელიც 13 წლის განმავლობაში ლიდერობდა “ფორბსის” ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგებს და რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
სხვათა შორის მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე კრიზისმა მის წისქვილზეც დაასხა წყალი 18 მილიარდიანი ზარალით, მაგრამ მაინც ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, 40 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებით, კვლავ სათავეში ჩაუდგა “ფორბსის” მილიარდელების სიას. მისმა უშუალო კონკურენტებმა კი, უორენ ბაფეტმა და კარლოს სლიმ ელუმ, შესაბამისა მეორე და მესამე პოზიციები დაიკავეს.
ულიამ ჰენრი გეითს მესამე ქალაქ სიეტლში 1955 წელს დაიბადა, კორპორატიული ადვოკატის უილიამ ჰენრი გეითს მეორის ოჯახში. სიეტლის პრესტიჟულ “ლეიქსაიდ სქულში (Lakeside School)” სწავლის პერიოდში ყველაზე ნაკლებად ის ჰუმანიტარული საგნებით იყო დაინტერესებული, გეითსს მათემატიკა და სკოლის მინი კომპიუტერზე პროგრამირება იზიდავდა.
ის იმდენად იყო შეშლილი პროგრამირებაზე, რომ თავის მეგობარ პოლ ალენთან ერთად, რომელიც მომავალში მაიქროსოფტის ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა, გაკვეთილებს აცდენდა და კომპიუტერების ოთახში გვიან საღამომდე იჯდა.
საერთო ჯამში ბილი 40-50 საათს ატარებდა კვირაში კომპიუტერთან. მშობლებმა ერთი პერიოდი ფსიქიატრთანაც კი მიიყვანეს. ექიმის რჩევით კიმშობლებმა ბილს კომპიუტერთან ურთიერთობა აუკრძალეს და მთელი ზაფხული სახლში გამოკეტეს. იმ დროისთვის, 15 წლის ბილს უკვე დაწერილი ჰქონდა პირველი კომპიუტერული პროგრამა. საგზაო გზების დასარეგულირებელი პროგრამისათვის სიეტლის მუნიციპალიტეტმა მას 20 000 დოლარი გადაუხადა და ეს იყო გეითსის პირველი შემოსავალი.
1973 წელს ოჯახური ტრადიციის დაცვის მიზნით ბილმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები, მაგრამ ის ძალიან ჩაკეტილი და არაკონტაქტული იყო თანაკურსელებთან. კომპიუტერი იმდენად დიდ როლს ასრულებდა მის ცხოვრებაში, რომ ბილი არც ლექციებს ესწრებოდა და არც თანაკურსელების მიერ მოწყობილ წვეულებებს. მთელ დროს თავის ოთახში პროგრამების შექმნაში ატარებდა, ამას კი თავის ორ მეგობართან სტივენ ბალმერთან და პოლ ალენთან ერთად აკეთებდა.
ხშირი გაცდენების გამო იგი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. თუმცა მას ეს ფაქტი დიდად არ ანაღვლებდა :D
1975 წწლს თავის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია “Microsoft”-ი. თავდაპირველად კომპანია მუდმივ წაგებაზე მუშაობდა მაგარმ 1979 წელს კომპანია “აიბიემმა” გეითსს, მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერისათვის საოპერაციო სისტემის შექმნა შეუკვეთა.
მას მერე მათი კომპანიის არსებობის შესახებ მთელ დასავლეთ სანაპიროზე გაიგეს. “აიბიემი” ის კომპიუტერის პრეზენტაციამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა კომპიუტერულ ბაზარზე და უამრავი კომპანია “მაიქროსოფტს” ს უკავშირდებოდა ოპერაციული სიტემაზე ლიცენზიის მისაღებად.
გეითსი განაგრძობდა მუშაობას მან მალევე გამოუშვა ცნობილი პროგარმები “მაიქროსოფტ ვორდი” და “მაიქროსოფტ ექსელი” რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი გაყიდვების რიცხვი. 1986 წელს კი ბილ გეითსი 31 წლის ასაკში მილიარდელი გახდა. 1987 წელს კომპანიამ “უინდოუსის” პირველი ვერსია წარმოადგინა და 1993 წლისთვის, ამ პროგრამის გაყიდვებმა თვეში 1 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა.
1995 წელს გამოვიდა “Windows95” რომლის გაყიდვებმა მარტო პირველ კვირაში 7 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. მასშემდეგ დაიწყო მისი იმპერიის აღზევება.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას მას ყავს ცოლი მელინდა გეითსი და სამი შვილი. ბილმა და მისმა ცოლმა ჩამოაყალიბეს საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბილ ანდ მელინდა გეითს ფაუნდ” . ამ ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე 17 მილიარდი დოლარი დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში.
საინტერსოა, რომ ბილი უკვე რამოდენიმე წელია ჩამოშორდა თავის ძირითად საქმიანობას “მაიქროსოფტში” იგი იღებს მხოლოდ მოგებას და მთელ თავის დროს ფონდის საქმიანობას უთმობს.ასევე საინტერსო ფაქტი ეხება “მაიქროსოფტის” კონკურენტ ფირმა “ეპლის” პროდუქციას. გეითსის სამივე შვილს თითქმის ყველაფრის უფლება აქვს გარდა ერთისა, მათ სახლში ვერ ნახავთ ვერც “ეპლი აიპოდს” და ვერც “ეპლ აიფონს”. ოჯახის უფროსი, უბრალოდ , უკრძალავს შვილებს კონკურენტი ფირმის პროდუქციის შენახვას სახლში.
P.S.
ეს ინფორმაცია არ არის გადმოღებული ვიკიპედიიდან და მსგავსი საიტებიდან არამედ შედგენილია მოპოვებული ინფორმაციების შეჯერებით. ვისაც უნდა შეუძლია გადაამოწმოს ;)