საკითხავიუცნაური

3 ყველაზე ცნობილი აჩრდილის ფოტო (ნაწილი 1)

1. რაინჰემ ჰოლის “ნაცრისფერი ქალბატონი”

ეს სურათი გადაღებულია 1936 წელს რაინჰემის ჰოლში ნორფოლკში, ინგლისში. ეს ფოტო ეჭვის გარეშე ყველაზე ცნობილი და ხარისხიანია ყველა არსებულს შორის. ეს ქალბატონი მოიაზრება, რომ არის დოროთი თაუნსჰენდი, ჩარლს თაუნსჰენდის (რაინჰემის ვისკონტი 18 საუკუნის დასაწყისში) მეუღლე. ჭორების მიხედვით დოროთი იქამდე, სანამ გაყვებოდა ჩარლს, იყო ლორდ ვორტონის საყვარელი და ეს რომანი არც ქორწილის შემდეგ გაუწყვეტია. იურიდიული დოკუმენტებით 1726 წელს დაასაფლავეს დოროთი, მაგრამ იგივე ჭორები გვამცნობენ, რომ ამ რომანის შესახებ გაიგო ჩარლზმა და დოროთი ჩაკეტა მათი სახლის სარდაფში. დოროთის 1726 წელს დასაფლავება იყო გათამაშება და ის დაიღუპა რამდენიმე წლის შემდეგ…

2. მისი საყვარელი სკამი

ლორდ კომბერმერი ტრაგიკულად დაიღუპა 1891 წელს. მას გადაურა თავისივე ცხენებ შებმულმა ეტლმა. იმის მერე რაც, სახლის ყველა მკვიდრი წავიდა ლორდის დასაფლავებაზე, რომელიც 4 მილის მოშორებით იმართებოდა, სახლში დარჩა მხოლოდ 1 ფოტოგრაფი. მან მომართა ფოტოაპარატი ლორდის საყვარელი სკამის წინ (ამ სკამზე არ ქონდა არავის დაჯდომის უფლება) და გადაუღო სურათი ამ ცნობილ სკამს. ფოტოზე რაც დაფიქსირდა, შეგიძლიათ თავად იხილოთ. აქ გარკვევით ჩანს ლორდის თავი და ხელი. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ფოტო იხილეს, სახლის მომსახურე პერსონალმა განაცხადა, რომ ეს ნამდვილად ლორდ კომერმერი გახლდათ და ის ისევე იჯდა მის საყვარელ სკამზე, როგორც ამას სიცოცხლეში აკეთებდა…

3. ფრედი ჯექსონის დაბრუნება

ფრედი ჯექსონი იყო მექანიკოსი სამეფო საჰაერო ძალებში I მსოფლიო ომის დროს. ფრედი მოკლეს 1919 წელს, მას აფეთქებული მოიერიშეს “პროპელერი” მოხვდა. 2 დღის შემდეგ, როდესაც ფრედის ასეულმა ერთობლივი სურათი გადაიღო, ფრედი ჯექსონიც დაბრუნდა და ძალიან გარკვევითაც ჩანს ფოტოზე… ამ სურათის ნახვის შემდეგ ამ ასეულის რამდენიმე მებრძოლი ჭკუიდანაც კი შეიშალა…

თეგები
Booking.com

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close