არქივი

ენდი კაუფმანის სასაცილო ტრაგედია

897a6f18aa0c

ამერიკის ისტორიაში ალბათ ერთერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა…

ადამიანი რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ერთობოდა და ამას კარგადაც ახერხებდა…

ალბათ არც ერთი სხვა ჰოლივუდელის გარშემო არ ყოფილა იმდენი საიდუმლო და სკანდალი, რამდენიც ამ ადამიანის ირგვლივ, ამ ადამიანმა იმდენჯერ მოატყუა და გაასულელა მთელი ამერიკა და არა მარტო, რომ მისი სიკვდილისაც კი არავის სჯეროდა და ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა რომ ის ცოცხალია.

ენდრიუ ჯეფრი კაუფმანი, დაიბადა 1949 წლის 17 იანვარს, ნიუ იორკში და ცხრა წლიდან დაიწყო სხვადასხვა კლუბებში კომედიური გამოსვლები.

კარიერის დასაწყისი

1972 წელს კაუფმანმა პირველად მიიქცია ყურადღება, თავისი პერსონაჟით, მისი პერსონაჟი ამერიკაში კუნძულ კასპიარიდან ჩავიდა. კაუფმანმა ეს კუნძული სპეციალურად ამ პერსონაჟისთვის მოიფიქრა და მისი თქმით ეს კუნძული კასპიის ზღვაში მდებარეობდა. მისი გამოსვლა თავიდან უღიმღამოდ იწყებოდა, ყველანაირად ცდილობდა უნიჭო მსახიობის შთაბეჭდილება დაეტოვებინა, ხოლო მას შემდეგ ყველას დაარწმუნებდა რომ მათ წინ ყველაზე საშინელი მსახიობი იდგა, ის თავის “ბრჭყალებს აჩენდა”, კერძოდ ის ელვის პრესლის პაროდიას აკეთებდა და ამას ის იმდენად კარგად აკეთებდა რომ მაყურებლებს შოკში აგდებდა. მოგვიანებით მან განავრცო “უცხოელი კაცის” პერსონაჟი და მიიღო პერსონაჟი ლატკა გრავასი, ლატკას პოპულარობა ყველაზე მეტად იმან განაპირობა რომ ეს პერსონაჟი გამოჩნდა იმ დროისთვის ძალიან პოპულალურ სატელევიზიო შოუში “ტაქსი”, ლატკა კაუფმანის ერთერთი ყველაზე პოპულალური პერსონაჟი იყო, სწორედ ეს გახდა ენდის ყველაზე დიდი ტრაგედიის ერთერთი მიზეზი…

ტონი კლიფტონი

კაუფმანი უფრო და უფრო პოპულალური ხდებოდა და მას მთელ ამერიკაში ჰქონდა გამოსვლები, ამ პერიოდში გამოჩნდა ტონი კლიფტონი, რომელიც ენდის გამოსვლამდე “ართობდა” მაყურებელს, ის ღიად ამბობდა რომ ვერ იტანდა ენდი კაუფმანს და უნდოდა მისი კარიერის განადგურება, რათა თვითონ ეშოვა ფული. არავის ესმოდა რატომ “დაათრევდა ამ ბარგს” ენდი. ტონი კლიფტონი მალე გახდა პოპულალური თავისი სკანდალურობის გამო, ენდი კაუფმანის თხოვნით ის “ტაქსშიც” მიიწვიეს, რათქმაუნდა ტონიმ ყველაფერი ჩაშალა, შოუს პროდიუსერებმა განაცხადეს რომ მათ აღარ ჰქონდათ სურვილი ეთანამშრომლად ტონი კლიფტონთან და ენდის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ის მაინც გაანთავისუფლეს. თუმცა ტონი არ უჩიოდა უმუშევრობას, ის უკვე აღარ გამოდიოდა ენდის შოუებზე, მას საკუთარი გეგმები გაუჩნდა, ის მრავალჯერ იყო მიწვეული სხვადასხვა გადაცემებში, რომლის გადაღებასაც ის ძირითადად შლიდა…
თუმცა ეს ხუმრობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა, მალე გაირკვა რომ ტონი კლიფტონი სინამდვილეში თვითონ ენდი კაუფმანი იყო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საჭირო იყო კლიფტონის და კაუფმანის ერთად გამოსვლა სცენაზე, მაშინ კლიფტონს ენდის ძმა მაიკლი ან მისი მეგობარი, ბობ ზმუდა თამაშობდა.

რძე და ორცხობილა

ნიუ იორკში ერთერთი გამოსვლისას ენდიმ თავისი ბებია აიყვანა სცენაზე და კუთხეში სკამზე დასვა, შოუს ბოლოში “ბებიამ” ნიღაბი მოიხსნა და აღმოჩნდა რომ ის სინამდვილეში ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი იყო. ენდის უყვარდა მაყურებლის შოკირება, ამავე წარმოდგენის დროს, მან სცენაზე მოხუცებული ქალბატონი აიყვანა და ისე მოაწყო თითქოს ის სცენაზე მოკვდა, ამის შემდეგ ის ორი წუთით კულისებში გაუჩინარდა, საიდანაც ის ინდიელივით ჩაცმული გამოვარდა და “გვამის” გარშემო ცეკვა დაიწყო, რის შემდეგაც ქალი გაცოცხლდა. თუმცა ეს შოუ ცნობილი მისმა დასასრულმა გახადა, შოუს ბოლოს ენდიმ, მაყურებელი ოცი ავტობუსით თან წაიყვანა და ყველას რძით და ორცხობილით გაუმასპინძლდა.

კაუფმანი vs. ლოულერი

კიდევ ერთი ცნობილი სკანდალი ენდის შესრულებით: ორთაბრძოლა ქალებთან, მან 1000 დოლარიანი პრიზი დააწესა იმ ქალისთვის ვინც მის დამარცხებას შეძლებდა. მრავალი მატჩის შემდეგ მან საკუთარი თავი გამოაცხადა “სქესთაშორისო მსოფლიო ჩემპიონად”. ის ხშირად დასცინოდა ხალხს სამხრეთული შტატებიდან, ის ხშირად იმეორებდა ერთ ფრაზას “I have the brains” (მე ტვინი მაქვს) და მიანიშნებდა მათ დაბალ ინტელექტზე. რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა შეტაკება პროფესიონალ მებრძოლ, ჯერი “მეფე” ლოულერთან, რომელიც სამხრეთული შტატიდან კერძოდ კი ტენესიდან არის. ენდიმ რათქმაუნდა არ უღალატა თავის თავს და ლოულერი რინგზე გაიწვია სატელევიზიო მიმართვით.

მათი ბრძოლა ენდისთვის კარგად არ დასრულებულა, მან კისერი დაიზიანა და სხვა მრავალი ტრამვაც მიიღო.

მას შემდეგ მოყოლებული ენდი სულ სპეციალური სახვევით დადიოდა რომელიც მის კისერს იცავდა და შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან რომ ლოულერი გამოელანძღა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია გადაცემა დევიდ ლეტერმანთან.

ყველაზე მთავარი ამ ისტორიაში ის არის რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო და სინამდვილეში კაუფმანი და ლოულერი კარგი მეგობრები იყვნენ.

ენდის ტრაგედია

მისი წარმატების მიუხედავად ენდის რაღაც მაინც არ ასვენებდა, თვით მისი ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც ვერ უგებდნენ ენდის, მას არ მოსწონდა ის ფაქტი რომ მაყურებელი მას აღიქვმადა როგორც პერსონაჟს (ძირითადად ლატკა) და არა როგორც ენდი კაუფმანს. მისი ერთერთი გამოსვლის დროს, მას შემდეგ რაც მაყურებელმა მრავალჯერ მოითხოვა ლატკას შესრულება, ენდიმ ხელში წიგნი დაიჭირა და რამდენიმე საათის განმავლობაში უბრალოდ კითხულობდა, ის არ გაჩერებულა სანამ წიგნი ბოლომდე არ დაამთავრა.

ის თავს დეპრესიულად გრძნობდა და თითქოს ორ სამყაროს შორის იხლიჩებოდა, მისი ერთერთი ინტერვიუ დევიდ ლეტერმანთან, რომელიც 1980 წელს ჩაიწერა, მიჩნეულია რომ წინასწარ იყო დადგმული, თუმცა ენდის მეგობრები ფიქრობენ ამ ინტერვიუში ენდი ზუსტად იმ ტკივილს გადმოსცემდა რაც მას აწუხებდა, თუმცა იმ იუმორით რომელიც მხოლოდ მას ახასიათებდა.

ენდი კაუფმანის სიკვდილი

1983 წელს, მადლიერების დღეს, ენდი თავის ოჯახთან ერთად ვახშმობდა, როდესაც მას უეცრად ხველა დაეწყო, მისი ოჯახის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ის ექიმს გაესინჯა, მას ფილტვის კიბოს იშვიათი სახეობა აღმოაჩნდა. ენდის არ გაუმხელია მისი დაავადება მაყურებლისთვის, მან უბრალოდ თქვა რომ მას “იშვიათი დაავადება” ჰქონდა. იმის მიუხედავად რომ ექიმებმა მას ყველანაირი იმედი გადაუწურეს, ის მაინც ბოლო დღეებამდე ებრძოდა დაავადებას, თუმცა უშედეგოდ…

დაავადება სულ უფრო ვრცელდებოდა მის სხეულში და სულ უფრო აზიანებდა მის ფილტვებს და ტვინს…

1984 წლის 16 მაისს ენდი კაუფმანი ლოს ანჯელესის ერთერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა თირკმელის უკმარისობით, რაც გამოწვეული იყო ფილტვის კიბოთი. ის დაასაფლავეს ნიუ იორკში, მის მშობლიურ ქალაქში…

იმ დროისთვის ენდი მხოლოდ 35 წლის იყო…

ადამიანი მთვარეზე

e10386f56019

მილოშ ფორმანის ფილმი, რომელიც აღწერს ენდი კაუფმანის ცხოვრებას, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ გირჩევთ უყუროთ.

ბონუსი

როგორც ჩანს ენდის თანამედროვე მსახიობებშიც გამოუჩნდა მიმბაძველები…

ორიოდე წლის წინ ცნობილმა მსახიობმა ხოაკინ ფენიქსმა (გლადიატორი) უეცრად გადაწყვიტა მიეტოვებინა მსახიობობა და რეპერობა მოუნდა. ეს ყველაფერი კი დაიწყო ისევ და ისევ დევიდ ლეტერმანთან…

ესეც მისი “შემოქმედება”…

მალე გავრცელდა ხმები რომ პენიქსი უბრალოდ ხუმრობდა. მან მთელი წელი გაატარა ასეთ ფორმაში და “ბიოგრაფიული” ფილმიც კი გამოვიდა მის შესახებ – “I’m Still Here” , რომელიც კეისი აფლეკმა გადაიღო, ფილმის გამოსვლიდან მალევე ფენიქსი ნორმალურ ყოფას დაუბრუნდა, ძნელი გამოსაცნობი არაა სად განაცხადა ამის შესახებ, რათქმაუნდა დევიდ ლეტერმანთან…

Fin

boo

მსგავსი ამბები

Back to top button