საკითხავიუცნაური

რეალური შემთხვევები, რომლებზეც საშინელებათა ფილმებია გადაღებული. #1: The Amityville Horror

f5393164c6f2

“დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე” – ეს წარწერა არავის გაუკვირდება დრამაზე, ისტორიულ ფილმზე, მძაფრსიუჟეტიან ფილმზეც კი მაგრამ ბევრმა არ იცის რომ რამოდენიმე ცნობილი საშინელებათა ფილმიც რეალურ მოვლენებზეა გადაღებული.

ამიტივილის საშინელება (The Amityville Horror)

ამბობენ რომ ყველა სახლს აქვს თავისი საიდუმლოები. თუ ეს მართლაც ასეა, არც ერთ მათგანს არ აქვს იმდენი საიდუმლო, რამდენიც აშშ-ს ნიუ იორკის შტატის პატარა ქალაქ ამიტივილში, ოუშენ ავენიუ 112 (112 Ocean Avenue) ნომერ სახლს. თავის დროზე ამ სახლში მომხდარი მოვლენები დიდი მსჯელობისა და დავის საგნად იქცა არა მხოლოდ აშშ-ში არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

სახლის ადრეული ისტორია ასეთია: 16-ე საუკუნეში დაბა ამიტივილი ითვლებოდა ჰანტინგტონის გარეუბნად. დაახლოებით ამ პერიოდისთვის სახლში ცხოვრობდა ვინმე ჯონ კეტჩემი (სენატორ კეტჩემზე არ არის ლაპარაკი), რომელის სახელთანაც ძალიან ბევრი ბნელით მოცული ლეგენდა იყო დაკავშირებული. ამ ლეგენდების მიხედვით მას სწამებდნენ ჯადოქრობას, ალქიმიკოსობას, აგრეთვე იყო ლაპარაკი საიდუმლო სექტაზე როელიც მან შექმნა და შემდგომში სექტის წევრებს სახლის უკან მდებარე ნავების საკუჭნაში წამებით ხდიდა სულს, მეორე ვერსიით ეს იყო ჯადოქართა სასამართლო, ხოლო საკუჭნაო განაჩენის სისრულეში მოყვანის ადგილი. მაგრამ ყოველივე ეს არის გადმოცემა და ლეგენდა. მე17 საუკუნის დროინდელი სახლის ნაშთები დღესაც შესამჩნევია მაგრამ დღევანდელი სახით სახლიცა და ნავების საკუჭნაოც სავარაუდოდ უფრო მოგვიანებითაა აშენებული. გარდა ამისა ცნობილია რომ ამ ადგილებში ცხოვრობდნენ ინდიელთა მონტოკეტების ტომები (Montaukett tribes) რომლებიც კლავდნენ და პირქვე მარხავდნენ თავიანთ მტრებს (ეს ფაქტი შეესაბამება სინამდვილეს).

28a72e3ebab6

სახლის პირვანდელი სახე

d875d7918bf2

სახლის დღევანდელი მდგომარეობა

c81733ec58de

მონტოკეტების სასაფლაო ამიტივილთან ახლოს

1924 წლამდე სახლი ეკუთვნოდა აირლენდებს, ამ წელს ენნი აირლენდმა სახლი მიყიდა ჯონ და კეტრინ მოინაჰანებს. 1960 წელს სახლი გადავიდა ჯონი და მერი რილების ხელში, ხოლო 1965 წელს ის შეისყიდა დეფეოების ოჯახმა. სწორედ ამ ოჯახთანაა დაკავშირებული ამიტივილის საზარელი ტრაგედია.
ეს ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, ოჯახის უფროსი – რონალდ ჯოზეფ დეფეო, რომელსაც “დიდ რონის” ეძახდნენ, მისი მეუღლე ლუის დეფეო, და შვილები, სამი ვაჟი – რონალდ უმცროსი, ზედმეტსახელად “Butch”, მარკი და ჯონი და ორი ქალიშვილი, დონი და ელისონი.

9fbf8e2a26d7

სურათზე: ზემოთ – ჯონი, ელისონი, მარკი, ქვემოთ – დონი და რონალდ უმცროსი (ოჯახის უფროსი შვილი)

1974 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე რონალდ უმცროსი ამოვიდა თავისი სარდაფიდან, აიღო საბრძოლო შაშხანა 35-Marlin rifle და თანმიმდევრობით დახოცა თავისი ოჯახის ყველა წევრი, დედა, მამა, ორი და და ორი ძმა. (მათ შორის მისთვის უსაყვარლესი უმცროსი და – ელისონი)

72f402cf112a

სახლის სქემა და გვამების მდგომარეობა მკვლელობის შემდეგ

დეფეო დაიჭირეს და ბრალი დასდეს მკვლელობებში, მაგრამ მან სრულიად გაუგებარი ჩვენებები მისცა გამოძიებას, მისი ჩვენებების მიხედვით მას სახლში ესმოდა გაურკვეველი ხმები, ხედავდა მოჩვენებებს რომლებიც მას ოჯახის მკვლელობისკენ მოუწოდებდნენ. მან აღწერა მკვლელობის ღამე როდესაც “ბნელმა ადამიანმა შავი ხელებით” მიაწოდა შაშხანა, “მე ვმოქმედებდი ისე, თითქოს შიგნიდან მმართავდა ვიღაც და მაიძულებდა ყოველივე ეს ჩამედინა”

0c821c319512

მიუხედავად მკვლელობათა მასშტაბურობისა და შინაარსისა, ეს ამბავი ხალხისთვისაც დარჩებოდა შეშლილი ადამიანის ნამოქმედარად რომ არა რამოდენიმე ფაქტი:

– ლუის დეფეო ექსპერტიზამ შერაცხადად ცნო, და დაასკვნა რომ ის 13 თებერვლის ღამით ფსიქიკურად ნორმალურ მდგომარეობაში იყო

– გამოძიებამ დამალა ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი რომელიც მოგვიანებით მაინც გავრცელდა, ეს იყო გვამების მდგომარეობა. შაშხანა, რომლითაც დეფეო ისვროდა, გამოსცემს ძალიან მაღალ ხმას და სახლის კედლების არსებითი ნაწილს ხე შეადგენდა, რის გამოც ეს ხმა მთელს სახლში უნდა გავრცელებულიყო, მიუხედავად იმისა რომ პირველი გასროლიდან დეფეო სამჯერ ავიდა და ჩამოვიდა კიბეზე (რასაც მინიმუმ 30 წამი დასჭირდებოდა) არც ერთ მოკლულს არ ეტყობოდა რაიმე ნიშანი იმისა რომ თუნდაც უბრალოდ გაეღვიძათ. 6-ივე მოკლული ზუსტად ისეთ პოზაში იწვა როგორც მათ ეძინათ

– დეფეოს არ ჰქონდა არავითარი მოტივი ამ მკვლელობების ჩასადენად

საკმაოდ უცნაურია ის ფაქტიც რომ ექვსივე მიცვალებული პირქვე იწვა, სწორედ ისე როგორც დიდი ხნის წინ ინდიელები მოკლულ მტრებს მარხავდნენ იმ ტერიტორიებზე

საქმის გამოძიება საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, ციხეში დეფეომ რამოდენიმეჯერ შეცვალა თავისი ვერსია, სავარაუდოდ გაუარესდა მისი ფსიქიკური მდგომარეობაც. 2004 წლის 26 სექტემბერს მან მიწერა თავის ყოფილ ცოლს: “მე მოვკალი მშობლები და ჩემი უფროსი და მაგრამ არ მომიკლავს ჩემი ძმები და ელისონი, მე საერთოდ არ ავსულვარ მათთან”

სახლთან დაკავშირებული პარანორმალური მოვლენები ამით არ დამთავრებულა. 1975 წლის 18 დეკემბერს ოუშენ ავენიუ 112-ში ლუტზების ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად. ჯორჯ და კეტი ლუტზები და მათი სამი შვილი, 9 წლის დანიელი, 7 წლის ქრისტოფერი და 5 წლის მისსი. 28 დღის შემდეგ ლუტზები გაიქცნენ სახლიდან. ისინი ამტკიცებდნენ რომ სახლი დაწყევლილი იყო

ლუტზების ოჯახი

ლუტზებისა და მათი ოჯახის მოძღვრის მტკიცებით ამ 28 დღის განმავლობაში სახლში ბევრი უცნაური და დაუჯერებელი რამ მოხდა. ისინი ამბობდნენ რომ სახლი ეკუთვნოდა რაღაც “ბოროტ და ბნელ ძალას რომელსაც წინ ვერაფერი აღუდგებოდა”

სახლში გადასვლიდან მცირე ხანში მათი მოძღვარი მივიდა სახლის საკურთხებლად, შეუდგა თუ არა სახლის კურთხევას, მან სრულიად გარკვევით გაიგონა ძლიერი და ხმამაღალი ხმით ნათქვამი “გაეთრიე!”, ის მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და ეკლესიისკენ გაემართა, მაგრამ გზაში ჯერ მისი ავტომობილის “კაპოტი” აიხადა და საქარე მინა ჩაუმსხვრია ხოლო შემდეგ მანქანის კარის ერთი ანაჯამა მოწყდა და მარჯვენა კარი გაიღო. მანქანა გაჩერდა. ახლომდებარე სახლიდან მოძღვარმა მეგობარს დაურეკა საშველად. მეგობარმა ის სახლში მიიყვანა და დატოვა ხოლო რამოდენიმე წუთში დაურეკა – “იცი რა მოხდა როცა შენ დაგტოვე სახლში? მინის საწმენდებმა მთელი სისწრაფით დაიწყეს წინ და უკან მოძრაობა, ვერაფრით გავაჩერე. აღარასდროს აღარ ჩავრთავ მათ! რა ჯანდაბა ხდება..”

ამის შემდეგ კი ლუტზების მონათხრობის მიხედვით სახლში ყოვლად აუხსნელი და დაუჯერებელი მოვლენები ხდებოდა. ზოგიერთი რამ მართლაც შიშისგან მოლანდებულს ჰგავს მაგრამ მაინც შემოგთავაზებთ რამოდენიმე მათგანს.

0dad2d13b983

ჯორჯ და კეტი ლუტზები

სახლის კარები და ფანჯრები ხშირად ეხეთქებოდნენ ხოლმე სახლს, ნორმალური ამინდის პირობებში და მაშინაც კი, როცა მათ დაკეტილს ტოვებდნენ. მისის ლუტზი ამტკიცებდა რომ რამოდენიმეჯერ გაეღვიძა და ლოგინიდან 1 მეტრის სიმაღლეზე იყო ჰაერში წამოწეული. ერთხელ, როდესაც ჯორჯმა მისკენ ზურგით მდგარი კეიტი ხელით თავისკენ შემოაბრუნა, მისი 30 წლის ცოლის ნაცვლად 90-მდე წლის საშინელი მოხუცის სახე დაინახა. “ველურივით აჩეჩილი თმა, შოკისმომგვრელად თეთრი, მასიური ნაოჭებითა ხაზებით დამახინჯებული სახე, რომელსაც დორბლი სდიოდა უკბილო პირიდან” – ასე აღწერა მან ნანახი. ცივ ზამთარში ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახში ასობით ბუზი “გაჩნდა”, 30 სანტიმეტრიანი ჯვარი, რომელიც მისის ლუტზმა სარტაფის კედელზე დაკიდა, თავისით ჩაბრუნდა ქვემოთ და ლპობა დაიწყო, ორივე ტუალეტში წყალი იქცა შავ წებოვან სითხედ.

რამდენჯერაც ოჯახის მოძღვარმა სცადა ლუტზებს დახმარებოდა, იმდენივეჯერ ხელებზე სისხლიანი ბებრები გაუჩნდა ხოლო მათი სატელეფონო საუბრები ყოველთვის წყდებოდა ძალიან მაღალი და შემაძრწუნებელი ხმებით რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა მოძღვართან საუბარი. ერთ საღამოს, როდესაც ჯორჯ ლუტზი ეზოში იდგა, თავისი უმცროსი გოგონას, მისსის ფანჯარაში დაინახა ღორის სახე, გავარვარებული წითელი თვალებით, პატარა მისსიმ კი შემდეგში დაიწყო ლაპარაკი თავის მეგობარ “ჯოდიზე”, ყველაზე დიდ ღორზე რომელიც ვინმეს უნახავს. ერთ ღამეს, მისსიმ ფანჯარაში სიბნელისკენ აჩვენა თითით მშობლებს: “აი ჯოდი, მას შემოსვლა უნდა” მისის ლუტზმა გარკვევით დაინახა ეზოში ორი წითელი თვალი და გარკვევით გაიგონა ცხოველს ხმა რომელიც მან მოგვიანებით აღწერა როგორც “ცხოველის ტირილი ტკივილისაგან”. ჯორჯ ლუტზმა ასევე აღმოაჩინა ღორის არანორმალურად დიდი ნაკვალევი თოვლში, თავისი სახლის წინ.
შემდეგში სახლის კედლებიდან და ჭერიდან მწვანე ჟელესებურმა მასამ დაიწყო დენა, ერთხელ კი ცოლ ქმარმა დაინახა თუ როგორ გაჩნდა ბუხართან თეთრკაპიუშონიანი ფიგურა რომელსაც ტყვიით ჰქონდა თავი გაპობილი და უცებ მოედო ცეცხლი. “ის ბუხრის კედელს შეერია” ამბობდა კეტი

1976 წლის 26 თებერვალს, მცირე დროის შემდეგ რაც ლუტზების ოჯახმა დატოვა ამიტივილი, ჯორჯ ლუტზმა დაურეკა პარაფსიქოლოგს და პარანორმალურ მოვლენათა გამომძიებელს, დოქტორ კეპლენს (Dr. Stephen Kaplan) და სთხოვა მას დაინტერესებულიყო ამ ფაქტით. შემდგომში კეპლენი დიდხანს იკვლევდა ამ შემთხვევას და ცდილობდა საკუთარ თავზე გამოეცადა “ამიტივილის საშინელება” მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

P.S. მე სკეპტიკოსი ვარ და ზემოთაღწერილ ბევრ მოვლენასაც სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ:
რატომ უნდა დაეხოცა მთელი თავისი ოჯახი რონალდ ბატჩ დეფეოს, როცა მას ამის არავითარი მიზეზი არ ჰქონდა;
როგორ შეიძლება რომ ხის სახლში მსხვილკალიბრიანი შაშხანის რამოდენიმე გასროლამ (რომლის ხმაც ასობით მეტრზე ისმის) არ გააღვიძოს ოჯახის არც ერთი წევრი;
როგორ შეიძლება რომ ერთ და იმავე დროს ერთ და იმავე ადგილას რატომღაც გაგიჟდეს რამოდენიმე სრულიად სხვადასხვა თვისებების ადამიანი თანაც ისე რომ მათი სიგიჟე ვერც ერთმა ექსპერტიზამ ვერ დაადასტუროს;
და არსებობს კიდევ ბევრი მაგრამ

მაგრამ ეხლა ჯობს ამით დავამთავროთ.

პოსტი მომზადებულია პირადად ჩემს მიერ, ყველანაირი კოპირებისა და ა.შ. გარეშე.

Velociraptor™

მსგავსი ამბები

Back to top button