არქივი

ათწლეულის ცნობილი საფეხბურთო ციტატები

4df8265b233b

ათწლეულის ცნობილი საფეხბურთო ციტატები2000 წელი

“მზად ვარ პიანისტი გავხდე, თუნდაც ამისთვის მარჯვენა ხელის მოჭრა დამჭირდეს”, – სერ ბობი რობსონის ფრაზა, როცა ის ფეხბურთიდან წასვლის სურვილზე საუბრობდა.”ის ყოველთვის საჭირო ადგილზეა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი დატყმა მიზანს სცდება, იმავე ადგილას ბრუნდება და საბოლოოდ მაინც იტანს”, – სერ ბობი რობსონი ალან შირერის შესახებ.”ის ვერ უტყამს მარცხენა ფეხს, უსუსტესია მეორე სართულზე ორთაბრძოლებში, გოლები იშვიათად გააქვს, სხვა მხრივ კი სრულყოფილი ფეხბურთელია”, – ლეგენდარული ჯორჯ ბესტის ხუმრობა, რომელიც დევიდ ბექჰემს ეხებოდა.

“ბექჰემი ბურთს ისე ექცევა, როგორც საკუთარ მეუღლეს, თბილად და ალერსიანად”, – ბრაიან კლაფი ისევ დევიდ ბექჰემის შესახებ.

“მატჩის შემდეგ მათ ვახშამი და სასმელი ელოდებათ, სტადიონზე კი მხოლოდ მეგობრების სანახავად დადიან. ვფიქრობ მათ სიტყვა “ფეხბურთის” სწორად წარმოთქმაც კი არ შეუძლიათ, მის საფუძვლიან ცოდნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია”, – როი კინი ერთ–ერთი წაგებული მატჩის შემდეგ, ოლდ ტრაფორდელი გულშემატკივრების შესახებ.

“სეზონის ბოლოს “მიდლსბროში” არასაკმარის სათამაშო დროს მაძლევდნენ, ისევე როგორც სეზონის დასაწყისში და თქვენ წარმოიდგინეთ შუაწელშიც კი, “ევერტონში” ამიტომაც გადავედი”, – ლეგენდარული პოლ გასქოინი.

2001 წელი

“როგორ უნდა მოუგოს ინგლისმა გერმანიას? ეს ხომ 100 წელია არ მომხდარა. ვფიქრობ, რომ ბუნდეს ნაკრები ალბიონელებს “გადაუვლის” და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს”, – ული ჰიონესის პროგნოზი ინგლისთან 1:5 წაგების წინ.

“ვიცი რომ მოთმენის უნარი უნდა მქონდეს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია!”, – გახარებული, მაგრამ თითქმის “გაჭაღარავებული” სვენ გორან ერიქსონი, დევიდ ბექჰემის მიერ ინგლისი–საბერძნეთის მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, რომელმაც ბრიტანელებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა.

2002 წელი

“ძალიან სასიამოვნოა, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდა. თუმცა ცუდია, რომ ეს ჩვენ არ გავაკეთეთ და ისინი ტურნირს ჩვენთან შეხვედრამდე გამოეთიშნენ”, – ტედი შერინგემი მსოფლიო ჩემპიონატიდან არგენტინის გამოთიშვის შესახებ.

2003 წელი

“ისინი ნებისმიერ მატჩში გაიტანენ, თითოეულ შეხვედრაში ეს მხოლოდ დროის ამბავია ხოლმე. მათ ყურებას მოტოციკლეტის მართვას, ან ქალთან ერთად ლოგინში ყოფნას შევადარებდი”, – “ბლექბერნის” მწვრთნელი გრემ სუნესი “მანჩესტერის” თავდასხმის ბრწყინვალე დუეტის, კოული–იორკის შესახებ.

“ყველაფერი დამთავრდა, დაივიწყეთ. მშვენიერი მგზავრობა იყო, ბევრი ლამაზი ადგილი ვნახეთ, ფულიც დავხარჯეთ, ტრავმებით დავიტვირთეთ, ახლა კი მოდით ციდან დავეშვათ და ფეხით ვიაროთ”, – სერ ბობი რობსონი “ნიუკასლის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ.

2004 წელი

გარი ლინეკერი: “საინტერესოა, პრემიერლიგის უცხოელი მწვრთნელები ინგლისელები რომ იყვნენ იგივე შემადგენლობებს დააყენებდნენ თუ არა, რომლებიც ეხლა გამოყავთ მოედანზე?”

გორდონ სტრაჩანის პასუხი: “ინგლისელი რომ ვიყო თავს მოვიკლავდი…”

“გამარჯობათ ტურებო, კიდევ ერთი დაღუპულის შესაჭმელად მოხვედით?”, – კლაუდიო რანიერის ორიგინალური მისალმება ჟურნალისტებს, “მონაკოსთან” გასამართი საპასუხო მატჩის შემდეგ.

“ის მსოფლიოში ერთმანეთი ადამიანია, რომელსაც საკუთარ თავთან კამათიც კი შეუძლია”, – ბობი რობსონი კრეიგ ბელამის შესახებ.

2005 წელი

“ერთადერთი რაზეც ამ კვირაში ვინერვიულე ისაა, რომ მეუღლე გამინაწყენდა, როცა საუზმე ბოლომდე არ მივირთვი”, – ჰარი რედნაპის პასუხი კითხვაზე, ეშინოდა თუ არა, როცა “საუთჰემტონიდან” “პორთსმუტის” მთავარ მწვრთნელად ინიშნებოდა.

“ბილ შენკლი რომ ცოცხალი იყოს მოკვდებოდა და შემდეგ საფლავში გადაბრუნდებოდა”, – “ლივერპულის” ფანის, ჰარის კომენტარი ლიგის თასზე მისი გუნდის “ბარნლისთან” დამარცხების შემდეგ.

2006 წელი

“ბექჰემზე დაქორწინებული ნამდვილად არ გახლავართ, უფრო მეტიც, მისი საყვარელიც კი არ ვყოფილვარ”, – სვენ გორან ერიქსონი კომენტარი დევიდ ბექჰემის ნაკრებში არ გამოძახების შემდეგ.

2007 წელი

“ჩემი მეუღლე პორტუგალიაშია, მას ძაღლი დავუტოვე, რომელიც დაიცავს, ასე რომ ლონდონში არაფერზე ვნერვიულობ”, – ჟოზე მაურინიო.

“მე განსაკუთრებული (The Special One) არ ვარ, პირიქით, თავს სრულიად ნორმალურ ადამიანად ვთვლი”, – აბრაამ გრანტი “ჩელსიში” ჟოზე მაურინიოს ნაცვლად დანიშვნის შემდეგ.

2008 წელი

“ძალიან კარგი, იმედია ამის შემდეგ მაინც აღარ იტყვიან, რომ “ნიუკასლის” დაღუპვა მინდა”, – კევინ კიგანი, “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოპოვებული პირველი გამარჯვების შესახებ.

2009 წელი

“რამდენადაც მე ვიცი, “ტოტენჰემთან” ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს კონტაქტი არ ჰქონია, საიდან ვიცი? მათ მთავარ მწვრთნელს ველაპარაკე”, – სემ ელერდაისი კრის სამბას “დეზებში” სავარაუდო გადასვლის შესახებ.

მადრიდის “რეალს” ასე ცუდად მას შემდეგ არ უთამაშია, რაც მას მე ვწვრთნიდი”, – ჯონ ტოშაკის კომენტარი “ლივერპულისა” და “რეალის” საჩემპიონთალიგო შეხვედრის შემდეგ.

წყარო:  www.fanebi.com

ჩემი პირველი პოსტია მკითხველებო ამიტომ მკაცრად ნუ შემაფასეფთ ;)

მსგავსი ამბები

Back to top button